logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველო-საკონსტიტუციო ცვლილებები ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველო-საკონსტიტუციო ცვლილებები ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში
13:02 01.04.2017
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოში 73 ადამიანისგან შემდგარი საკონსტიტუციო კომისია მუშაობს. მის წევრებს შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, არასაპარლამენტო პარტიების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრი, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სხვები. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისში გაიმართა „ღია საზოგადოება - საქართველოს“, ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, DRI და IDFA –ს ორგანიზებით, მთელ დღეს გაგრძელდა და ყველაზე პრობლემურ საკითხებს შეეხო.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილებების ჩამორთმევას. „ერთი ეხება უშიშროების საბჭოს. ეს არის უმარტივესი ნონსენსი. უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც ეთათბირება პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. არ შეიძლება კომპეტენცია იყოს ერთის და მე ვეთათბირებოდე მეორე ორგანოს. ეს არის სრული ნონსენსი. ესაა ერთი ცვლილება და მეორე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას. 2010 წლის ვენეციის კომისიის დასკვნაში ეწერა, რომ უმჯობესია, ეს უფლებამოსილება გადავიდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

შალვა შავგულიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი კომისიაში ამბობს: „საკითხი, რა თქმა უნდა, უმთავრესად გადაბმულია პარლამენტის არჩევის წესზე. მთავრობის გულწრფელობა, იმის თაობაზე, ანუ მართლაც სურს თუ არა ასეთი ნეიტრალური არბიტრი – პრეზიდენტის მიღება და არა ისეთი პრეზიდენტის, რომელიც მართვადი იქნებაპოლიტიკური ძალისგან და ფაქტობრივად, დანიშნული იქნება მმართველი ძალის მიერ, გამოჩნდება მაშინ და გავიგებთ იმის მიხედვით, თუ როგორი საპარლამენტო არჩევნების წესზე დაგვთანხმდება მმართველი ძალა“.

„ამერიკის ხმამ“ ინტერვიუ ჩაწერა DRI–ს წარმომადგენელ ფერნანდო კასალ ბერტოასთან რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს: „მე ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური პარტიების მშენებლობა. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შექმნათ ინსტიტუციური ჩარჩო, რომ მან პოლიტიკური პარტიების სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოს. პარლამენტარიზმის მიღება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტის პირობებში, გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების როლს. ისინი, რა თქმა უნდა ჩართულები იქნებიან პრეზიდენტის არჩევნებში, ყველა შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რა თქმა უნდა, ძალიან საკამათოა. ასევე, მიმაჩნია, რომ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შეამცირებს ძალაუფლების კონცენტრაციის რისკს (თქვენ იცით, რომ ახლა ჩვენ გვაქვს სუპერ უმრავლესობა). პროპორციული სისტემა პარტიების მნიშვნელობას გაზრდის, რადგან ამომრჩევლები პოლიტიკოსებს დაუკავშირდებიან პოლიტიკური პარტიების შუამავლობით. მაჟორიტარული სისტემის დროს ეს ასე არ ხდება. პროპორციული სისტემა პარლამენტარიზმის როლსაც გაზრდის და ასევე გამოკვეთს ოპოზიციის მნიშვნელობას უმრავლესობის კონტროლის მიმართულებით. ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბალანსის თვალსაზრისითაც საინტერესოა“.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდნენ პარტიები საქართველოში, ფერნანდო კასალ ბერტოა ასე გვპასუხობს: „რამდენიმე გზა არსებობს პარტიების გაძლიერებისთვის: უნდა გაფართოვდეს კავშირების სპექტრი პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის. საჭიროა მობილიზაცია, სანფორმაცო კამპანიები ხმის მიცემის, პროგრამების, ზოგადად შინაარსობრივ საკითხებზე. ეს გაზრდის ამომრჩევლის ცნობიერებას. აქ მხოლოდ პერსონების ცნობადობა არ იგულისხმება, ან დროებით ღონისძიებებზე კონცენტრირება. მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის ფაქტორი, რადგან ეს კავშირშია ნდობის მოპოვებასთან ამომრჩევლებს შორის. უნდა გაიზარდოს ორგანიზაციული ფაქტორი. ახალი წევრების რეკრუტირებამ კამპანიურობის სახე უნდა მიიღოს, ასევე მხარდამჭერების, აქტივისტების, მათ შორის ინფორმირებული აქტივისტებისა და მოხალისეების მობილიზებაც მნიშვნელოვანია. დიდი ხარვეზია, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს გაუაზრებლად, ზედაპირულად, როდესაც სინამდვილეში ინფორმაციას ფუნდამენტურად არ ფლობ“.

საერთაშორისო ექსპერტი საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ გახარჯული თანხების მიზნობრიობის თაობაზეც: „საქართველოში პოლიტიკური პარტიები იღებენ ფულს ხელისუფლებისგან. მათ რომ ეს ფული დახარჯონ იმაზე, რაზეც რეალურად უნდა ხარჯავდნენ, მაგალითად კამპანიების წარმოებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, სხვა სურათი გვექნება. სინამდვილეში ეს ფული იხარჯება ბილბორდებზე, პლაკატებზე, პოსტერებზე, დიდი ოდენობით კამპანიებზე, რის გადაუდებელი აუცილებლობაც არ არის. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ უფრო მეტად ინფორმაციული, საგანმანათლებლო აქტივობები. ეს მნიშვნელოვანია მომავლის მშენებლობისთვის. მაგალითად, არაპროპორციულად, შეუფერებლად დიდი რაოდენობა იბეჭდება ლიდერების ფოტოები, რასაც ყველგან ვაწყდებით ქუჩებში. ეს დამახასიათებელია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის“.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის მოწყობის წესი იცვლება. ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ დღეს ყველამ კარგად იცის და კვლევები ცხადყოფს, რომ ხალხს საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი და ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი არ აღელვებს, რადგან ქვეყანაში ნომერი პირველი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური საკითხებია.


http://www.amerikiskhma.com/a/constitutional-changes-young-democracy/3791034.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა