logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ამერიკელი დიპლომატი: 2008 წელს საქართველო რუსეთის დაგებულ მახეში გაება
ამერიკელი დიპლომატი: 2008 წელს საქართველო რუსეთის დაგებულ მახეში გაება
12:57 13.03.2017
ამერიკის და რუსეთის ურთიერთობები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრიზისში შევიდა. დღეს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ცივი ომის შემდეგ. აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა, გრძელდება შეშფოთება რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებზე გავლენის მცდელობის გარშემო და კითხვის ნიშნის ქვეშაა ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ორ ადმინისტრაციას შორის.

ამერიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა მაიკლ მაკფოლმა პარასკევს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ისაუბრა არსებული დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებზე და იმ შედეგებზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავებას მოჰყვა, აგრეთვე იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთისადმი. იგის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ომსაც შეეხო. (...)

მაიკლ მაკფოლის თქმით, რუსეთი ომს დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა და საქართველოს მთავრობა რუსეთის მახეში გაება: „რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის მოტყუებისთვის მზადებას 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე. მიმდინარეობდა მზადება [რუსეთის მიერ] სწორედ 2008 წლის ომისთვის“, - აღნიშნა მან. „ეს არ მოხდებოდა, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ქმედებას არ განახორციელებდა, ეს მისი გამოჭერის მცდელობა იყო. მე ვიცი, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია მასთან ამის თავიდან ასაცილებლად მუშაობდა. თუ ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა, ცხადია, დღეს არსებული სიტუაციაც არ იქნებოდა. მათ ამ ტერიტორიის ანექსია ჯერ არ მოუხდენიათ, თუმცა შეიძლება მომავალში მოახდინონ“, - დაამატა მაიკლ მაკფოლმა.
ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, საქართველო-რუსეთის ომიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო. ვაშინგტონში მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, რუსეთის უპასუხოდ დატოვებამ და ურთიერთობების დათბობამ განაპირობა ის, რომ მოგვიანებით ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა - რუსეთის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მას არ მოუწევდა ამისთვის მაღალი საფასურის გადახდა.
„პასუხისმგებლობის საკითხის ხელახალი განხილვის გარეშეც ნათელია, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრისთვის და ტერიტორიის ოკუპაციის დაუსჯელად დატოვება მძიმე შეცდომა იყო. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ დასავლეთის სისუსტემ [ჯეროვნად] ეპასუხა ომისთვის დასაბამი მისცა მოვლენების სერიას, რომელიც ჩვენივე [საპრეზიდენტო] არჩევნებში რუსეთის ჩარევით დასრულდა“, - ამბობს ჯეიმ კირჩიკი, „საგარეოპოლიტიკური ინიციატივის“ მიმომხილველი. იგი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ, ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარუმატებელმა მცდელობამ ნაწილობრივ განაპირობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა იცოდა, რომ დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი.
„დასავლეთმა არა მხოლოდ უპასუხოდ დატოვა რუსეთი საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევისთვის, არამედ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ომის დაწყებიდან 6 თვეში გადატვირთვის პოლიტიკა უსაჩუქრა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ეს იყო მესიჯი მოსკოვისთვის, რომ დასავლეთი სერიოზულად არ იღებს საკუთარი ღირებულებების და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დაცვას, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინს არ ჰქონდა მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის შიში. ორი აზრი არ არსებობს, რომ პუტინმა იცოდა, რომ დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება მოეხდინა ყირიმის ანექსია და შეჭრილიყო აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რომელშიც ნაწილობრივ ბრალი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარუმატებელ პოლიტიკას მიუძღვის“ , - განუცხადა „ამერიკის ხმას“ ჯეიმ კირჩიკმა, რომელიც ავტორია წიგნისა „ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბნელი საუკუნის დასაწყისი“.
ჯეიმ კირჩიკს ეთანხმება ჰანა ტობურნი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ევრაზიის საკითხებში. მისი განცხადებით, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციების მიერ საქართველო-რუსეთის ომის მტკიცე პასუხის გარეშე დატოვებამ ხელი შეუწყო რუსეთისთვის დაუსჯელობის განცდის შექმნას: „[2008 წლის ომის დროს] მტკიცე პასუხის არარსებობამ ჯერ ჯორჯ ბუშის და მერე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ და ბარაკ ობამას მიერ გადატვირთვის ძალიან მოკლე პერიოდში დაწყებამ ვლადიმირ პუტინს შეუქმნა განცდა, რომ მას შეეძლო სხვა ტერიტორიებზეც შეჭრილიყო ამაზე პასუხისგების გარეშე“, - ამბობს ჰანა ტობურნი.
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის შტრიხები რუსეთისადმი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. დონალდ ტრამპის საგარეოპოლიტიკური შეხედულებების გარკვევასთან ერთად, ვაშინგტონელი ექსპერტები და პოლიტიკოსები რუსეთის და რეგიონის მიმართ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგების ანალიზს აგრძელებენ.

http://www.amerikiskhma.com/a/mcfaul-on-russia-and-region/3749047.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა