ბრიტანული «BBC»-ს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს მოქალაქეებისათვის
ევროკავშირში მოგზაურობასთან დაკავშირებული მოვლენები - ვიზალიბერალიზების ძალაში შესვლის ფაქტი, პოლიტიკოსთა განცხადებები, კომენტარები და ა.შ. მასალაში განმარტებულია, თუ ვის შეუძლია „უვიზო რეჟიმით“ სარგებლობა, ევროკავშირის რომელ ქვეყნებში, როგორი ჯარიმა და სასჯელი დაეკისრება მოქალაქეს, რომელიც დადგენილ წესებს დაარღვევს...
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს მასალიდან:
„თბილისში აღნიშნავენ, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობა სეპარატისტულ აფხაზეთისა და სამხ.ოსეთის მოსახლეობასაც შეუძლია, მაგრამ ამ ორი რეგიონის დე-ფაქტო მთავრობებმა უარი თქვეს თბილისის წინადადებაზე და განაცხადეს, რომ ვიზალიბერალიზება მხოლოდ საქართველოს ეხება და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე არ ვცელდება.
საქართველოს ტურისტული სააგენტოების მონაცემებით, ვიზების გაუქმებამ ევროპულ ტურებზე მოთხოვნათა რაოდენობის ზრდა გამოიწვია და ეს ავიაბილეთების ფასზეც აისახა. აი, რას ამბობს ტურსააგენტო Love Travel-ის მენეჯერი სოფიო ხითარიშვილი: „მოთხოვნები დაახლოებით 35%-ით გაიზარდა და, ალბათ, მომავალშიც მოიმატებს. ამასთანავე, გაიზარდა ფასები ავიაბილეთებზეც, თითქმის 40%-ით“.
ზოგიერთი ქართველის თმით, მათ შეუძლიათ შედარებით უფრო იაფი ბილეთები შეიძინონ - ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც, რადგან უვიზო რეჟიმი ამის საშუალებას იძლევა და საკონსულო მომსახურების ბიუროკრატიული რეჟიმი წარსულს ჩაბარდა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელბიც ვიზების გაუქმებას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ პასპორტში ვიზით წასვლა უფრო საიმედო და უსაფრთხო იყო, ახლა კი ვინ იცის, შეიძლება საზღვრიდან უკან დაგაბრუნონო.
ყველაზე პოპულარული მარშრუტი ქართველებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია, რადგანაც იქ წასასვლელად ავიაბილეთები შედარებით იაფია, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ევროპაში მოგზაურობა, მაღალი ფასებისა და მომსახურების სიძვირის გამო, ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელი სიამოვნებაა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ყოველთვიური შემოსავალი 2015 წელს 116 დოლარი იყო, ხოლო ოჯახის საშუალო შემოსავალი - თვეში 419 დოლარი.
არის თუ არა მიგრაციის მატების რისკი? ბუნებრივია, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მიგრაციის მატების რისკებს ზრდის და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოს ძებნის მიზნით გამოიყენოს. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეებისათვის ახსნა-განმარტებას ეწევა, რათა მათ იცოდნენ, თუ რა ელოდებათ შენგენის ზონაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში.
დაეხმარება თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროინტეგრირების გაღრმავებაში? ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზება შეასუსტებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და გაზრდის პროდასავლელთა რაოდენობას. უვიზო რეჟიმი ხომ კონკრეტული და ხელშესახები ფაქტია, რომელიც საკუთარ თავზე შეიძლება იგრძნო“.
http://www.bbc.com/russian/features-39417164

















