logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): იოსებ ოსორაული-აფრიკის კონტინენტის ქართველი ტყვე
«Radio Voice of America» (აშშ): იოსებ ოსორაული-აფრიკის კონტინენტის ქართველი ტყვე
20:43 01.03.2017
28 თებერვალს ზუსტად ერთი თვე შესრულდა, რაც ქართველი სამხედრო მფრინავი იოსებ ოსორაული, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდა. 2017 წლის 27 იანვარს, კდრ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ვირუნგას მთათა მასივში, ჩამქრალი ვულკანების - კარისიმბსა და მიკენოს შორის ერთბაშად ორი საბრძოლო MI-24 დაკარგეს. ერთ-ერთს MI-24-ს საქართველოს შეირაღებული ძალების ყოფილი მფრინავები - თადარიგის პოლკოვნიკი, 41 წლის იოსებ ოსორაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ. მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი კი ბელორუსიის მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული.

ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის, ერთმანეთისგან დაახლოებით, 500 მეტრის მოშორებით, რა გახდა ორი MI-24-ის ჩამოვარდნის მიზეზი. კონგოდან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება: ერთი ვერსიით, ორივე MI-24-მა ძლიერი ქარის გამო განიცადა კატასტროფა, მეორე ვერსიით კი, ვერტმფრენები გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლესს „სტრელა-2M“-ით იქნენ ჩამოგდებულნი.

ამ დროისთვის დადასტურებულად ცნობილია, რომ კონგოელმა სამხედროებმა, ბელორუსებთან ერთად, დაშავებული ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მალევე აღმოაჩინეს, ქალაქ გომის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე. პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული კი, სამი შვილის მამა, „23 მარტის მოძრაობის“ (M23) მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.

სამხედრო ბლოგერის დავით ნემსაძის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილ ოსორაულს მეამბოხეებმა სახლში დარეკვის უფლება მისცეს, ისინი ხან დიდ გამოსასყიდს ითხოვენ, ხან კი დემოკრატიული კონგოს ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ: „უმაღლესი კლასის მფრინავია, 3500 მეტრიდან მან ისე დასვა დაზიანებული MI-24 მიწაზე, რომ პირადი შემადგენლობა გადარჩა. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ვიცი, რომ პოლკოვნიკ ოსორაულს საქართველოში დარეკვის საშუალება 2-ჯერ მისცეს. მეამბოხეები ხშირად ცვლიან მოთხოვნებს: ხან მილიონ დოლარს ითხოვენ, ხან ციხეებიდან 200 მათი მომხრის გათავისუფლებას, ხანაც ქვოტას კონგოს პარლამენტში“.

იოსებ ოსორაულიც და ვიაჩესლავ პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან: 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ განახორციელა პირველი საბრძოლო გაფრენა ცხინვალი-ჯავის მიმართულებით, 11 აგვისტოს კი იოსებ ოსორაულმა რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი ღამის დაბომბვით უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.

პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა.

2010 წლის ოქტომბერში, ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კიდევ ხუთ ქართველი მფრინავთან ერთად „ენვერის“ გახმაურებული სპეცოპარაციის ფარგლებში აიყვანეს და ბრალად „რუსეთის ჯაშუშობა“ წაუყენეს. მაშინ ერთი მფრინავი „აღიარების სანაცვლოდ“ საპროცესო გარიგებით გაუშვეს, დანარჩენებიდან კი, ვინც ბრალი არ აღიარა, ოთხ მფრინავს - 11 წელი, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვს კი 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ყველა მფრინავი, მათ შორის, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი 2013 წლის 13 იანვარს, ამნისტიის შედეგად, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მალევე ისიც სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წელს, მცირე ხნით, იოსებ ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა. თანამებრძოლების თქმით, იოსებ ოსორაულმა საკუთარი ადგილი ქართულ არმიაში ვეღარ ნახა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ზემო ალვანში მცხოვრებმა ოსორაულების ოჯახმა გვიან გაახმაურა იოსებ ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის ამბავი იმ იმედით, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მის დახსნას მოახერხებდა. ოფიციალურმა კინშასამ კი მხოლოდ 22 თებერვალს დაადასტურა მფრინავ იოსებ ოსორაულის დატყვევების ფაქტი.

როგორც სამხეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი ამბობს, ამჟამად ქართველი დიპლომატები კინშასასთან მუდმივ კავშირზე არიან: „ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად. რაც შეეხება გამოსასყიდს, რაც გავარკვიეთ დიპლომატიური არხებით, ეს თემა არ ფიგურირებს. ვიცით, რომ ტყვედ ჩავარდნილი მფრინავი არის ჯანმრთელად“.

ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 18 წლის წინ გამოჩდნენ. 1999-2000 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანამ კონგოს 6 მილიონ დოლარად 10 ერთეული [მოიერიშე] ავიაგამანადგურებელი SU-25K მიჰყიდა და ქართველი სპეციალისტებიც მიავლინა. იქ მაშინ სულ ახალი დასრულებული იყო კონგოს პირველი ომი (1996-1997), რომელსაც 25 ათასი ადამიანი შეეწირა. მას შემდეგ, დემოკრატიულმა კონგომ (ყოფილმა ზაირმა) „დიდ აფრიკულ ომად“ წოდებული მეორე ომი (1998-2002) გადაიტანა, რომელშიც ათი აფრიკული სახელმწიფო იყო ჩართული და 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა. კონგოში ასევე მოხდა კივუს კონფლიქტი (2004-2013) უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფით, რომელიც 2,5 მილიონ ადამიანს შეეხო. ამ კონფლიქტში დემოკრატიული კონგოს შეიარაღებულ ძალებს, მეზობელი ქვეყნების - რუანდისა და უგანდის აქტიური მხარდაჭერით, კონგოს არმიიდან გაქცეული დეზერტირების დაჯგუფება „23 მარტის მოძრაობა“ (M23) ებრძოდა, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში კაპიტულაცია გამოაცხადა.

დღეს კინშასაში მიაჩნიათ, რომ 2017 წლის იანვრის ბოლოს, რუანდისა და უგანდის საზღვართან ახლოს, ორი საბრძოლო MI-24-ის ჩამოგდებით, „23 მარტის მოძრაობამ“ ომი განაახლა. ალვანელი იოსებ ოსურაული ამჟამად სწორედ M23-ი დაჯგუფების წევრებს ჰყავთ დატყვევებული. დემოკრატიული კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში კი კიდევ, საქართველოს 30-მდე მოქალაქე მსახურობს.

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-military-pilot-captured-by-congolese-rebels/3743462.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა