logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ng.ru» (რუსეთი): საქართველოს შეიძლება უვიზო რეჟიმი წაართვან
«ng.ru» (რუსეთი): საქართველოს შეიძლება უვიზო რეჟიმი წაართვან
12:54 13.03.2017
რუსულ გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი მოვლენები, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით: ვრცლადაა გადმოცემული სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისათვის ტელეარხის მიკუთვნების თაობაზე დროებით, რვა მარტამდე შეჩერებულია. გარდა ამისა, პუბლიკაცია ეხება აგრეთვე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომელიც მან გერმანული გაზეთის „ბილდ ამ ზონტაგის“ კორესპონდენტთან საუბრის დროს გააკეთა - საქართველოში ლიბიელ-სირიელ ლტოლვილთა ბანაკების შესაძლო შექმნის თაობაზე (ავტორი - იური როქსი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

ა) „რუსთავი-2“-ის საქმე


როგორც სტატიაშია აღნიშნული, დასავლეთის რეაქცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საკმაოდ არასასიამოვნოა - ევროპელ-ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა „რუსთავი-2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემას ეჭვის თვალით შეხედეს, რასაც სტრასბურის სასამართლოს შესაბამისი დადგენილებაც მოჰყვა. გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრმა იაცეკ სიარუშ-ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ტელერარხის ყოფილი მფლობელისადმი დაბრუნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა საქართველოში ასეთი გადაწყვეტილეები გამოაქვთ ვიზალიბერალიზების შემდეგ, ეს ევროკავშირისადმი დაცინვაა“. მისი თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით: ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, რაც არ შეიძლება ითქვას ამ ქვეყნის მთავრობის მიმართ, რომლის არაფორმალურ ლიდერად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ითვლება. „მე განზრახული მაქვს განცხადებით მივმართო ევროკომისიას შეაჩეროს დოკუმენტის გამოქვეყნება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ“, - აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლებამ საგრძნობი დარტყმა მიიღო, განსაკუთრებით, ცხადია, ევროკავშირისგან. ევროდეპუტატიების განცხადებებში გამოსჭვივის, რომ თბილისმა ხელი აღმართა წმინდათა-წმინდაზე - სიტყვის თავისუფლებაზე. დარჩენილ დღეებში საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება დაარწმუნოს როგორც სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ასევე ევროპელი დეპუტატებიც, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ სამეურნეო დავის მოგვარებასა და სამართლიანობის აღდგენას წარმოადგენს: მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქიბარ ხალვაშისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. რასაკვირველია, ტელეარხის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, მისი მომხრეები და განსაკუთრებით ოპოზიციური „ნაცმოძრაობა“ საქმის ასე დატოვებას არ აპირებენ, ისინი „გრანდიოზული აქციების“ გამართვას გეგმავენ, - წერს სტატიის ავტორი.


ბ) სირიელი ლტოლვილების ბანაკი... საქართველოში?


მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი-2“-ის თემა ქართულ საზოგადოებაში დომინირებს, თბილისმა ყურადღება მიაქცია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ზემოთ ხსენებულ განცხადებასაც, რომელშიც მან ლიბიელი და სირიელი ლტოლვილების განთავსების ერთ-ერთ ადგილად საქართველოც დაასახელა. მინისტრის განცხადებას ჩაეჭიდნენ ქართული კონსერვატიული წრეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დასვეს საკითხი - რამდენად აუცილებელია პროევროპული კურსი საქართველოსთვის როგორც უძველესი თვითმყოფადი ტრადიციების მქონე მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ქვეყნისათვის, თუ ევროპის მხრიდან ასეთი კარნახის პირობებში ცხოვრება მოგვიწევს? თბილისური წყაროების აზრით, სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია: აშკარაა, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება ღრმავდება.

http://www.ng.ru/cis/2017-03-06/7_6942_gorgia.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა