logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«სოვეტსკაია ბელორუსია» (ბელარუსი): ლუკაშენკომ ქართველი კოლეგა დაარწმუნა, რომ მათ ბელორუსის იმედი უნდა ჰქონდეთ
«სოვეტსკაია ბელორუსია» (ბელარუსი): ლუკაშენკომ ქართველი კოლეგა დაარწმუნა, რომ მათ ბელორუსის იმედი უნდა ჰქონდეთ
11:50 02.03.2017
ბელორუსულ გამოცემა „სოვეტსკაია ბელორუსიია“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ბელარუს- საქართველოს ურთიერთობის მიმოხილვა ბოლო წლებში, ყურადღება ეთმობა 2015 წელს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოში, მის ყოფნას თბილისში და ბათუმში, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ამსახველ მაჩვენებლებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა. პუბლიკაციაში მიმოხილულია აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი მინსკში, რომელიც პირველ მარტს დაიწყო (ავტორი - დიმიტრი კრიატი).

სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

„ჯერ კიდევ თბილისში შეხვედრის დროს შეინიშნებოდა, რომ ორ პრეზიდენტს შორის საკმაოდ თბილი და სანდო ურთიერთდამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ისინი გულახდილად საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც განპირობებეულნი იყო როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკური სიტუაციით. ალექსანდრე ლუკაშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ბევრ საკითხზე მოილაპარაკეს, ახლა კი დიალოგი მინსკში გაგრძელდა.

პრეზიდენტების საუბრის და ერთობლივი მუშაობის ყველაზე „ფართო ველი“, შეიძლება ითქვას, საქართველოს სოფლის მეურნეობაა. საქართველოში შესანიშნავი კლიმატია, ნოყიერი მიწა, შრომისმოყვარე მოსახლეობა, მაგრამ ადამიანების მიწაზე მუშაობის სურვილს ხელს უშლის არასაკმარისი ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის პრობლემები არ დაუმალავს. საქართველოს მოსახლეობის 50% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, მაგრამ ეს ის ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც რეალობისაგან განსხვავდება. სოფლად მართლაც რომ მოსახლეობის 50% მუშაობდეს, მაშინ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) აგრარული სექტორის წილი 9% კი არ იქნებოდა, არამედ ბევრად უფრო მეტი. აი, სწორედ ამ დისბალანსის აღმოსაფხვრას ცდილობს დღეს სამხრეთკავკასიური ქვეყნის ხელმძღვანელობა.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი კოლეგა დაარწმუნა, რომ ქართველ მეგობრებს ბელარუსის იმედი უნდა ჰქონდეთ: „ჩვენ რაც გვაქვს, ყველაფერს გაგიყოფთ და გაგიზიარებთ“. ესაა გამოცდილება მაღალეფექტური სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნასა და ორგანიზებაში, მათი საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფაში, მომსახურების ცენტრების ჩამოყალიბებაში. მიზანშეწონილია აგრეთვე საქართველოს სამხრეთულ სახნავ-სათეს მიწებზე მოწეული მოსავლის ერთობლივი გადამუშავება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსში ქართველი ბიზნესმენებისა და მეწარმეებისათვის ყველანაირი პირობა შეიქმნება, რომ მათ მიერ მოწეული მოსავალი ბელარუსის საწარმოებში გადამუშავდეს. ბელარუსი სპეციალისტები მზად არიან საქართველოში მონაწილეობა მიიღონ საცხოვრებელი სახლების ლიფტების რემონტსა და მოდერნიზებაში, სპორტული არენების მსენებლობაში სამთო კურორტებზე, კომუნალური ტექნიკის პარკის განახლებაში, ძალოვანი სტრქუტურების სპეცფორმით უზრუნველყოფაში.

მინსკისა და თბილისის ინტერესთა თანხვედრის წერტილები ბევრია. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ყველაფერი, რაზედაც მისმა ბელარუსმა კოლეგამ ისაუბრა, თბილისისსათვის ძალზე საინტერესოა.

საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთდამოკიდებულებაში არის ერთი ნათელი და აშკარა თავისებურება - ჩვენმა ქვეყნებმა საგარეოპოლიტიკურ კონტექსტში სხვადასხვა კურსი აირჩიეს: საქართველომ - ევროატლანტიკური ინტეგრირება, ბელარუსმა კი ევრაზიული. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს სრულიადაც არ უშლის ხელს ორმხრივ თანამშრომლობას და საგნობრივ დიალოგს. ამაშიც ჩანს იმ მნიშვნელოვანი თეზისის დადასტურება, რომელზეც ალექსანდრე ლუკაშენკომ ყურადღება გაამახვილა: „ჩვენი ქვეყნები არავის წინააღმდეგ არ მეგობრობენ, თუმცა, რადგან მათ აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ორივე ამ ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ“. ამ თეზისში იგულისხმება განვითარების სხვადასხვა გზების აღიარება და გაგება, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა. როცა სახელმწიფოთაშორისო დიალოგს საფუძვლად ურთიერთგაგება-პატივისცემა უდევს, მაშინ უეჭველია, ურთიერთობა შინაარსიანი იქნება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

https://www.sb.by/articles/druzhba-dlya-polzy-dela.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა