logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
« kommersant» (რუსეთი): ვიზალიბერალიზაციის საკითხში საქართველომ უკრაინას აშკარად გადაუსწრო
« kommersant» (რუსეთი): ვიზალიბერალიზაციის საკითხში საქართველომ უკრაინას აშკარად გადაუსწრო
15:01 19.03.2017
„საქართველოს უკვე, პრინციპში, წინ არავითარი ბარიერი აღარ ეღობება - ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა უკვე გამოაქვეყნა ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, რომლის თანახმად, 28 მარტიდან მათ უფლება ექნებათ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების საზღვარი გადალახონ, უკრაინის შესახებ კი ხმის მიცემა ევროკავშირის პროფილურ კომიტეტში დღეს უნდა მოხდეს. თბილისშიც და კიევშიც ზეიმობენ ბრიუსელთან დაახლოებას და ვალდებულობენ, რომ ევროკავშირში მათი ქვეყნებიდან ლტოლვილები არ იქნებიან... თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი ისევ სავიზო გახდება“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორები არიან „კომერსანტის თბილისელი და კიეველი კორესპონდენტები - გიორგი დვალი და იანინა სოკოლოვსკაია.

„რასაკვირველია, ჯერ-ჯერობით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის აბსოლუტურად თავისუფალ შესვლაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ამ მიმართულებით ბრიუსელში მარტის დასაწყისში უკვე ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:
პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირის საბჭომ მოიწონა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება („ვიზალიბერალიზაცია“) საქართველოს მოქალაქეებისათვის: დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, რაც სავიზო რეჟიმის შერბილებისთვის იყო აუცილებელი, ქვეყნის მთავრობისთვის 2013 წელს წარდგენილი ვიზალიბერალიზების სამოქმედო გეგმის შესაბამისად“. ამრიგად, ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველო სრულიად შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა თანახმად, ბიომეტრული პასპორტების მქონე მოქალაქეები მოკლევადიანი ვიზების მიღებისაგან თავისუფლდებიან.

მეორე მომენტი ისაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მოიწონეს ადრე მიღწეული, მაგრამ არაფორმალური შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირს შორის უკრაინისთვის საქართველოს ანალოგიური რეჟიმის მიცემის თაობაზე. პროცედურების გათვალისწინებით, ალბათ, უკრაინის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზება ივნისითვის ამოქმედდება.

აშკარაა, რომ საქართველომ უკრაინას ამ საკითხში გაუსწრო. როგორც იუსტიციის სამინისტროში „კომერსანტს“ აცნობეს, თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებმა, 3,7 მილიონიდან 985 369-მა, ბიომეტრული პასპორტი უკვე მიიღო. მათგან, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში მწასვლას მოისურვებს (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა) მივლინებით, დასასვენებლად, გასართობად თუ სამოგზაუროდ, ან ახლობლების მოსანახულებლად 90 დღის ხანგრძლივობით, მათ ოფიციალური ნებართვა ევროკავშირში შესასვლელად აღარ ჭირდებათ. თუმცა ისინი იქ ყოველ ნახევარ წელიწადში სამ თვეზე მეტი ხნით არ დარჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი იქ ყოფნა მოკლევადიანად აღარ ჩაითვლება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ვიზალიბერალიზება არ ითვალისწინებს სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობას.

როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, უწყების აპარატმა, სხვა სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, „უკვე დაიწყო უპრეცედენტოდ ფართო კამპანია მოსახლეობისათვის უვიზო რეჟიმის არსის განმარტების მიზნით“. „ჩვენ ვრცლად ვუხსნით მოქალაქეებს, თუ რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლის მმსურველებმა“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მან დაამატა, რომ საქართველოს ტელეკომპანიების ეთერში აჩვენებნ ვიდეორგოლს, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეს საზღვრის გადალახვისას თან უნდა ჰქონდეს: ბიომეტრული პასპორტი, ცნობა შემოსავლების შესახებ (ან ნაღდი თანხა, ან საკრედიტო ბარათი), უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთი, სასტუმროს ნომრის ჯავშანი და ტურისტული სამედიცინო დაზღვევა. (...)
იმ დროს, როცა საქართველო და უკრაინა ევროკავშირის მიერ მათ მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს ასრულებდნენ, ძირითად დაბრკოლებას თვით ბრიუსელი ქმნიდა: ევროკავშირის ზოგმა წევრმა-ქვეყანამ პრეტენზია განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზებით ვაითუ ლტოლვილთა ნაკადი გაძლიერდესო და წინადადება წამოაყენეს, ვიზალიბერალიზების შეზღუდვა-შეჩერების მიზნით რაღაც რეგლამენტი შემუშავებულიყო. ასე გაჩნდა შესაბამისი დოკუმენტი - ე.წ. „შეჩერების მექანიზმი“, რომელიც გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა. „შეჩერების მექანიზმის“ თანახმად, ევროკავშირის თითოეულ წევრ უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ადრინდელი სავიზო რეჟიმის დაბრუნება (ანუ საქართველოსა და უკრაინისათვის, ამ შემთხვევაში) - პირველ ეტაპზე ცხრა თვით.
თუმცა მოლდოვას გამოცდილება, რომელმაც ვიზალიბერალიზება 2014 წელს მიიღო, აჩვენებს, რომ ლტოლვილთა ნაკადის სავარაუდო გაზრდისადმი შიშები გადაჭარბებულია: ბიომეტრული პასპორტი ამჟამად მოლდოვას 1,7 მილიონ მოქალაქეს აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულიდან 2016 წლის შემოდგომამდე უვიზო რეჟიმით ისარგებლა 855 ათასმა მოქალაქემ, არალეგალურად კი ევროკავშირში მხოლოდ 10 419 მოქალაქე დარჩა. გარდა მისა, ლტოლვილთა ნაკადის გაზრდას ხელს შეუშლის აგრეთვე საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირის მოთხოვნით მიღებული კანონები მოქალაქეთა „თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ“, რომელთა თანახმად, დისკრიმინაცია იკრძალება. არადა, სწორედ დისკრიმინაცია იყო მოტივი იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფრის მიღებას ითხოვდნენ. ამჯერად თავშესაფრის მიღება უფრო რთული ხდება.
როგორც ვიქტორ დოლიძემ „კომერსანტს“ უთხრა, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპაში უკანონო მიგრაციის რისკები შეამციროს. „მარტის თვეში შესაბამისი სამინისტროები და ორგანიზაციები, მასმედიის საშუალებით, მოსახლეობისათვის ახსნა-განმარტებით პროპაგანდას გააძლიერებენ... ასეთ ძლიერ პროპაგანდას ევროპაში წასვლის მსურველ მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების ახსნა-განმარტებისათვის არცერთი ქვეყანა არ ახორციელებს“, - გვარწმუნებს ვიქტორ დოლიძე, - დაგეგმილია აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში პროპაგანდა... განზრახული მაქვს პირადად შევხვდე მოქალაქეებს, პროცესში ჩართულია არსამთავრობო ორგანიზაციებიც“.


http://kommersant.ru/doc/3236724


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა