logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ევროპაში უვიზოდ
«Radio Voice of America» (აშშ): ევროპაში უვიზოდ
11:00 29.03.2017
საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიულ დღეს - 28 მარტს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ავიარესი, ვარშავის ფრიდერიკ შოპენის სახელობის აეროპორტის მიმართულებით განხორციელდა. თითქმის ოთხსაათიანი ფრენის შემდეგ, პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა, პოლონეთის დედაქალაქში პირველი ქართველი მგზავრები ჩაიყვანა. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ, მხოლოდ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის გამოყენებით შევიდნენ. ამ რეისის შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით კიდევ რამდენიმე გაფრენა შესრულდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან, უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მგზავრები ბუდაპეშტის, სალონიკისა და ლარნაკას მიმართულებით გადაიყვანა.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებით ერთ-ერთმა პირველმა ისარგებლა საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, მეცნიერებთან, მეწარმეებთან და სტუდენტებთან ერთად ჯერ ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში ჩაფრიდნენ.

საბერძნეთის სახელმწიფო საზღვრის უვიზოდ გადაკვეთის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კერძოდ, ბრძანა: „ჩვენ ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში. ეს დაბრუნება, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, არის მხოლოდ მომზადება იმისთვის, რომ რიგითმა ქართველმა - სტუდენტმა, ჟურნალისტმა, ბიზნესმენმა, უბრალო მოქალაქემ ევროპის სიახლოვე იგრძნოს. იაფი მოგზაურობა, კარგი სატრასპორტო კავშირები, დღეიდან კი უკვე უვიზო მიმოსვლა - ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცემს საშუალებას რომ ევროპაში მოგზაურობა, ევროპელებთან მეგობრობა და ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხადოთ“.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დაამთხვია ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ლატვიის პრეზიდენტმა. მწვანეთა პარტიის წევრი რაიმონდს ვეიონისი, რომელიც სეიმმა 2015 წელს აირჩია პრეზიდენტად, თბილისში მისი ქართველი კოლეგის - გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. ლატვია ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად აქტიურად ლობირებდა საქართელოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. 2017 წლის თებერვალში, ევროპარლამენტში ისტორიული კენჭისყრის დროს, რვავე პარლამენტარმა ლატვიიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ისევე როგორც ევროპარლამენტარებმა ესტონეთიდან და ლიტვიდან.

ლატვიის პრეზიდენტმა თბილისში აღნიშნა, რომ „უვიზო მიმოსვლა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვებს ევროპასთან“. საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება სპეციალური მიმართვით ასევე მიულოცა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ: „დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველები იწყებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ეს ყოველივე ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ, რეგიონისთვის სამაგალითოა. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით“

2017 წლის 28 მარტამდე, საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 73 ქვეყანაში შეეძლოთ უვიზოდ შესვლა, მათ შორის, ევროპის ქვეყანა მხოლოდ შვიდი იყო. დღეიდან კი ამ ჩამონათვალს - ევროკავშირის 22 წევრი, 4 - არაწევრი და შენგენის ზონის - 4 კანდიდატი სახელმწიფო დაემატა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა