logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): დისკუსია ვაშინგტონში-საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს
«Radio Voice of America» (აშშ): დისკუსია ვაშინგტონში-საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს
10:30 13.03.2017
კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შესახებ ისაუბრეს.
რა სივრცე რჩება საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის მაშინ, როდესაც ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებში ნაციონალისტური პარტიები მძლავრობენ და არავინ იცის, როგორი იქნება წელს რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების შედეგები?
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო მოთმინებით უნდა დაელოდოს იმას, თუ როგორ გამოიკვეთება დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კონტურები. მსგავსი შეხედულება აქვს “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის” დირექტორ ქრისტოფერ ჩივისსაც: „რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ისეთია, რომ ბევრი რამ სწორედ ახლა უნდა გადაწყდეს. ვიმედოვნებ, საქართველო მოთმინებით დაელოდება იმას, რომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკა უფრო აშკარად გამოიკვეთოს და გასაგები გახდეს კონკრეტული მიმართულებები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის”, - ამბობს ქრისტოფერ ჩივისი.
საერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ყურადღებისა და ფინანსური დახმარების შემცირების რისკი არსებობს, თუმცა ამ თანამშრომლობას დიდწილად მაინც ის განსაზღვრავს, რამდენად გაგრძელდება საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი.
მეთიუ როჟანსკი, ქენანის ინსტიტუტის დირექტორი ფიქრობს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ახლა საერთაშორისო მხარდაჭერის მხრივ შედარებით რთული გარემოა შექმნილი: „საქართველოსა და უკრაინას გაცლიებით ნაკლებად ენთუზიასტურ საერთაშორისო გარემოში უხდებათ ახლა ყოფნა: როცა მათ მიმართ შედარებით ნაკლები პოლიტიკური ყურადღება არსებობს და შედარებით ნაკლები რესურსია ხელმისაწვდომი მათ დასახმარებლად. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ მათი პრობლემები უმნიშვნელოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დანებდნენ, ეს იმ ხალხის მომავალს ეხება, ვინც იქ ცხოვრობს. ამერიკაში კი ვიმედოვნებთ, რომ ამ ორ ქვეყანაში რეფორმებიდა და დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობა გაგრძელდება და ეს პროცესი თავად ქართველებისა და უკრაინელების მიერ იქნება წარმართული“.
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და ჯონ მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორი კურტ ვოკერი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას: „ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ ვხედავთ ღიაობასა და იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს და დაიწყოს თანამშრომლობა იმაზე, რაზეც ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები გაიყიდება. საქართველო კი ერთგულია მის მიერ არჩეული კურსის, რაც გულისხმობს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ისევე როგორც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებს“.
საერთაშორისო ექსპერტების უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ასევე იზრუნოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შენარჩუნებაზე. ამ შემთხვევაში მისი და მისი უსაფრთხოების მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება.
http://www.amerikiskhma.com/a/future-of-european-security-order/3751423.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა