logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«TRT-რადიო თურქეთის ხმა»: „მემლექეთზე ფიქრებით“-ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში
«TRT-რადიო თურქეთის ხმა»: „მემლექეთზე ფიქრებით“-ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში
11:16 23.03.2017
რადიოსადგური „თურქეთის ხმა“ აგრძელებს გადაცემათა ციკლს სახელწოდებით „მემლექეთზე ფიქრებით“.

გადაცემის წამყვანი ამჯერად თურქეთში ქართული ენისა და ლიტერატურის მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რადიოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას:

მოგესალმებით. დღეს გვსურს გესაუბროთ თურქეთის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებებზე. ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თურქეთის ოთხ უნივერსიტეტში გახსნილია ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხური. სანამ უშუალოდ შევეხებოდე ამ საკითხს, მინდა აქვე გითხრათ, რომ მასალა მოგვაწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა კაჭარავამ, რომელიც ამჟამად დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორია.

აი, რას გვიამბობს ქალბატონი ნანა კაჭარავა:

„თურქეთის უნივერსიტეტებში მუშაობის ათი წლის მანძილზე ყველა ჩემი მოხსენება, სიტყვა თუ გამოსვლა მთავრდებოდა შემდეგი წინადადებით: თუ საქართველოში 1944 წლიდან არსებობს თურქოლოგიური სკოლა, ისწავლება თურქული ენა, თურქეთში რატომ არ უნდა არსებობდეს ქართველოლოგიური განყოფილება, ცენტრი ან თუნდაც პატარა უჯრედი?

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემი ეს მოთხოვნა ხშირად განპირობებული იყო თვით თურქი მეცნიერების მიერ. ისინი ხშირად თვითონ მახსენებდნენ, რომ გამოსვლების დროს არ გამომრჩენოდა ეს მოთხოვნა. თურქეთში საქართველოს საელჩოს გახსნის დღიდან, დაწყებული პირველი ელჩით აწ განსვენებული ბატონი ნოდარ კომახიძით და მოყოლებული დანარჩენი ელჩებით, ეს მოთხოვნა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. და აი, მრავალწლიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაილახა ბიუროკრატიული აპარატის ყველა საფეხური და პირველად თურქეთ-საქართველოს ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი: 2005 წელს ყარსის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება, ხოლო 2006 სასწავლო წლიდან მან სტუდენტებიც მიიღო. ეს იყო ორივე ქვეყნის დიპლომატიის, მეცნიერებისა და განათლების უდავოდ დიდი წარმატება.

ყარსის კავკასიის სახელობის უნივერსიტეტმა, როგორც რეგიონალურმა უნივერსიტეტმა, იტვირთა „პირველი მერცხლის“ ფუნქცია, პირველმა გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. ამჟამად მათ ოთხივე კურსზე ჰყავთ 60 სტუდენტი. განყოფილებაში მუშაობს სამი პედაგოგი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ხვედელიანი და დოქტორანტ-მასწავლებლები - მაია მესხიძე და სუდან ალთუნი.

არდაჰანის უნივერსიტეტმაც შეიტანა თავის წესდებაში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გახსნა. პედაგოგები არიან ახალციხის უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი, პროფესორი შურედდინ მემედლი, დოცენტი გულნარა გოჯაევა-მემედოვა. ოთხივე კურსზე ჰყავთ 20 სტუდენტი. ოფიციალურად ჰქვიათ არდაჰანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

მათ მეზობელ რიზეს ვილაიეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში 2011 წელს გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილოლოგიის პრივატ-დოცენტი ჰარუნ ჩიმქე. ამ მიმართულებაზე 2015 წლის იანვარში საქართველოდან მოიწვიეს ორი სპეციალისტი - ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაია კიკვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მათ, ჰარუნ ჩიმქესთან ერთად მოამზადეს ოთხწლიანი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სტუდენტების მიღების ნება პირველად 2016 წელს დაერთოთ. ამჟამად იქ რეგისტრირებულია 16 სტუდენტი.

მეოთხე კი დუზჯეს უნივერსიტეტი, რომელიც მუჰაჯირ კავკასიელთა ლოკალური დასახლების რეგიონში მდებარეობს. აქაა თავმოყრილი მუჰაჯირობის დროს გადმოსახლებული ქართველები, ლაზები, აფხაზები, ჩერქეზები, ოსები. გაგიკვირდებათ, მაგრამ დღევანდელ დუზჯეში დაახლოებით 24 ენა ისმის. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ განაპირობა დუზჯეს უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების გახსნა, რომელსაც ორი მიმართულება აქვს: ჩერქეზული ენა და ლიტერატურა და ქართული ენა და ლიტერატურა. ორივე მიმართულება გაიხსნა 2013 წელს და ალბათ, რეგიონის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დამსახურებაა, რომ პირველსავე წელს აღმოჩნდნენ ამ სპეციალობებზე სწავლის მსურველნი. აქ პირველი პედაგოგი გახლდათ ასოც. პროფ.მაკა სალია. შემდეგ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი ჩამოვედი მე, ასოც. პროფ. ნანა კაჭარავა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მარიამ მანჯგალაძე, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის მასწავლებლად გადაინაცვლა. მის შემცვლელად ჩამოვიდა ზუგდიდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ლომაია. 2016 სასწავლო წელს პედაგოგთა რიგს შეემატა თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე ფევზი ჩელები, რომელიც წარმოშობით დუზჯელი ქართველია. დღეს დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებას ოფიციალურად ჰყავს 72 სტუდენტი. წელს გვექნება პირველი გამოშვება. ჩვენი პროფესორ-პედაგოგების ძალისხმევით მომზადდა სამაგისტრო პროგრამაც. ამ პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში დუზჯეს უნივერსიტეტს ქართული ენისა და ლიტ-ის მაგისტრატურის სწავლების საფეხურიც ექნება.

ჩვენი სურვილია მეტი ყურადღება მოგვაქციოს და მეტი მხარდაჭერა გამოიჩინოს ჩვენ მიმართ საქართველოს უნივერსიტეტებმა, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის, ქართული წიგნებით მომარაგებისათვის დიდ მადლობას ვუხდით დიასპორის სამინისტროს, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ გაუქმდა. უღრმესი მადლობა აწ უკვე ყოფილ მინისტრს გელა დუმბაძეს და თურქეთის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ ტარტარაშვილს. ისინი და საქართველოს საელჩო თურქეთში იყვნენ პირველები, ვინც ჩამოგვაკითხა, ჩვენი ამბავი იკითხა, საჭირო ბიბლიოთეკით მოგვამარაგა.

ჩვენთან სტუმრობისა და ჩამოტანილი სახელმძღვანელოებისათვის დიდი მადლობა საქართველოს ელჩს თურქეთში ირაკლი კოპლატაძეს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორს სერგო ვარდოსანიძეს და ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორს ტარიელ ფუტკარაძეს. საჩუქრებისა და წიგნებისათვის დიდი მადლობა ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდან ჩამოსულ პროფესორ-პედაგოგთა დელეგაციებს, დიასპორის სამინისტროს ახალგაზრდა ელჩებს თეონა ვარშალომიძესა და სოფიო წკრიალაშვილს და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თქვენს გადაცემას და რადიო „თურქეთის ხმას“, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი სათქმელი საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვისაც მიგვეწვდინა“.

მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო რადიომსმენელებო.


http://www.trt.net.tr/georgian/programebi/2017/03/20/memlek-et-ze-p-ik-rebit-6-2017-695309

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა