logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«eurasianet.org»: ბათუმი სავსეა თურქული რესტორნებითა და კაფეებით, „ტაილანდური მასაჟის“ სალონები, ანუ შენიღბული ბორდელებიც კი თურქ კლიენტებს ემსახურებიან
«eurasianet.org»: ბათუმი სავსეა თურქული რესტორნებითა და კაფეებით, „ტაილანდური მასაჟის“ სალონები, ანუ შენიღბული ბორდელებიც კი თურქ კლიენტებს ემსახურებიან
10:57 15.03.2017
შარშან შემოდგომაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, ქალაქ რიზეში გამოსვლისას, საქართველოს საზღვართან ახლოს, ოსმალეთის იმპერია გაიხსენა და განაცხადა, რომ ანკარის ინტერესები - როგორც ჩანს, ემოციურად - ბრწყინვალე პორტას (ოსმალეთის სულთნის) ინტერესებს ემთხვევაო. „ჩვენი ფაქტიური საზღვრები განხვავდებიან ჩვენს გულებში არსებული საზღვრებისაგან“, - თქვა რეჯეფ ერდოღანმა და მეტი თვალსაჩინოებისათვის დაამატა: „განა შეიძლება რიზე ბათუმისაგან განასხვავო?“. ბათუმის მოხსენიება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მხრივ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია, საერთაშორისო მასმედიაში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ნათქვამმა ალიაქოთი გამოიწვია და კითხვები გააჩინა იმაზე, თუ რას გულისხმობდა რეჯეფ ერდოღანი „ჩვენს გულებში არსებულ საზღვრებში“.

თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ იძულებული გახდა აეხსნა, რომ „ქართველებმა თურქეთის პრეზიდენტის სიტყვები „არასწორად გაიგეს“: „თურქეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელია, რომელსაც მასთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს, - თქვა ელჩმა, - ბათუმი საქართველოა, რიზე კი თურქეთი და მუდამ ასე იქნება“. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში რიზესა და ბათუმს შორის განსხვავება უკვე თითქმის აღარ არის.

ბათუმი, 150 ათასი მცხოვრებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია და საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ოდესღაც აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ 1877-78 წლებში მომხდარი ომის შედეგად თურქებმა რუსეთის იმპერიას დაუთმეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში აჭარაში თურქული ინვესტიციები მდინარესავით წამოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრი და ზღვისპირა ნაწილი ახალი ელიტარული სასტუმროებითა და კაზინოებით მოიფინა, რომლებიც ძირითადად თურქული ფულით აიგო. საქართველოს მთავრობა არ აქვეყნებს ადგილობრივ ეკონომიკაში თურქული ინვესტიციების კონკრეტულ მოცულობას, მაგრამ, თუ ადგილობრივი ადმინისტრაციის ყოფილ ჩინოვნიკის ნათქვამს დავუჯერებთ, თურქული ფული აჭარაში ჩადებული საზღვარგარეთული ინვესტიციების 80-90%-ს შეადგენს.

ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური კვარტალი, რომელიც ადრე სომხურს უწოდებდნენ, დღეს სავსეა თურქული რესტორნებით, ბარებით და კაფეებით. ასობით „ტაილანდური მასაჟის“ სალონი, ანუ შენიღბული ბორდელი, ძირითადად თურქ კლიენტებს ემსახურებიან. ამ რაიონში თურქულ ლაპარაკს უფრო ხშირად გაიგონებთ, ვიდრე ქართულს, რესტორანშიც კი ასევე თურქულად გეპატიჟებიან: „ბუიურუნ, ხოშ გელდინიზ!“.

აჭარაში თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური აქტიურობის ზრდის კვალობაზე ანკარა პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასაც ცდილობს - ეს ტერიტორია ხომ ადრე თურქეთს ეკუთვნოდა. რეჯეფ ერდოღანი აჭარის საკითხს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს: მან მხარი დაუჭირა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, საქართველოს მთავრობას კი კაზინოების დახურვა სთხოვა. მიმდინარე წლის თებერვალში, თურქი ჩინოვნიკების მიერ გამოხატული კრიტიკის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ბათუმში მოქმედი თურქული სკოლა დახურა, რადგან, ანკარის მტკიცებით, მისი ხელმძღვანელები ფეთჰულა გიულენთან არიანო დაკავშირებულნი.

ქართველები ეჭვის თვალით უყურებენ თურქთა მზარდ ინტერესს თავიანთი ოსმალური მემკვიდრეობისადმი. გარდა ამისა, თურქეთში პოპულარული ხდება ყოფილი ტერიტორიების „დედა სამშობლოსადმი მიერთების“ იდეის მხარდამჭერთა მიერ შედგენილი რუკები, რომელთა მიხედვით, თურქეთი ყოფილი ოსმალეთის იმპერიის საზღვრებამდეა გავრცობილი და აჭარასაც მოიცავს. ყოველივე ეს თურქებისადმი ბათუმელების უნდობლობას აძლიერებს. „ისტორიული კონტექსტი ამ პროცესებზე ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს“, - ამბობს რუსლან ბარამიძე, სპეციალობით ანთროპოლოგი, ბათუმის შ.რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელსაც საქართველოში ისლამის გავრცელების ისტორიას იკვლევს. „საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ ოსმალეთის შემადგენლობაში 300 წლის განმავლობაში ყოფნამ აქაური მოსახლეობა ისლამზე მოაქცია, არამედ იმაში, რომ თავისი დღევანდელ ავტონომიურ სტატუსს აჭარა თურქულ მემკვიდრეობას უნდა უმადლოდეს: 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, რომლითაც საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი განისაზღვრა, გათვალისწინებული იყო აჭარის ავტონომიური თვითმმართველობა საქართველოს ფარგლებში, რადგან თურქულმა მხარემ მოითხოვა ამ რეგიონის მუსულმანური მოსახლეობისადმი პატივისცემა გამოხატულიყო და მათ გარანტირებული ჰქონოდათ რელიგიური აღმსარებლობის შენარჩუნება. ისტორიული ფაქტორი აქ ყოველთვის უფრო ძლიერია, ამიტომაც აჭრაში უფრო იგრძნობა თურქეთის გავლენა, ვიდრე, ვთქვათ, თბილისში“, - ამბობს რუსლან ბარამიძე.

საქართველოს წინა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობით, რომელიც აქტიურად ცდილობდა უცხოური ინვესტიციების მიზიდვას და გეოპოლიტიკურ ორიენტაციას ნატოზე, თურქ მეწარმეებს კარი ფართოდ გაუღო. იმ დროს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იყო და შეეცადა ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინა: „მეოცნებეებმა“ ისარგებლესა ანტითურქული განწყობებით, რომელიც ქართულ საზოგადოებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებობდა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართულმა ოცნებამ“ ტონი შეიცვალა. ამ პირობებში ანტითურქული ნიშა „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა, რომელიც თურქეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს ავრცელებდა და ყველას გასაკვირად, 2016 წლის ოქტომბრის სდაპარლამენტო არჩევნებში საკმაო ხმები მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენლებიო გაიყვანა.

თურქეთის მიმართ გაღიზიანება საზოგადოების მხრიდან ყველაზე ნათლად ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით გამოიხატა. ამჟამად ქალაქში მხოლოდ მე-19 საუკუნეში აშენებული მეჩეთი „ორთა“ მოქმედებს, რომელიც, მუსულმან ლიდერების თქმით, ყველა მიმსვლელ მორწმუნეს ვერ იტევს. სიტუაციის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი იყო (და მას თურქეთიც მხარს უჭერს) ბათუმში ადრე არსებული ოსმალური მეჩეთის აღდგენა, რომლისთვისაც თურქეთის ერთ-ერთი სულთნის სახელი უნდა დაერქმიათ, მაგრამ ეს გეგმა საზოგადოების მხრიდან დიდ დაბრკოლებას წააწყდა: ჯერ ერთი, რომ ხმები დაირხა, რომ მეჩეთი იმ ადგილზე უნდა აშენებულიყო, სადაც 1921 წელს თურქებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები იქნენ დაკრძალულნი. გადაწყდა, რომ ოსმალური მეჩეთი არ აღდგენილიყო, ახალი კი საქართველოს ხარჯებით აშენებულიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მახრივ კონკრეტული გეგმა არ არსებობს“, - განაცხადა ჯემალ პაქსაძემ, საქართველოს ყოფილმა მთავარმა მუფტმა, რომელიც აჭარის ხელიუფლების მრჩევლადაც მუშაობს ისლამის საკითხებში.


http://www.eurasianet.org/node/82751

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა