logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«kommersant»(რუსეთი): „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას თვით ცხინვალელი ექსპერტებიც განუხორციელებელ იდეად მიიჩნევენ
«kommersant»(რუსეთი): „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას თვით ცხინვალელი ექსპერტებიც განუხორციელებელ იდეად მიიჩნევენ
11:36 28.03.2017
რუსულ გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ წინასაარჩევნო კამპანია, სადაც 9 აპრილს „პრეზიდენტის არჩევნები“ და „რეფერენდუმი“ უნდა გაიმართოს სახელწოდების შეცვლის თაობაზე („სამხრეთ ოსეთი - ალანეთი“). პუბლიკაციაში ვრცლად არის საუბარი ცხინვალში მიმდინარე იმ აქციის თაობაზე, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა მიერაა მოწყობილი (მას კვლავ სურს „რესპუბლიკის მეთაურობა“). აღწერილია ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ არჩევნებისა და რეწფერენდუმის წინ სუფევს (ავტორი - ნატალია კორჩენკოვა).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

„სამხრეთ ოსეთი უკვე მესამე ათეული წელია გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსით ცხოვრობს: მისი დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ სამმა სახელმწიფომ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა - ნაურუმ და ტუვალუმ აღიარეს. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ ვენესუელასა და ნიკარაგუაში ელჩებიც კი ჰყავს დანიშნული, მაგრამ ერთგვარი პარადოქსია, რომ ელჩები და საელჩოები, ფულის ეკონომიის მიზნით, ცხინვალში საქმიანობენ“, - აღნიშნავს ავტორი, რომელიც მკითხველის ყურადღებას „რესპუბლიკის“ სახელწოდების გადარქმევაზეც მიაპყრობს და წერს, რომ მოქმედი „პრეზიდენტის“ ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებამ სამხრეთ ოსეთისათვის „ალანეთის“ დარქმევაზე ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოსები თავს ალანეთის ადრეფეოდალური სახელმწიფოს მემკვიდრეებად მიიჩნევენ, მაგრამ იმავდროულად ალანებს თავიანთ წინაპრებად ინგუშებიც თვლიან. ვლადიკავკაზი ინგუშების პოზიციას მიუღებლად თვლის. ოსი მეცნიერების აზრით, ალანები ის ოსები არიან, რომლებიც კავკასიის ქედის ორივე მხარეზე - ჩრდილოეთით და სამხრეთით ცხოვრობენ.

ლეონიდ თიბილოვის საბოლოო მიზანს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ორი ოსეთის გაერთიანება წარმოადგენს, თუმცა „კომერსანტის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ცხინვალელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან: რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „რესპუბლიკის“ შესვლის საკითხი ამ ეტაპზე განუხორციელებელია: მოსკოვს ამჟამად არ სურს ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი დაძაბულობის კერის შექმნა და არც დასავლეთის სანქციების დამატება. სამხრეთ ოსეთი, პრინციპში, ისედაც თითქმის ყველა რუსული სოციალ-ეკონომიკური სიკეთით სარგებლობს, ამას წინათ კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებაც მოხდა.

პუბლიკაციის დასასრულს მკითხველი ეცნობა იმ გახმაურებული სკანდალების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში“ მოხდა 2008 წლის შემდეგ, რუსეთიდან გადმორიცხული საბიუჯეტო თანხების განიავებასთან დაკავშირებით. ასევე გამოქვეყნებულია ქრონიკა სათაურით „როგორ მიდიოდა სამხრეთ ოსეთი 1990 წლიდან დამოუკიდებლობისაკენ“.

http://www.kommersant.ru/doc/3254177


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა