logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას არ აპირებს
«Radio Voice of America» (აშშ): რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას არ აპირებს
11:07 23.03.2017
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან უკვე 10 თვე გავიდა, თუმცა მისი მკვლელი 29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს თავს, ამ დრომდე დაკავებული არ არის. რუსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ჩარჩოებში გამართულ რიგით 44-ე შეხვედრაზეც უარი უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას კანჯი-ოღლის გადმოცემაზე.

2016 წლის დეკემბერში, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2017 წლის 10 მარტს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და მას სასჯელი 14 წლამდე დაუმძიმა.

ფორმალური „სისხლის სამართლის საქმე“ რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ ოკუპირებულ აფხაზეთშიც არის აღძრული, თუმცა „აფხაზური გამოძიება“ ფორმალური „შინაპატიმრობის“ იქეთ აღარ წასულა. როგორც აფხაზური, ისე ქართული წყაროების ცნობით, რაშიდ კანჯი ოღლი თავისუფლად გადაადგილდება ოკუპირებული აფხაზეთის შიგნით და რუსეთის ტერიტორიაზე. 17 მარტიდან, რაშიდ კანჯი-ოღლი უკვე ინტერპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით იძებნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია რაშიდ კანჯი-ოღლი დააპატიმროს და თბილისს გადმოსცეს.

თუმცა, მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯული ჭანტურია მაინც პესიმისტურად არის განწყობილი: „ერთადერთი, რასაც მე ვითხოვ და რაც მინდა არის ის, რომ ეს ადამიანი დაისაჯოს იმ ვადით, რა სასჯელიც მას სასამართლომ კანონიერად გამოუტანა. ეს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეც არის. რაც შეეხება ინტერპოლით ძებნას, არ ვიცი, ასე მგონია, რომ რუსებისთვის ეს გადაწყვეტილება არ იქნება დამაბრკოლებელი. აფხაზებიც რამდენად გაითვალისწინებენ ამას, დააკავებენ თუ არა და გადმოსცემენ ქართულ მხარეს, არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელია“.

ოთხოზორიებს ოჯახს პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს. ინტერპოლის ძებნილთა სიაში 2008 წლიდან არიან სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი „სამხედრო პროკურორი“ ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, სოხუმის „უშიშროების სამსახურის“ წარმომადგენლები - ვახტანგ უბირია და აფრიკან ბგანბა. ამ ადამიანებმა 2001 წელს, ბიჭვინთაში, დედასთან სტუმრად ჩასული, ეთნიკური ქართველი ლევან მამასახლისი ჯერ აწამეს, შემდეგ საქმე „შეუკერეს“ და „ტერორიზმის მუხლით“ ციხეში 12 წლით გაუშვეს. ლევან მამასახლისის გათავისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ მხოლოდ 2007 წლის თებერვალში მოხერხდა.

2008 წლის მარტში კი ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად, ვახტანგ უბირიას და აფრიკან ბგანბას 14-14 წლით, ხოლო ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარალელურად, თბილისის მოთხოვნით, ინტერპოლის ხაზით მათზე ძებნა გამოცხადდა.

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ძებნის სისტემაში მოხვედრის მიუხედავად, ვახტანგ უბირია და აფრიკან ბგანბა მაინც ახერხებენ გადაადგილებას, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ტერიტორიაზე. ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლიმ, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა, მანამდე გვარი გამოიცვალა და ნაჩაჩი გახდა. სიკვდილამდე რუსეთსა და თურქეთში მანაც უპრობლემოდ იმოგზაურა. უცნაურია, მაგრამ ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში ნაჩაჩ-ოღლის გვარი დღემდე ფიგურირებს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ხელისუფლება პრინციპულია გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის მოთხოვნის საკითხში, თუმცა, მისი აზრით, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს: „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის ეს პირი დაისაჯოს, თუმცა ეს არის ძალიან რთული თემა, საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება“.

საქართველოს მოქალაქე 31 წლის გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა საოკუპაციო რეჟიმის „მებაჟეებთან“, რის შემდეგაც ისინი გიგა ოთხოზორიას დაედევნენ, ერთ-ერთმა მათგანმა - რაშიდ კანჯი-ოღლიმ გიგას რამდენჯერმე ესროლა, წაქცეული კი საკონტროლო გასროლით მოკლა. გიგა ოთხოზორია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი იყო. იგი ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-interpol-giga-otkhozoria-murder-case/3776759.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა