logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL» (აშშ): ნატო-საქართველო-კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმები
«RFE//RL» (აშშ): ნატო-საქართველო-კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმები
11:43 31.03.2017
თბილისმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 200-მდე ექსპერტი. ეს არის ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული გეგმების იმგვარად შერწყმას, რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს თანამშრომლობა როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც თბილისში მოიყარეს თავი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ ყველა მიმართულებაზე მსჯელობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოსთვის უელსის სამიტზე (2014 წელს) მინიჭებული „არსებითი პაკეტი“ 15 მიმართულებას მოიცავს. ესენია: „შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ლოგისტიკა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB), სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები, კონტრმობილურობა, საზღვაო უსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კრიზისების მენეჯმენტი და ოპერაციული დაგეგმარება“.

როგორც ნატოს შტაბბინის წარმომადგენელმა შტეფან ელგერსმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საბოლოო მიზანია საქართველოს გაწევრიანება ნატოში, თუმცა მანამდე აუცილებელია შესაბამისი მომზადება და მხარდაჭერის გაგრძელება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის მიმართულებით, რასაც ითვალისწინებს კიდეც „არსებითი პაკეტი“. ელგერსის თქმით, გაზრდილი მხარდაჭერა გაზრდილ საჭიროებებს წარმოშობს და აუცილებელია რესურსების მოძიება თანამშრომლობის ყველა ფორმატში.

მოძიებული რესურსების შედეგიანად და ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმაც, როდესაც ის თბილისში მიმდინარე ნატო-საქართველოს წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის მიზნებზე ლაპარაკობდა:

„ღონისძიების ძირითადი დანიშნულება, ამოცანა და მიზანი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული, მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია; ასევე მორგება საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებზე, ფოკუსირება ძირითად პრიორიტეტებზე, აღმოფხვრა ნებისმიერი ხასიათის დუბლირების“.

ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ ექსპერტებიც. როგორც პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმის გამო, რომ, კონსენსუსის აუცილებლობის გათვალისწინებით, ნატოში ხშირად ფერხდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, ალტერნატიული ეფექტიანი გზების გამონახვის შესაძლებლობას სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი იძლევა:

„ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩემი აზრით, უფრო შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება და, ბუნებრივია, ნატოს წევრ თითოეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარება სამხედრო-პოლიტიკურ თუ სხვა სფეროებში, თავის მხრივ, დადებითად აისახება მთლიანად საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე... განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს წამყვან სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. ვგულისხმობ: ამერიკის შეერთებულ შტატებს, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს ასევე, თუნდაც იგივე თურქეთს ასევე და ასე შემდეგ“.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ სინქრონიზაციისადმი მიძღვნილ შეხვედრას დადებითად აფასებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და ის ამ ღონისძიებას ალიანსთან საქართველოს დაახლოების გზაზე გადადგმულ ქმედით ნაბიჯად მიიჩნევს. ამასთან, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება „არსებითი პაკეტის“ მოთხოვნათა შესაბამისად დაარსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი:

„რაც უფრო მეტი იქნება მოძრაობა, მეტი იქნება მოქმედება და მეტი იქნება წვრთნები და სწავლებები, მით უფრო გამოჩნდება ამ ცენტრის პრაქტიკული მნიშვნელობა. მთავარია, რომ ხშირი იყოს ასეთი სწავლებები, წვრთნები სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ფორმატით და, რაც მთავარია, ამაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შეიარაღებული ძალების რაც შეიძლება მეტმა დანაყოფმა... რადგანაც არმია, რომელიც გადის მუდმივ მომზადებას, ეს არის უკეთესი მისი პირადი შემადგენლობისთვის, ვიდრე მხოლოდ ყაზარმებში ყოფნა. ეს აამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას“.

თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობის შემდეგ, სემინარის მონაწილეები 30 მარტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრებიან და სამდღიანი ღონისძიების შედეგებს სწორედ იქ შეაჯამებენ. ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 2015 წლის 27 აგვისტოს გაიხსნა და მას შემდეგ ორი მასშტაბური წვრთნა ჩატარდა. ცენტრის გახსნაში თავად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონაწილეობდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა