logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თომას დევაალი: ასე ატარებდნენ ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია მარტოსულ და გაყინულ საღამოებს
თომას დევაალი: ასე ატარებდნენ ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია მარტოსულ და გაყინულ საღამოებს
11:44 26.03.2017
თომას დევაალის ინტერვიუების ნაკრები კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოთავსდება. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჰარიმანის ინსტიტუტის ინიციატივით კოლუმბიის უნივერსიტეტში შედგა, სადაც თომას დევაალმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში წარმოქმნილი კონფლიქტების გაშუქების პროცესში მის მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალების თაობაზე ისაუბრა. ავტორმა და კავკასიის საკითხების ექსპერტმა თავად გამოთქვა სურვილი მის მიერ შექმნილი არქივი კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის გადაეცა.

როგორ შეიქმნა დასავლელი ჟურნალისტის მიერ ფასდაუდებელი ისტორიული არქივი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მთიან ყარაბაღსა და ჩეჩნეთში წარმოქმნილი ომების შესახებ. დღეს ის მვლევარია, თუმცა მაშინ, როდესაც ჩეჩნეთში და ყარაბაღში საომარი მოქმედებები დაიწყო, ის იყო ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი დასავლეთიდან, რომელიც კავკასიის ცხელი ადგილებიდან მსოფლიოს ექსკლუზიურ მასალებს აწვდიდა. მკვლევარი ამბობს, რომ მთავარი ხალხთან საუბარი იყო, მათი მოსმენა, მთავარ ინფორმაციას ის სწორედ მათგან ღებულობდა.

„მოპოვებული ინფორმაციის მხოლოდ 5% ხვდება გაზეთსა თუ ტელევიზიაში, დანარჩენი მასალა ავტორისაა და ის უნდა შეინახოს“, - ამბობს თომას დევაალი, რომელმაც კავკასიის საკითხების კვლევას ოთხი წიგნი და არაერთი სტატია მიუძღვნა. დასავლელი ჟურნალისტი ჩეჩნეთისა და ყარაბაღის მოვლენების გაშუქების დროს ხშირად ოფიციალურ პირებთან ერთად არაფორმალურ გარემოშიც ხვდებოდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში საკუთარი არქივის გახსნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მან დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ისტორია და ჯოჰარ დუდაევის გატაცება გაიხსენა: „ყოველ საღამოს ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი ერთად ბილიარდს თამაშობდნენ. ჯოჰარ დუდაევი ყოველდღე იგებდა, ზვიად გამსახურდია კი უილიამ შექსპირის ტრაგედიის ქართველი გმირივით იყო. მარტოსულ და გაყინულ საღამოებს ეს ორი პრეზიდენტი ასე ატარებდა“, - ამბობს თომას დევაალი.

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი სატელიტურ ტელეფონზე საუბრის დროს ააფეთქეს, საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებზე კი კვლევა ჯერაც არ დასრულებულა. მოკლეს ჩეჩნეთის მეორე ლიდერი ასლან მასხადოვიც, რომელსაც თომას დე ვაალმა ინტერვიუ ბორის ელცინთან დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტყეში ჩამოართვა.

„ძირითადი, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეების მხრიდან და რუსეთის ხელისუფლების წრეებისგან აღებული ინტერვიუების შემდეგ დასკვნის საშუალებას მაძლებს არის ის, რომ არეულობა რეგიონში არ იყო უშუალოდ კრემლის პოლიტიკა, არამედ კრემლში არსებულ იმ ადამიანთა ჯგუფის, რომელიც ბორის ელცინის წარმატებული რებრენდინგით იყო დაინტერესებული. ჩეჩნეთის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მითუმეტეს შედეგი - ათასობით მსხვერპლი და ჰუმანიტარული პრობლემების კვალდაკვალ ჩეჩნეთის საკითხის გამო ბორის ელცინის რუსეთის ავტორიტეტის შერყევა დასავლეთში და მძაფრი კრიტიკა დემოკრატიული რუსეთის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ყარაბაღის კონფლიქტი სხვა მოვლენაა. სუმგაითში დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ბრძოლებში გადაიზარდა. ეს იყო ერთგვარი ნიშანი, რომ იმპერიული ძალაუფლება ძალას და გორბაჩოვი კონტროლს კარგავდა. სუმგაითის შემთხვევა საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნას წინ უძღოდა. ამდენად, სუმგაიტის მოვლენებმა სხვა რესპუბლიკებში არსებული მოთხოვნები კიდევ უფრო გაამწვავა“, - ამბობს ექსპერტი.

თომას დევაალი 90-იან წლებში "BBC-ში" მუშაობდა, შემდეგ იყო "Moscow Times " და "The Times". კოლუმბიის, ჰარიმანის ინსტიტუტი წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ქული თომას დევაალის არქივს მნიშვნელოვან შენაძენს უწოდებს კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის, სადაც მომავალი კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები და სამართლის სპეციალისტების სწავლობენ.


http://www.amerikiskhma.com/a/thom-dewaal-in-ny/3746759.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა