logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ng.ru» (რუსეთი): ასეთ მოულოდნელ და უცაბედ ბუნტს საკმაოდ საეჭვო ხასიათი აქვს
«ng.ru» (რუსეთი): ასეთ მოულოდნელ და უცაბედ ბუნტს საკმაოდ საეჭვო ხასიათი აქვს
11:12 13.03.2017
საქართველოს 4-წლიანი სტაბილურობა დასრულდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის მეხუთე წელს მოსახლეობა თავს მოუსვენრად გრძობს. საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილისაგან, რომელმაც 2012 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ითხოვს, რომ ქვეყანას მოუაროს, რადგან მან საქართველო ისეთ მეურვეს დაუტოვა („ქართულ ოცნებას“), რომელიც მოვალეობას თავს ვერ ართმევს.
ავტონომებში დაძაბულობა მატულობს, რომელთაგან თბილისი ორს თავისად მიიჩნევს და მათ „ოკუპირებულს“ უწოდებს. სამხრეთ ოსეთში მწვავდება დებატები რესპუბლიკისათვის სახელის გადარქმევისა („სამხრეთ ოსეთი ანუ ალანეთი“) და რუსეთთან მიერთების მიზნით დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. სიტუაციას ნერვიულობას მატებს ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოქმედებაც, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.
კვირას არჩევნები ჩატარდა არაკონტროლირებულ ავტონომიურ რესპუბლიკა აფხაზეთში, რომელშიც ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მონაწილეობდა. 2014 წლის მაისში, ოპოზიციის ზეწოლით, იძულებული გახდა თანამდებობა ვადაზე ადრე დაეტოვებინა. ოპოზიციას კი დღევანდელი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა. ცხადია, თავმოყვარე ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩი ასეთ სიტუაციას არანაირად არ შეურიგდებოდა. პარლამენტის დეპუტატად ანქვაბის არჩევა, რაც ხელისუფლებას ძალიანაც არ სურდა, შეიძლება ექს-პრეზიდენტისთვის მომგებიანი გახდეს [ზოგიერთებისათვის სამაგიეროს გადახდის მიზნით].
შაბათს, გვიან საღამოს კი მოულოდნელად აჭარის ავტონომიაშიც უწესრიგობები დაიწყო. მძღოლსა და პოლიციელს შორის მომხდარი კონფლიქტი ბათუმელი ახალგაზრდების მიერ მთელი კვარტლის დაზიანებისა და ავტომანქანების დაწვაში გადაიზარდა. პოლიციამ სიტუაციის გაკონტროლება მთელი ღამის განმავლობაში ვერ მოახერხა და საბოლოოდ, ვითარება მხოლოდ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების დახმარებით გამოსწორდა, რომელმაც ცრემლმდენი გაზის და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ასეთ მოულოდნელ და უცაბედ ბუნტს საკმაოდ საეჭვო ხასიათი აქვს. საქართველოს მოსახლეობას აქტიური გამოსვლებისათვის ყოველთვის დრო ჭირდებოდათ, მათი „მოთმინების ფიალა“ სწრაფად არ ივსებოდა, ბათუმში კი, ქალაქის ყველა პრობლემის გათვალიწინებითაც კი, ცხოვრება მაინცდამაინც მძიმე არ არის, მით უმეტეს, სეზონური შემოსავლების ფონზე.
დღეს ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ აქციის ჩატარებას გეგმავს. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, ბუნტში მონაწილე ახალგაზრდობისადმი სოლიდარობის მიზნით თუ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. მკითხველს გავახსენებთ, რომ პარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ექს-პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს მასობრივი უწესრიგობისაკენ მოუწოდა, რათა კიდევ ერთხელ ასეთი გზით მოსულიყო ხელისუფლებაში. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს კეთილმოწყობილ ბათუმში იგი ჯერ კიდევ სარგებლობს პოპულარობით, თუმცა მისი პასიურობა ბათუმური ბუნტისა და საერთოდ, საქართველოში ახლახან მომხდარი მოვლენებისადმი, თუ ექს-პრეზიდენტის ჰიპერაქტიურობას გავითვალისწინებთ, საკმაოდ საეჭვოდ მოჩანს.
ბათუმში ღამით მომხდარმა მოვლენებმა თბილისში აქტუალიზებული გახადა კითხვა - რითაა დაკავებული ხელისუფლება? საზოგადოების ნაწილი პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელებში აშკარად უკმაყოფილოა და სერიოზული პრობლემების მოუგვარებლობაზე ჩივის. მათ საეჭვოდ და ფარსად მიაჩნიათ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე ორწლიანი პროცესი, რომელსაც გასულ კვირას ევროპიდან ანტისამთავრობო შეძახილი ახლდა: „ტელეარხს ხელი არ ახლოთო“, - ასე დაადგინა ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რასაც თან მოჰყვა გაფრთხილება - თუ ასე გააგრძელებთ, უვიზო რეჟიმს ვერ მოესწრებითო. არადა, სწორედ ვიზალიბერალიზება ითვლება ხელისუფლების მნიშვნელოვან წარმატებად.
კიდევ ერთი მომენტი აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის არასასიამოვნო - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით. ოფიციოზის განმარტება რომელიღაც იერარქის მოწამვლის მცდელობაზე და მის ირგვლივ განვითარებული ინტრიგები არადამარწმუნებელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. საერო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმდენი კომენტარი გააკეთეს, რომ საბოლოოდ სიტუაცია აბსურდული გახდა და ამით საკუთარს თავს მიაყენეს ზიანი - გამოაშკარავდა მათი სუსტი არაკომპეტენტურობა მომხდართან ამბებტან მიმართებით: ოფიციალურ თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მოვლენებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ხოლო ბათუმში რამდენიმე ათეული ხულიგნის დაშოშმინებისთვის, რომლებიც ყველაფერს ანადგურებდნენ, ხელისუფლებას მთელი ღამე დაჭირდა. ეს ყველაფერი კი ხდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებისა და თბილისში მიმდინარე პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე („რუსთავი-2“-ის, ქალთა უფლებებისა თუ სექსუალური უმცირესობის დაცვის შესახებ).
საქართველოს პრემიერი ლაპარაკობს იმ ძალებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დესტაბილიზებაში და ბათუმში ჩადის იმის გასაგებად, თუ რა მოხდა. ყოფილი ხელისუფალნი დღევანდელებს არაქმედითუნარიანობაში ადანაშაულებენ და რევანშის ფორსირებას ცდილობენ. შესაძლოა პროცესები მიხეილ სააკაშვილის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მოვლენების ასეთ სპექტრში საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისადმი - „გაიღვიძეთ და ქვეყანას მოუარეთო“ - სულაც არ გამოიყურება ხელოვნურად და სარკასტულად.
-----------
«Независимая газета»-ში გამოქვეყნებულია კიდევ ერთი სტატია ბათუმის მოვლენებზე სათაურით „საქართველო: ბათუმური ამბოხი“, რომელშიც გადმოცემულია მოვლენათა ქრონიკა: პოლიციისა და მძღოლს შორის მომხდარი ინციდენტი ავტომობილის არასწორი პარკირების გამო (ჯიმი ვარშანიძე, მამასთან ერთად, სასაფლაოდან შინ ბრუნდებოდა და რადგან მამამისი ცუდად გახდა, აფთიაქში სასწრაფოდ წამლის ყიდვა გახდა საჭირო, ავტომანქანაც ამიტომ გააჩერა. ამის მიუხედავად, პოლიციამ მაინც დააჯარიმა. საქმეში გამვლელები ჩაერიენ, თუმცა ისინი პოლიციამ დააკავა. ბათუმელებმა, უმეტესად ახალგაზრდებმა, ქალაქის პოლიციის წინ შეკრება დაიწყეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს, პლუს პოლიციის უფროსის გადაგომა, რადგანაც, ახლაგაზრდების აზრით, სწორედ მისი ბრძანების ძალით გამკაცრდა ჯარიმები...). წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-03-13/6_6946_batumi.html
გაზეთ «Московский комсормолец»-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ბათუმური ამბოხი 80-დოლარიანი ჯარიმის გამო“ (ავტ. ელენა გამაიუნი) საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი მომხდარი მოვლენები, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, განცხადებები და ა.შ. პუბლიკაციის დასასრულს მკითხველი ეცნობა რუსეთის ქართველთა კავშირის წევრის, პოლიტოლოგ იგორ გვრიტიშვილის კომენტარს: „მე მხარს ვუჭერ ვერსიას, რომლის თანახმად, ბათუმში მომხდარი უწესრიგობები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიერ იყო პროვოცირებული. მათ სიტუაციით ისარგებლეს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს პოლიცია სამართლიანია, თუმცა იმავდროულად საკმაოდ მკაცრიც. ყოველგვარ დარღვევას ჯარიმა მოსდევს. მე პერიოდულად ჩავდივარ საქართველოში ჩემი ავტომობილით და ერთი-ორჯერ მეც ვიწვნიე ჯარიმები: ხან აკრძალულ ადგილზე ვჩერდებოდი, ხან სიჩქარეს ვაჭარბებდი... ჯარიმებს უდრტვინველად ვიხდიდი, რადგანაც ვიცი - პატრული სამართლიანად იქცევა. ბათუმში მომხდარ ამბავსაც ბანალური საფუძველი აქვს: კაცი დააჯარიმეს, მან კი გადახდა არ მოისურვა და ამ დროს ნერვებმა უმტყუნა. ვინც დაინახა, მისი მხარე დაიკავა. თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში პოლიციის მიმართ 80%-ანი კეთილგანწყობა არსებობს... ბათუმური ინციდენტით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ისარგებლეს. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს სოციალური ქსელებით დაუკავშირდნენ და ერთად შეიკრიბნენ, შემდეგ მასობრივი უწესრიგობები მოაწყეს. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის არჩევნების წინ თავის მომხრეებს სწორედ ასეთი დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებდა. ბათუმში აგრესიული აქცია მოხდა, 15 პოლიციელიც დაშავდა, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ანტისახელისუფლო გამოსვლა ხელოვნურად იყო ორგანიზებული. თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს. ამჟამად ბათუმი მშვიდადაა, ხულიგნები დაკავებულნი არიან. ალბათ, მკაცრ ზომებს მიიღებენ, რადგან პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დასჯადია“ (წყარო: http://www.mk.ru/incident/2017/ 03/12/besporyadki-v-batumi-vspykhnuli-izza-shtrafa-v-80 -dollarov.html).
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რადიოსადგურ «Красная звезда»-ს ეთერში ბათუმის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა ანრეი არეშევმა: „ამ ინციდენტის სარჩული,ალბათ, საქართველოს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში მდგომარეობს. ჰიპოთეტურად ვერ გამოვრიცხავთ და აშკარად ჩანს, რომ მომხდარში რაღაც ორგანიზებული ძალის მოქმედება შეინიშნება, მაგრამ რადგანაც ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება მოსახლეობისათვის მაინცდამაინც კარგი არაა, სწორედ ასეთი ფონის დროს ხდება ხოლმე მსგავსი ინციდენტები“ (წყარო: http://tvzvezda.ru/news/vstrane_i_mire/content/201703121324-duzc.htm).

http://www.ng.ru/editorial/2017-03-13/2_6946_red.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა