logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«nv.am/news/» (სომხეთი): დავიღალეთ ასეთი პრობლემური ბიზნესით! ველოდებით ალტერნატიულ სახმელეთო გზის გახსნას
«nv.am/news/» (სომხეთი): დავიღალეთ ასეთი პრობლემური ბიზნესით! ველოდებით ალტერნატიულ სახმელეთო გზის გახსნას
20:48 01.03.2017
„გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად მოიმატებს რუსეთისაკენ სომხეთის ტვირთების ნაკადი და პირიქით: საქმე ეხება იმ ტვირთებს, რომლებიც ერთადერთი სახმელეთო გზით იგზავნება, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. საგაზაფხულო მატება, ტრადიციულად, 40%-ში გამოიხატება და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ეს სეზონი არ იქნება. განმეორდება იგივე - ავტომანქანების უსასრულო რიგი, კლიმატისა და რელიეფის გამო. დღეს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ რაღაც ალტერნატიული გზის თაობაზე... მოესწრება თუ არა სიტუაციის გაუმჯობესება გაზაფხულისათვის? ჩვენ გადავწყვიტეთ ტვირთის გადამზიდავებს გავსაუბრებოდით“, - წერს სომხური გაზეთის „ნოვოე ვრემიას“ კორესპონდენტი ასია ცატუროვა.

ტვირთების გადამზიდავების აზრით, ამ სფეროში „რევოლუცია“ უახლოეს მომავალში არ მოხდება და თუ მართლაც რაიმე რეალურ ალტერნატივაზეა საუბარი, ამაში, ალბათ, უფრო მეტად მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე გამავალი გზა („ტრანსკამი“) იგულისხმება. ეს ძალზე რთული საკითხია და პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. არაღიარებული რესპუბლიკის ჭიშკარი სომეხი თვირთის გადამზიდავებისთვის დახურულია. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა საქმეს სომხეთის პრემიერის პირადმა მოლაპარაკებამაც ვერ უშველა: სომეხი მძღოლები, რომლებმაც „ტრანსკამით“ მოახერხეს სწრაფფუჭებადი ტვირთის (გარგარის) გატანა რუსეთში, უკან დაბრუნებისას ქართველებმა მაინც დააკავეს: ასეთია ჩვენი კანონმდებლობაო.

არადა, ფაქტები ადასტურებენ, რომ სწორედ სამხრეთ ოსური „ტრანზიტია“ ყველაზე ოპტიმალური: „ტრანსკამი“, საქართველოს სამხედრო გზისაგან განსხვავებით, უფრო კარგადაა დაცული ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან. მძღოლების თქმით, ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გაფართოება ამჟამად უკვე შეუძლებელია, რელიეფის გამო შექმნილი სივიწროვის გამო. რაც შეეხება „ტრანსკამზე“ საბაჟო პუნქტის მოწყობას, ამ საკითხზე ყველა მხარემ უნდა იფიქროს.

გამოითქვა მოსაზრება საბორნე მიმოსვლაზეც: „ბორანით ტვირთის გადატანის ფასი იზრდება თითქმის 40%-ით. არაფერს ვამბობთ დროის გაჭიანურების შესახებ... ბულგარეთისკენ ბორანი მხოლოდ კვირაში ერთხელ დადის“.

მოკლედ, სამხრეთ ოსეთის მიმართულებას ბევრად მეტი პლუსები აქვს, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ უახლოეს ხანში „ტრანსკამის“ გახსნა საეჭვოა: „ბევრი დახურული კარის გაღებაა საჭირო, მოსაგვარებელია ბევრი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, იგივე საბაჟო პუნქტის მდებარეობის პრობლემა... ეს მომავალში, ალბათ, გადაწყდება, მაგრამ დღეს ჩვენ ვინ გვიშველის? ისევ მრავალდღიანი მოლოდინი, კილომეტრიანი რიგი, ნერვიულობა, კლიენტებთან პრობლემები... მოკლედ, დავიღალეთ ასეთი პრობლემური ბიზნესით! ახლა რაღაც იმედი გაჩნდა პრემიერის თბილისში ვიზიტის შედეგად. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ყოველ შემთხვევაში, უკვე ხმები დადის, რომ ყველაფერი საქართველოს პრემიერის საპასუხო ვიზიტის შემდეგ გაირკვევაო, ერევანში“, - ასეთ დასკვნას აკეთებენ ტვირთის გადამზიდავები.


http://nv.am/news/56371?task=view



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა