logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«newsarmenia» (სომხეთი): უწესრიგობები ბათუმში-სტიქიური პროტესტი თუ დაგეგმილი აქცია?
«newsarmenia» (სომხეთი): უწესრიგობები ბათუმში-სტიქიური პროტესტი თუ დაგეგმილი აქცია?
10:17 14.03.2017
სომხურ გამოცემა „newsarmenia“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია როგორც ბათუმში 11 მარტის საღამოს მომხდარი დრამატული მოვლენები, ასევე პოლიტოლოგთა შეფასებებიც - ქართველი ექსპერტებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების ზაალ ანჯაფარიძისა და გიორგი ვეკუას კომენტარები, რომელთა მიხედვით, აჭარის დედაქალაქში მომხდარი საპროტესტო აქცია სტიქიური არ ყოფილა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ასეთი გამოსვლისათვის ემზადებოდნენ. მათი ვარაუდით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (ამჟამად უკრაინის მოქალაქე) ხელმძღვანელობს, აშკარად შეეცადა სიტუაციის თავის სასარგებლოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. გარდა ამისა, გიორგი ვეკუა ხაზს უსვამს აჭარის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც „არანაკლებ არასტაბილურ თურქეთს ესაზღვრება“. ეს ყველაფერი, სხვა მოვლენებთან ერთად (მხედველობაშია მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ამბები), ხელს არ უწყობს სიმშვიდის განმტკიცებას ავტონომიურ რესპუბლიკაში“ (ავტორი - აიკ ხალათიანი, „ნოვოსტი-არმენიას“ მიმომხილველი).

პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე სომეხი პოლიტოლოგის, „საქართველოს საკითხების წამყვანი სპეციალისტის“ ჯონი მელიქიანის თვალსაზრისისც. მისი აზრით, ბათუმში მომხდარ ამბებში შეიძლება ორი ასპექტი გამოიყოს: საშინაოპოლიტიკური, აღშფოთებული მოსახლეობის სახით, რომელიც უკმაყოფილობას გამოხატავს ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების შეუბრალებელი და თავაშვებული მოქმედებით და საგარეოპოლიტიკური - ამ პროცესებში გარე ძალების ჩარევა.

„საიდუმლო არ არის, რომ ერთი მხრივ, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ტრადიციულად, უფრო მკაცრად და დაუნდობლად ისეთ რეგიონებში მოქმედებენ, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებულია, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში), ასევე სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიაში. ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. შესაძლოა ინციდენტის საბაბი შემთხვევითია, მაგრამ მასში მოსახლეობის შემდგომი ჩარევა მოწმობს იმას, რომ ალბათ, საქმე გვაქვს რაღაც პოლიტიკურ თამაშებთან“, - აცხადებს ჯონი მელიქიანი. მისი თქმით, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის, „ნაცმოძრაობის“ წევრის ლევან ვარშალომიძის განცხადებები „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ ტოლფასია.

ჯონი მელიქიანი დარწმუნებულია, ბათუმში მომხდარი უწესრიგობები აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე მაინცდამაინც ნეგატიური გავლენა არ ექნება. „ნათელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას რამდენიმე დღეში აღადგენს. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეტა უკმაყოფილება ტურისტებზე გავრცელდება. ტურიზმი ხომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების პრაქტიკულად ერთადერთ წყაროს წარმოადგენს“, - ამბობს პოლიტოლოგი.


http://newsarmenia.am/news/analytics/besporyadki-v-batumi-stikhiynyy-protest-ili-splanirovannaya-aktsiya/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა