logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რელიგია, როგორც „რბილი ძალა“ და პოლიტიკის ინსტრუმენტი სამხრეთ კავკასიაში
«Radio Voice of America» (აშშ): რელიგია, როგორც „რბილი ძალა“ და პოლიტიკის ინსტრუმენტი სამხრეთ კავკასიაში
12:30 17.03.2017
როგორ იყენებენ რელიგიას, როგორც „რბილ ძალას“ რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ და რა ეფექტს ახდენს ეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 18 მკვლევარი ცხრა ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეეცადა: „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNSF) დაფინანსებითა და ფრიბურგის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

მკვლევარებმა თბილისში წარმოდგინეს ნაშრომები, რომელზეც სამწლიანი პროექტის ფარგლებში მუშაობდნენ, მათ შორის - „მართლმადიდებლობა, როგორც რბილი ძალა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში“; „ისლამი და თურქეთის რბილი ძალა აზერბაიაჯანში და ფეთულა გულენის მოძრაობა“; „რელიგია, როგორც ფაქტორი, ქურთული იდენტობის დისკურსში სომხეთსა და თურქეთს შორის“ და „რუსეთის რბილი ძალა, იდეოლოგიასა და პოლიტიკას შორის“.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რეგიონის სამი დიდი მოთამაშისგან მომდინარე „რბილი ძალის“ პოლიტიკას, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში აღქმაც და ეფექტიც განსხვავებული აქვს:

„სომხებისთვის რუსული რბილი ძალა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და მას საფრთხედ არ განიხილავენ, მაშინ როცა საქართველოსთვის ეს პრობლემატური საკითხია. კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს, თუ კი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა პრორუსული მიმართულების დაჯგუფება გამოიკვეთება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არის რუსეთის სახელმწიფოს „რბილი ძალა“, გარკვეული გავლენა საქართველოს ეკლესიაზე, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ყოველთვის ასე არაა. კვლევამაც აჩვენა რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორისაც არის ე.წ „წითელი ხაზები“, რაც ძირითადად ეხება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს, ანუ მათ შორის აბსოლუტური იდილია არ არის“.

სამხრეთ კავკასიაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ და რელიგიურ მიმართულებებზე კონფერენციის ფარგლებში საკუთარი ხედვა წარმოადგინეს: სტამბოლის ცივილიზაციის უნივერსიტეტის პროფესორმა სულეიმან ენიკმა, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა და ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰამიდ კაზემზადემ.

ირანელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ ირანულ რელიგიურ ფონდებს უფრო მეტი კავშირი აქვთ ირანის და ახლო აღმოსავლეთში მოქმედ შიიტურ ორგანიზაციებთან, ვიდრე ირანის მთავრობასთან. ამასთან დაკავშირებით კორნელი კაკაჩია ამბობს: „ირანს შეზღუდული აქვს ჩვენთან რბილი ძალის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. პოტენციურად სულ რამდენიმე რეგიონია, სადაც თეირანს გარკვეული გავლენა გააჩნია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ძირითადად ეს არის ქვემო ქართლის რეგიონი. იქაც საკმაოდ შეზღუდულია იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ძლიერი მეტოქე თურქეთის სახით, რომელიც ასევე ცდილობს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე გარკვეული გავლენა იქონიოს. რაც შეეხება თურქეთის გავლენას, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია ცდილობს იგივე საქართველოში და აზერბაიჯანში ფეხი მოიკიდოს, სომხეთში გასაგები მიზეზებით ამის შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ამ კონტექსტში, ეს თურქმა მკვლევარმაც აღნიშნა, თურქეთის ხელისუფლებას მიაჩნია რომ ფეთულა გულენის მოძრაობა ატარებს აგრესიულ პოლიტიკას და თითქოს, ისინი არიან შეფარული, რადიკალური ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება თურქეთთან ერთად პრობლემა მეზობელ სახელმწიფოებსაც შეუქნას. თუმცა, თუ დავაკვირდებით, საქართველოსა და აზერბაიჯანში ფეთულა გულენის მოძრაობისა და განსაკუთრებით, საგანმანათლებლო ქსელის მუშაობას და მოსახლეობის მხრიდან შეფასებას, აქ სრულიად საწინააღდეგო აზრები გვხდება“.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ინიციატივით, სამწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების ნაწილი, პოლიტიკის დოკუმენტების კრებულის სახით უკვე გამოიცა. სპეციალურად აკადემიური წრეებისთვის კი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობა, ბრიტანული Routledge, 2017 წლის ბოლოს გამოუშვებს წიგნს იმავე სახელმწოდებით - „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ფრიბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ანსგარ იოდიკეს ავტორობით.


http://www.amerikiskhma.com/a/georgia-conference-religion-and-soft-power-in-the-south-caucasus/3767755.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა