logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ng.ru» (რუსეთი): რუსეთს და სომხეთს აღელვებთ ის სიტუაცია, რომელიც მეზობელ საქართველოში ყალიბდება
«ng.ru» (რუსეთი): რუსეთს და სომხეთს აღელვებთ ის სიტუაცია, რომელიც მეზობელ საქართველოში ყალიბდება
12:25 17.03.2017
რუსულ გამოცემა „Независимая газета“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა ერთმანეთის მოძულე სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აქცენტი გაკეთებულია სამხედრო თანამშრომლობაზე, რომელსაც მოსკოვი ერევნისა და ბაქოს მიმართ ახორციელებს (ავტორი - ვლადიმირ მუხინი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი გულუხვად ეხმარება იარაღით ერთმანეთის მტერ სახელმწიფოებს - სომხეთს და აზერბაიჯანს, მოსკოვი ერევანთან და ბაქოსთან სამხედრო თანამშრომლობას აფართოებს. რუსეთი და სომხეთი გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებასაც („ოგვ“) ქმნიან. „რუსეთმა ბოლო დროს სომხეთს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის - „ოდკბ“-ს წევრია, მიაწოდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, ზალპური ცეცხლის სისტემა „სმერჩი“, „ს-300“ ტიპის რაკეტები, „იგლას“ ტიპის კომპლექსები, მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემები, ხელის გრანატმტყორცნები, „ვეფხვის“ ტიპის ჯავშანავტომობილები და ა.შ.

რაც შეეხება აზერბაიჯან-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას: 2010-2014 წლებში მოსკოვმა ბაქოს მიჰყიდა „ს-300“-ის ორი დივიზიონი, „ტოპ-2მ“-ის სარაკეტო ბატარეა, „ტ-90ს“ ტიპის ტანკები, ცეცხლმტყორცნების დივიზიონი, „სმერჩები“, დაახლოებით 100 საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენი და ა.შ.

„ასეთ პირობებში ძნელია წარმოიდგინო, რომ რუსეთი ორიენტირს შეცვლის და მხოლოდ რომელიმე დაპირისპირებულის - სომხეთის ან აზერბაიჯანის მხარეზე დადგება“, - თვლის გენერალ-ლეიტენენტი იური ნეტკაჩევი, რომელიც ადრე, დიდი ხნის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლის მოადგილე იყო: „რუსეთ-სომხეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნა თურქეთის სიახლოვესთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მოსკოვსა და ერევანს, როგორც ჩანს, აღელვებთ ის სიტუაცია, რომელიც მეზობელ საქართველოში ყალიბდება. ამ ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონი სომხებით არის დასახლებული. სეპარატიზმის ნიადაგზე ხდება ხოლმე შეხლა-შემოხლა, კონფლიქტები... თბილისი ნატოსაკენ მიისწრაფვის და რუსეთის მეგობარ ქვეყნებს ემუქრება (აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს). „ოგვ“-ს შექმნა რეგიონში მოსკოვის პოზიციების განმტკიცების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, დარწმუნებულია სამხედრო ექსპერტი.


http://www.ng.ru/politics/2017-03-17/1_6951_armenia.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა