logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„izvestia.ru“(რუსეთი): საქართველო რუსეთში აკრძალული თურქული პომიდვრის რეექსპორტს ახდენს? საქართველოდან პომიდვრის იმპორტმა შვიდჯერ იმატა
„izvestia.ru“(რუსეთი): საქართველო რუსეთში აკრძალული თურქული პომიდვრის რეექსპორტს ახდენს? საქართველოდან პომიდვრის იმპორტმა შვიდჯერ იმატა
11:50 31.03.2017
რუსულ გამოცემა «Известия»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია თურქული წარმოების პომიდორების (ტომატების) რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხი. რატომ და საიდან შედის რუსეთში ეს პროდუქცია, როცა მისი იმპორტი 2016 წლიდან აკრძალულია? რატომ გაიზარდა ოთხჯერ თურქული პომიდორების შესყიდვა საქართველოს მიერ? უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი საქართველოდან პომიდვრების იმპორტის შვიდჯერ მატებას? „ეს კითხვები „როსსელხოზნადზორის“ მხრიდან ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - სერგეი ფიში).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:

რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზედამხედველები გაოცებისაგან ხელებს შლიან - მათ არ შეუძლიათ იმის დადასტურება, რომ რუსეთში საქართველოდან შეტანილი პომიდვრები ქართული კი არა, არამედ თურქულია. იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსიიდან შეტანილ პროდუქციაზეც. ფაქტია, რომ თურქეთის მთავრობის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველომ გასულ 2016 წელს 23 მილიონი დოლარის თურქული პომიდორი იყიდა, მაშინ როცა 2015 წელს ის მხოლოდ 6 მილიონისა იყო. ზოგადად კი საქართველოს, ბოლო ათი წლის მანძილზე, არასოდეს არ უყიდია თურქეთისაგან წელიწადში 8 მილიონ დოლრაზე მეტი პომიდორი. ეს ყველაფერი იმით აიხსნება, რომ საქართველო თურქული პომიდორების რეექსპორტს ეწევა ჩრდილოეთის მიმართულებით, ანუ რუსეთში, თანაც კონტრაბანდის სახით.

„რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ რუსეთში ორი მილიონი დოლარის პომიდორი შეიტანა, წინა წლებში კი მისი მოცულობა 350 ათას დოლარს არ აღემატებოდა, თუმცა, ექსპერტების თქმით, ოფიციალური ციფრები არაფერს ნიშნავს, რამდენადაც შეტანა კონტრაბანდული გზით ხდება: „არსებობს ეჭვი, რომ საქართველო რუსეთში თურქული პომიდვრების კონტრაბანდას ეწევა“, - ამბობს რუსეთის ბოსტნეულის მწარმოებლების ეროვნული კავშირის პრეზიდენტი სერგეი კოროლიოვი, - „იმპორტის ზრდის დინამიკა შესამჩნევია, მაგრამ ამის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია“.

საქართველო, რუსეთის გარდა, პომიდორს არავის არ აწვდის. ეს დასტურდება ამ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებითაც, მაგრამ თურქულია თუ ქართული ტომატები, გაურკვეველია. „ოფიციალურად, რეექსპორტის ფაქტები ჩვენ არ დაგვიფიქსირებია, - ამბობს „როსსელხოზნადზორის“ პრეს-მდივანი იულია მელანო, - ამის დადასტურება საკმაოდ ძნელია. საერთოდ, თუ დოკუმენტები წესრიგშია, მაგრამ შესამჩნევია, რომ ტვირთი მეორედაა შეფუთული, მაშინ შემოწმება მტვრის მიხედვით წარმოებს. თუმცა, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი კონტროლი შეუძლებელია - თურქულ პომიდვრებს ქართულისაგან (აზერბაიჯანულისაგანაც) მტვირის მიხედვით ვერ გაარჩევ“.

საერთოდ, რუსეთი თანდათან ზღუდავს ტომატების იმპორტს: თუ 2014 წელს ერთი მილიარდი დოლარის იქნა შემოტანილი, 2016 წელს - მხოლოდ 490 მილიონისა. ძირითადად მაროკოდან, ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან. თურქული პომიდვრების იმპორტი კი 2016 წლის პირველი იანვრიდანაა აკრძალული. შესაბამისად, თურქი მწარმოებლები ძალიან ზარალდებიან, ისინი ვერაფრით შერიგებიან რუსული ბაზრიდან წასვლას. ანკარა ცდილობს რუსეთზე გავლენა მოახდინოს და ამიტომაც, რუსი მწარმოებლების დაზარალების მიზნით, გააუქმა რუსული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირას ზეთის უბაჟოდ შეტანა თურქეთში. ამი მიუხედავად, მოსკოვი ანკარის მოთხოვნას არ ეთანხმება: თურქული პომიდვრის შეტანა რომ განახლდეს, ამით ის რუსი მეტომატეები დაზარალდებიან, რომლებმაც თურქული პროდუქცია ჩაანაცვლეს, ისინი კონკურენციას ვერ გაუწევენ იაფ თურქულ პომიდორს“, - ნათქვამია სტატიაში.

http://izvestia.ru/news/674416


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა