logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ)-ნატო საქართველოს: „მართალია, ხუთოსანი ხარ, მაგრამ მოიცადე, ახლა პრობლემის დამატება არ გვსურს“
«Radio Voice of America» (აშშ)-ნატო საქართველოს: „მართალია, ხუთოსანი ხარ, მაგრამ მოიცადე, ახლა პრობლემის დამატება არ გვსურს“
11:49 27.03.2017
„საქართველო NATO-ს ხუთოსანი მოსწავლეა“, - ხშირად ასე აფასებენ საქართველოს კონტრიბუციას ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის მიმართ და თბილისის მიერ თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსის შიგნით თავდაცვისუნარიანობის შესახებ დებატები განახლდა. ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ამერიკის როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში. პრეზიდენტმა ტრამპმა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ალიანსს „მოძველებული“ უწოდა და ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ევროპული პარტნიორებისგან მოელის ალიანსში ფინანსური კონტრიბუციის გაზრდას.
მიუხედავად ალიანსის მიმართ არსებული კრიტიკისა, რომ მან დაკარგა თავისი თავდაპირველი მიზანი, ნატო გლობალური უსაფრთხოების დამცველია და ცივი ომის დასრულების შემდეგ გვევლინება, როგორც ეფექტური საერთაშორისო მოთამაშე. დღეისათვის, საქართველო NATO-ს საწვრთნელ ცენტრს მასპინძლობს და განაგრძობს ყოველწლიური გეგმის შესრულებას. ალიანსმა, ვარშავის 2016 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი“ - ძალაშია. თუმცა, უკანასკნელ რამდენიმე წელს, საქართველოსა და NATO-ს შორის გარდამტეხი ცვლილებები არ მოუტანია.
„NATO-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. კითხვა მდგომარეობს იმაში, დასავლეთი გააკეთებს თუ არა არჩევანს. მე ვფიქრობ, ბევრი რამე დამოკიდებულია ამერიკის ადმინისტრაციაზე და ვაშინგტონის პოზიციაზე... ვფიქრობ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ეს საკითხი გვერდით გადადო და არ სურდა ამის წინ წაწევა. თუ ახალი ადმინისტრაცია სერიოზულად უდგება ევროპის დაცვას და საკუთარ თავდაცვას, სამხრეთ კავკასია ამის კრიტიკული ნაწილია. ევროპის თავდაცვის ხაზი გადის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაზე, ეს ერთიან ჭრილში უნდა განიხილებოდეს. ჩვენ თუ ასე არ შევხედავთ საკითხს, ჩვენი გადაწყვეტილებები არ იქნება ერთიანი“, - ამბობს მარგარიტა ასენოვა ჯეიმსთაუნის ფონდიდან, ვაშინგტონში ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ამერიკას, რუსეთსა და რეგიონულ უსაფრთხოებას შეეხებოდა.
2008 წელს ჩატარებული პლებისციტით, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტმა მხარი დაუჭირა ალიანსში გაწევრიანებს. 2016 წლის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით კი (დეკემბერი, 2016) საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტი ემხრობა ამ ორგანიზაციაში წევრობას. საზოგადოების მხარდაჭერის და საქართველოს დასავლური არჩევანის უალტერნატივობის გათვალისწინებით, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია. თუმცა, ის ცდილობს ზეწოლის განხორციელებას სხვა მეთოდებით, მათ შორის პრო-რუსული ჯგუფების დაფინანსებით, ეკონომიკური მანიპულაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით.
„რუსეთს საქართველოზე აღარ აქვს პოლიტიკური ზეწოლის საშუალება. თუმცა აქვს სამხედრო ბერკეტები, ის საქართველოს სამხედრო ვაკუუმში ამყოფებს, იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს არ აქვს თავის დაცვის საშუალება. რუსეთს ასევე აქვს სხვა ტიპის ბერკეტები, როგორიცაა პრო-რუსული ორგანიზაციები საქართველოს შიგნით, პრო-რუსული ლობი, რომელსაც მოსკოვი უხდის ფულს, მათი ნაწილი ცდილობს საქართველოს ეროვნული იდენტობით მანიპულაციას და აცხადებს, რომ ის დასავლურ ღირებულებებთან არათავსებადია. ეს კულტურული ბერკეტის ფორმაა. რუსეთს ასევე აქვს სავაჭრო ბერკეტები იმ კუთხით, რომ მას შეუძლია გაუხსნას ბაზარი ქართულ პროდუქციას, რაც ჩემი აზრით, მახეა“, - აცხადებს ვლადიმერ სოკორი, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის უფროსი მკვლევარი.
იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯერ ისევ ბუნდოვანია, რუსეთი აგრძელებს რეგიონში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას. ცოტა ხსნის წინ, მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯარების საკუთარ ჯარებში ინკორპორაცია მოახდინა და აფხაზეთში S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა განათავსა. ვაშინგტონში ექპერტების ნაწილი კრემლის ამ ნაბიჯს დე ფაქტო ანექსიად აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა ვაშინგტონმა მკაცრად უპასუხოს რუსეთის მსგავს ქმედებებს.
“რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის სარდლობაში ინტეგრაცია ჩემი აზრით ანექსირებას უდრის. არმიის ანექსირებით ტერიტორიის ანექსიაც ხდება. საქართველოს შეშფოთება გასაგებია. დასავლეთში ეს პროცესი უფრო კარგად უნდა ესმოდეთ და უფრო მეტ მხარდაჭერას უნდა აჩვენებდნენ, ვინაიდან ჩვენ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ რუსეთი გავაფრთხილოთ, ჩავერთოთ და შევაჩეროთ ეს პროცესი“, - ამბობს მარგარიტა ასენოვა.
რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავდაცვისუნარიანობის შერყევა და მისი ერთიანობის ძირის გამოთხრაა. მოსკოვი NATO-ს საზღვარზე პომპეზურ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ატარებს, პროვოკაციულად არღვევს მოკავშირეთა საჰაერო სივრცეს და გამუდმებით უმეორებს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება კრემლისთვის წითელი ხაზია. თუმცა, დასავლეთში ფიქრობენ, რომ მესამე ძალას [მოსკოვს] არ უნდა ქონდეს უფლება ვეტო დაადოს ალიანსის გადაწყვეტილებას. მათი თქმით, „ღია კარის პოლიტიკის“ ერთგულება საუკეთესო საშუალებაა მოსკოვის რევანშისტული მისწრაფებების შესაკვეცად.
„რუსეთს სურს იყოს დომინანტური ძალა სამხრეთ კავკასიაში. ის საქართველოს კასტრირებას ცდილობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით და იმის მუქარით, რომ სხვა ნაწილებსაც წაიღებს... საქართველო თავს გრძნობს უფრო და უფრო განეიტრალებულად. ის NATO-სთან ისე ახლოს აღარ არის, როგორც 4 წლის წინ ან 8 წლის წინ იყო... ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს დანაწევრებაზე, ან ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებაზე“, - ამბობს იანუშ ბუგაისკი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი.
NATO-ს გაფართოების პოლიტიკის მომავალი, დიდწილად, ალიანსის მიმართ ამერიკის პოლიტიკას უკავშირდება ვინაიდან, ალიანსის მთავარი თავდაცვითი ტვირთი ვაშინგტონზეა. დღეს, ალიანსის ერთიანი თავდაცვის 73% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. ამერიკის ჩართულობის შენარჩუნების იმედს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაცვის მდივნის არჩევანი ტოვებს. ჯიმ მატისი გამოირჩევა თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხების ხისტი ხედვით.
ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული, NATO განაგრძობს გაფართოებას. ალიანსმა ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან პირველად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიიღო, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ მონტენეგრო იქნა მიწვეული ბრიუსელის მიერ. საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ნაკლები ენთუზიაზმით მიუდგა, ვიდრე მისი წინამორბედი, რამაც საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა განაპირობა. როგორი იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, ეს ჯერ უცნობია. გაფართოებაზე საუბრისას, დღეს, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ალიანსმა უნდა გადახედოს გაფართოების მოდელს და ახალი ალტერნატივა შესთავაზოს ასპირანტ ქვეყნებს.
„NATO-მ უნდა შეცვალოს გაფართოების მოდელი და მიიღოს ახალი მოდელი, რომელიც გააერთიანებს საქართველოსა და უკრაინას, როცა საჭირო არ იქნება NATO-ს ყველა წევრის თანხმობა და ყველა წევრის სამუშაო ჩართულობა, არამედ ეს პროცესი მხოლოდ იმ ქვეყნებს გააერთიანებს, რომლებსაც წევრობის სურვილი ექნებათ. მე ასე ვხედავ NATO-ს გაფართოებას-ქვეყნების ჯგუფის გაერთიანებას ალიანსის შიგნით მათი სურვილის მიხედვით და ამერიკის ლიდერობით“, - განაცხადა ვლადიმერ სოკორმა, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის მკვლევარმა.
ბრიუსელი იმეორებს, რომ „ღია კარის პოლიტიკის“ შეცვლას ალიანსი არ აპირებს, თუმცა ვაშინგტონში, ამერიკას და ევროპელ პარტნიორებს აფრთხილებენ, რომ ალიანსი არ უნდა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მისი კარი „თეორიულად ღია და პრაქტიკულად დახურული“ იქნება.

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-nato-us-russia-security/3781414.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა