logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Deutsche Welle» (გერმანია):ესპანეთში ბინის მძარცველთა 60% ქართველები არიან; რატომ ებრალებათ ესპანელებს ქართველი ქურდები?
«Deutsche Welle» (გერმანია):ესპანეთში ბინის მძარცველთა 60% ქართველები არიან; რატომ ებრალებათ ესპანელებს ქართველი ქურდები?
17:26 25.03.2017
გერმანის რადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში განხილულია ბოლო დროს ესპანეთში ქართველი ქურდების დაკავების ფაქტები, საუბარია მათი კრიმინალური საქმიანობის მიზეზებზე - რატომ ქურდობენ, ვინ აიძულათ, როგორ ცხოვრობენ და ა.შ. რადიოს კორესპონდენტი ვიქტორ ჩარეცკი მადრიდში ყოფნის დროს ერთ-ერთ ქართველ ინკოგნიტო ქურდსაც შეხვდა, რომელმაც ბევრი რამ უამბო თავისი რთული ესპანური ცხოვრებიდან.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:
„მარტის შუა რიცხვებში ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია 48 ქართველი ქურდის დაკავების თაობაზე, რომელთა ასაკი 20-დან 35 წლამდეა. საქმე ეხება ბოლო 9 თვის განმავლობაში მესამედ ჩატარებულ ოპერაციას „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ, კოდური სახელწოდებით «Aikon». ყველას ბრალად აქვს წაყენებული ბინების ძარცვა. ეს დანაშაული, ესპანეთის კანონებით, მძიმე სამართალდარღვევად არ ითვლება, ამიტომაც ბევრი ეჭვმიტანილი სასამართლომდე დროებით გაათავისუფლეს, თუმცა, რადგანაც სხვა საარსებო წყარო არ აქვთ, ზოგიერთმამათგანმა ისევ ქურდობას მიჰყო ხელი.
კორესპონდენტი ესაუბრება ახალგაზრდა გიორგის, რომლიც ოთახში ოთხ ქართველთან ერთად ცხოვრობს. რადგანაც მისმა თანამემემულეებმა არც რუსული და არც ესპანური ენა არ იციან, მათ ნაცვლად გიორგი ლაპარაკობს დამტვრეული რუსულ-ესპანურით. ქართველები მადრიდის ძველი შენობის ერთ ოთახში ცხოვრობენ, რომელიც მათ „ხაზეინმა“ დაუქირავა. მათ გვერდით ოთახებშიც ასევე ქართველები არიან, რომლებიც ასევე „ხაზეინს“ემსახურებიან. „ადრე ჩვენ უფრო მეტნი ვიყავით, მაგრამ ახლა ზოგი ციხეში ზის, ზოგი არალეგალური იმიგრანტების ცენტრში იმყოფებიან’, - ამბობს გიორგი. მას საქართველოდან ესპანეთში წასვლა „ხაზეინის“ ხალხმა შესთავაზა. ვინ არის „ხაზეინი“? გიორგი მის სახელს არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ იგი „ძალიან ავტორიტეტული პიროვნებაა“. „აბა რა მექნა, საქართველოში სამუშაო ვერ ვიპოვე... ფული ვისესხე, დოკუმენტები გავაკეთე და ესპანეთში წამოვედი. დიდი ფული დამიჯდა. დღეს საქართველოში ყველაფერი გაძვირებულია“, თავს იმართლებს გიორგი. მას ვალი მთლიანად ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია: „ცოტა ფულს ვშოულობ... ბინის ქირას გადახდა უნდა, ჭამაც საჭიროა, ცოტას სახლშიც ვაგზავნი... ყველა ასეთ მდგომარეობაში ვართ, ყველას ვიღაცის ვალი აქვს“.
გიორგი და მისი „ზემლიაკების“ ცხოვრების პირობები შესაშური ნამდვილად არ არის: ისინი ყველა ერთად არიან, იატაკზე სძინავთ და მშრალი ულუფით იკვებებიან. „უფროსები“, ანუ ისინი, რომლებიც ესპანეთში უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ და იმავე „ხაზეინის“ სასარგებლოდ „მუშაობენ“, ახლადჩამოსულებს აფრთხილებენ, რომ ქალაქში ტყუილად ნუ გავლენ, რათა ხიფათს არ გადაეყარონ - ირგვლივ ყველგან პოლიცია დგას. „პოლიციამ მეც დამიჭირა, მაგრამ ჯერ-ჯერობით გამომიშვეს. ახლა აღარ ვიცი, რა გავაკეთო“, - გულახდილად ამბობს გიორგი.
რატომ არ აქვს გიორგის ფული? მისი „სპეციალობა“ ხომ კარგი შემოსავლის მომტანი იყო? ესპანეთის პოლიციის მონაცემებით, ბინის მძარცველთა 60% სწორედ ქართველები არიან. მათ ხელში ხვდება ნაძარცვი ნივთები, რომელთა ფასი ასეულ ათასობით ევროს აჭარბებს. ამ კითხვის პასუხად გიორგი მხრებს იჩეჩავს: „რასაც ვიპარავდით, უფროსობას ვაბარებდით... უფროსობა კი ამბობს, რომ ნაძარცვის გასაღება გართულდაო, ხარჯებიც მატულობსო - ბინების გასატეხი ინსტრუმენტები გაძვირდა, თან მათაც ხომ უნდათ რაღაც შემოსავალი“. ასე რომ, გიორგის და მის „ზემლიაკებს“ დღეში მხოლოდ 20-30 ევრო გამოსდით.
კითხვაზე, თუ რატომ არ ცდილობს ნორმალურ ლეგალური სამსახურის პოვნას, გიორგი პასუხობს, რომ თავდაპირველად იგი მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ქურდობა რომ დაიწყო, ძველ სამუშაოზე დაბრუნება არ შეუძლია - იგი ხომ უკვე დანაშაულში ეჭვმიტანილია. თუმცა გიორგის ადვოკატის იმედი აქვს: იქნებ მხოლოდ პირობითი სასჯელი მისცენ და მისი საქართველოში დეპორტაცია არ მოახდინონ.
ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგელი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს, რომ გამომძიებლებს და მოსამართლეებს დაჭერილი ქართველი ქურდები „ხშირად ებრალებათ“ და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ჩადენილმა ძარცვა-ქურდობებმა მადრიდში „საზოგადოების მნიშვნელოვანი შეშფოთება“ გამოიწვია. პოლიციელი განმარტავს, რომ ეს ქურდები, რომელთაგან ბევრი ნარკოტიკებსაც მოიხმარს, „ფაქტიურად დამონებული ადამიანები არიან, რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ“. მათ მაფია შეუბრალებლად უწევს ექსპლოატაციას, თვითონ მაფიოზები კი ჩრდილში რჩებიან. როგორც პოლიციელი აცხადებს ინტერვიუში, ოპერაცია «Aikon»-ის ჩატარებისას მისი კოლეგები ცდილობდნენ მაფიის მთელი სტრუქტურის გამოვლენას, რომელშიც ბინების მძარცველ ქურდებს მხოლოდ ყველაზე დაბალი საფეხური უკავიათ. მაფია ახდენდა ქართველი ახალგაზრდების „დავერბოვკებას“ (გადაბირებას), ჩაჰყავდა ესპანეთში, ქირაობდა ოთახებს კერძო ბინებში, ამარაგებდა ქურდობის ინსტრუმენტებით და ფულით. როგორც პოლიციამ გამოარკვია, ქართველი ქურდების ესპანურ ქსელს ვინმე რომან ჩ. ხელმძღვანელობდა, ხოლო ნაძარცვ ნივთებს მერაბ ტ. ასაღებდა.
„დოიჩე ველეს“ რესპოდენტის თქმით, ესპანეთში დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“, 45 წლის ზვიად დ. ამჟამად იგი დაპატიმრებულია და გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებამდე ზვიად დ. სხვა რიგითი ქურდებისაგან განსხვავებით, უჭირველად ცხოვრობდა მშვენიერ ვილაში, ხშირად იცვლიდა ძვირადღირებულ და პრესტიჟული მარკების ავტომანქანებს, აწყობდა ბანკეტებს რესტორნებში, მისი ცოლი კი მადრიდის ყველაზე ძვირფასი მაღაზიების კლიენტი იყო.
ესპანეთში ქართველი მძარცველების კიდევ ერთი კურატორი, პოლიციის მონაცემებით, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ კახაბერ შ. ესპანეთის სასამართლომ მას 2016 წელს 20-წლიანი ციხე მიუსაჯა, ახლახანს კი, 20 მარტს, მისი პატიმრობის ვადა 15 წლამდე შემცირდა - ადვიკატებმა მოახერხეს იმის დამტკიცება, რომ კახაბერს ცეცხლმსროლელი იარაღი არ ჰქონდაო, მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებაში კი, სხვა დანაშაულთან ერთად, იარაღის უკანონო შენახვაც ფიგურირებდა.
სხვათა შორის, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ქართველი ქურდების „ახალი ხაზეინი“ ესპანეთში ვინმე სპარტაკ ჯ. გახდა, რომელმაც საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა მოიხადა მკვლელობის გამო, თუმცა ესპანეთის პოლიციიისათვის მისი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია“.
p.s. სახლი მადრიდის გარეუბანში, სადაც ქართველი „დომუშნიკები“ ცხოვრობენ.
http://www.dw.com/ru/a-38107866?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა