logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ორმაგი ვეტო „ფარული მოსმენების კანონის მიმართ“
«Radio Voice of America» (აშშ): ორმაგი ვეტო „ფარული მოსმენების კანონის მიმართ“
12:19 21.03.2017
ე.წ. „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონი კვლავ სადავოდ რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა მიმდინარე წლის 31 მარტამდე კანონის მიღება უნდა უზრუნველყოს, თუმცა არსებულ რედაქციას ყველა კანონმდებელი არ ეთანხმება. პრეზიდენტი კი კვლავ ვეტოს უფლებას იყენებს, რადგან მიაჩნია, რომ ახალი ვარიანტი ძველზე, რომელსაც ვეტო ერთხელ უკვე დაადო, ბევრად უკეთესი არაა. ამ კანონისთვის ეს უკვე მეორე ვეტოა. პირველი ვეტო პარლამენტმა 2014 წელს დაიძლია, მაგრამ შემდგომში საკონსტიტუტციო სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩერა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამწლიანი მუშაობის შემდგომაც კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

სპეციალურ ბრიგინგზე დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ვეტო დაძლევადია და ეს ფაქტორი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მაინც ხედავს ვეტოს მნიშვნელობას ამ კონტექსტში. მისი გამოყენება ესაა მოწოდების ფორმა შეიქმნას უკეთესი კანონები. „მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს. მასში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად ძირითადად გამოიკვეთა ორი ხარვეზი: პირველი - სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე - ესაა კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს““

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აცხადებს: „მოვახერხეთ და შევძელით, საბოლოო ჯამში, მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, მაღალი ლეგიტიმაციის ხელმძღვანელით, ათასგვარი გადაზღვევის მექანიზმით, რომელსაც აღარ მოვყვები ახლა, რადგან საზოგადოებამ ეს ისედაც კარგად იცის, რადგან ბევრი მოისმინა ამის შესახებ, რომელიც ჩაატარებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და ეს ლეგიტიმაციის ხარისხი უზრუნველყოფდა, თანაბრად, უსაფრთხოების გამოწვევებზე სწორ და ადექვატურ პასუხებს. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ უფლებას, ეს საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენოს და ჩვენი მოსახლეობის ამგვარი ინტერესი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დადგეს, არანაირი რისკი აქ არ არის დასაშვები და ვერ დავუშვებთ. სხვათა შორის ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც კი არ არის ისეთი მექანიზმი, რომელიც ამგვარად დაიცავს ადამიანის უფლებებს. ამას პლუს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით მყარი ბერკეტები ამ კანონ–პროქტის მიხედვით, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს“.

პრეზიდენტმა, რომელიც 2012 წელს მმართველმა გუნდმა საკუთარი წიაღიდან წარადგინა და რომელზეც ქართული ოცნება მოკავშირეობის იმედს ამყარებდა, განსხვავებული მიდგომები გამოავლინა მთელი რიგი საკითხების მიმართ. პრეზიდენტი, რომელიც შეზღუდული უფლებამოსილებების ფარგლებში „ფიგურა“ არ უნდა ყოფილიყო, იქცა ფიგურად, იქცა მოთამაშედ. ეს ფაქტორი კი იმდენად გამაღიზიანებელია მმართველი გუნდისთვის, რომ ისედაც შეზღუდული უფლებამოსილებების პრეზიდენტისთვის უფლებების კიდევ უფრო შეკვეცაზე ფიქრობს.

პრეზიდენტის აქტიურობითა და ხასიათის გამოვლენით მივიღეთ თუ არა ბალანსის ახლებური ფორმა სახელისუფლებო შტოებს შორის, ამის შესახებ ჩვენთან ვახუშტი მენაბდემ, კონსიტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ისაუბრა: „ის მომენტი, რომ პრეზიდენტი თავს არ უქნევს ყველაფერზე და არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობას, ცხადია პოზიტიურია. თუმცა ზოგიერთი მისი ნაბიჯი ჩემთვის არის მიუღებელი და მე არ ვფიქრობ, რომ ის სწორად მოქმედებს. თუმცა თუ შევადარებთ პრეზიდენტისა და უმრავლესობის ნაბიჯების არასწორობას, ცხადია, „აქეთ“ უფრო მეტი დარჩება“.

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერას აპირებს. უფრო მეტიც, შესაძლოა კანონი კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში დააბრუნონ ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წაიღონ.


http://www.amerikiskhma.com/a/georgian-president-veto/3774090.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა