„ბათუმში 11 მარტის საღამოს დაწყებული აქცია გამოვიდა სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებიდან გამოვიდა და
დაპ[ირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდაღრვევის ნიშნებს შეიცავს“, - სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვებით იწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის კორესპონდენტის რეპორტაჟი ბათუმში განვიტარებული მოვლენების სესახებ.
პუბლიკაციაში გადმოცემულია მოვლენათა განვითარების ქრონიკა: პოლიციელსა და მძღოლს შორის მომხდარი თითქოსდა უმნიშვნელო ინციდენტი ჯარიმის გამო, მოსახლეობის ჩარევა, დაპირისპირების გამწვავება, დარბევების ფაქტები... „სამწუხაროდ, აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, ძალადობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ადამიანებმა ტრამვები მიიღეს, დაზიანდა და განადგურდა ქონება. საქარტველოს სახალხო დამცველი ამგვარ ქმედებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელმაც აღნიშნა, რომ სამართლადმაცველების რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა, მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობდაო. უჩა ნანუაშვილის თქმით, ბათუმში მომხდარი მოვლენის გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს, აუცილებელია მისი ანალიზი და დასკვნების გაკეთება.
მართლაცდა რა მოხდა ბათუმში - ეს სტიქიური პროტესტი იყო თუ რომელიღაც ძალის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია? „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ამ კითხვაზე პასუხისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომენტარს გვთავაზობს:
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში მოქმედმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ ადამიანთა ემოციებზე ითამაშა და უკმაყოფილება თავის სასარგებლოდ გამოიყენა. „სეფასება ერთმნიშვნელოვანია. ამ ქვეყანას კონსტრუქციული და სამშობლოს მოყვარე მთავრობა ჰყავს, რომელიც კანონს და მოქალაქეთა მყუდროებას იცავს. ამ ქვეყანას ჰყავს აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიცის ნაწილიც, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მოქალაქეთა უფლებები არაფრად არ უღირს. მათ არ სურთ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება და მოსახლეობის გრძნობებს თავიანთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად იყენებენ“.
ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ვერავინ ვერ შეძლებს „ნაციონალური მოძრაობის“ გაიგივებას უკანონობასთან, ვანდალიზმთან და ყოველივე იმასთან, რაც ბათუმში მოხდა“.
პარტია „მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველო“, რომელშიც „ნაცმოძრაობას“ გაშორებული წევრები და პარლამენტის დეპუტატები შედიან, კატეგორიულად გმობს ბათუმში მომხდარ ვანდალიზმის აქტებს, თუმცა ასევე აღნიშნავს რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება: „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა არის ბათუმში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ნამდვილი მიზეზი. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია შექმნილი, რაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. მისი თქმით, ბათუმში მომხდარი ამბები ან ძალოვან სტრუქტურებში არსებული შიდა დაპირისპირების გამო მოხდა, ან იმ ჯგუფების ბრალია, რომლებსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა და ახლა მათ ვეღარ აკონტროლებს.
----------
უცხოეთის მასმედიის მიერ ბათუმში მომხდარი ანტისამთავრობო აქციის თაობაზე 12 მარტს საკმაოდ ბევრი ფაქტობრივი მასალები გაავრცელდა, რაიმე კომენტარების გარეშე: მაგალითად, ამერიკული «Associated Press»-ის მასალა სათაურით „საქართველოს ქალაქში პოლიციასთან მომხდარი შეტაკების დროს 21 ადამიანი დაშავდა“, გერმანული «Deutsche Welle» - „ბათუმში მომხდარი უწესრიგობების გამო 40 ადამიანი დააკავეს“.... ინფრომაციები გაავრცელეს აგრეთვე ფრანგულმა „ფრანს-პრეს“-მა, ბრიტანულმა „როიტერმა“, რუსულმა მასმედიამ და ა.შ.
http://www.bbc.com/russian/news-39249371

















