logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველოს პატრიარქი: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველოს პატრიარქი: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“
16:52 24.03.2017
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, 84 წლის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, თბილისში, „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ოკუპაცია არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“.

„გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ეს ტერიტორია იყოს წართმეული“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

ილია მეორესთან შეხვედრამდე, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ ჯერ გორში განთავსებულ ევროკავშირის მონიტორინგის (EUMM) მისიის ოფისი მოინახულა, შემდეგ კი 12 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ხურვალეთში რუსული ოკუპაციის შედეგი საკუთარი თვალით იხილა.

ილიამ მეორემ მადლობა გადაუხადა „სკანდინავია-ბალტიის რვიანის“ წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს საოკუპაციო ხაზის მონახულების გამო: „20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა დაპყრობილია რუსეთის მიერ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები“.

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანი“ (NB8) წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალურ ფორმატს ბალტიისპირეთის სამ (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) და ხუთ ნორდიკულ (ისლანდია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია) სახელმწიფოს შორის. ეს ფორმატი 1992 წლიდან მოქმედებს, მას შემდეგ რაც ბალტიის ქვეყნები საბჭოთა ოკუპაციისგან საბოლოოდ გათავისუფლდნენ. 2003 წლიდან ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ფორმატი გაფართოვდა. რეგიონური პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, მან მოიცვა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და უსაფრთხოების თემატიკაც. მათ შორის, აშშ, მოლდოვა, უკრაინა, და სამხეთ კავკასია.

საქართველოს პრობლემატიკის გაცნობის მიზნით, „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ფორუმი 2017 წელს სპეციალურად თბილისში შეიკრიბა. ორდღიანი ვიზიტის დროს „NB8“-ის ხუთ ქვეყანას (ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) პარლამენტის თავმჯდომარეები წარმოადგენდნენ, ორს (ფინეთი, ისლანდია) - ვიცე-სპიკერები, ხოლო ერთს (შვედეთი) - ელჩი.

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატმა ეიკი ნესტორმა ხურვალეთში რუსული მავრთულხლართების მონახულების შემდეგ აღნიშნა, მათ გაუმართლათ, რომ NATO-ს წევრები არიან: „ჩვენ ახლა აქ, ხურვალეთში, გეუბნებით რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ჩვენ გვესმის თქვენი. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვართ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები, რაც გვაძლევს უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას. შესაძლოა, ჩვენი ნაბიჯები და გამოცდილება დაგეხმაროთ თქვენც წარმატებისა და მიზნების მიღწევაში. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“.

ევროპული და ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის უკეთ გაცნობის მიზნით ნორდიკულ-ბალტიური რვიანის დელეგაცია, ბოლო ორი დღის მანძილზე, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორს.


http://www.amerikiskhma.com/a/georgia-and-nordic-baltic-cooperation/3778452.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა