logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთი): მზადაა თუ არა რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „შესაწირად“?
«Lragir» (სომხეთი): მზადაა თუ არა რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „შესაწირად“?
14:33 12.02.2017
სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ ნაირა აირუმიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარსინის შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე, განსაკუთრებით კი რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაზე „სავაჭრო დერეფნების შესახებ“.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის რეზიუმეს:

როგორც ცნობილია, შეთანხმება მხარეებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ და სატრანსპორტო კომუნიკაციები განავითარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით და იმავდრულად არ შეეხონ საქართველოს ყოფილი ავტონომიების სტატუსის პრობლემას. მხარეები საერთაშორისო შუამავლებს მოიწვევენ, ტვირთების ნაკადის გაკონტროლებისა და მარკირების მიზნით. ასეთი სისტემა თბილისსა და მოსკოვს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ის უხერხული სიტუაცია, რომელიც საზღვარზე ტვირთების საბაჟო გაფორმებას თან ახლავს, იმავდროულად შესაძლებელი იქნება სამხრეთ ოსეთზე გამავალი ავტომაგისტრალით სარგებლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისათვის.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთმა და საქართველომ რაღაც მექანიზმი შეათანხმეს? და რომელმა დაიხია უკან - რუსეთმა თუ საქართველომ? ალბათ, რაღაც სქემაა მოფიქრებული, რომლის მეშვეობით სომხეთის ტრანსპორტი საქართველოს საზღვარს გადაკვეთს, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას გაუჩერებლად გაივლის (ე.წ. „დახურული ტრანზიტით“) და რუსეთში შევა. ასეთი რეჟიმით ახორციელებს რუსეთი ტრანსპორტის ტრანზიტს, მაგალითად, კალინინგრადის ოლქში, ლიტვის ტერიტორიის გავლით.

ნიშანდობლივია, რომ საქართველომ და რუსეთმა ამ მიმართულებით მოლაპარაკების ინტენსიფიცირება სომხეთის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ დაიწყეს. ჩვენი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი წავიდა მოსკოვში, შეხვდა სომხური წარმოშობის ბიზნესმენებს და მათ მოუწოდა სომხეთში ინვესტიციები დაებანდებინათ. უფრო მეტიც - ჩამოყალიბდა სომხურ-რუსული საინვესტიციო ფონდი, რომლის მიზანი ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრირებისადმი ხელშეწყობაა. მაგრამ, როგორ შეიძლება სომხეთ-რუსეთის ინტეგრირება, როცა მათ მხოლოდ ვიწრო და ხშირად დახურული საქართველოს სამხედრო გზა აკავშირებთ?

როგორც ჩანს, სომხეთის ახალმა მთავრობამ რუსეთის ხელმძღვანელებს მიანიშნა, რომ ალტერნატიული გზების „გამონახვის“ გარეშე არანაირი ინტეგრაცია არ მოხდება. და თუ არ მოხდება, მაშინ სომხეთმა სხვა რესურსები უნდა ეძებოს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ რუსეთმა გადაწყვიტა „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების ამოქმედება დაეჩქარებინა. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, არ იქნება „სავაჭრო დერეფანი“, არ იქნება ინტეგრაციაც.

მზადაა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „შესაწირად“? თუ პირიქით - მოსკოვმა საქართველოს მთავრობას კვლავ სუსტი წერტილი უპოვა? მით უმეტეს, „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც თბილისში „დამარცხებად შეაფასეს. თუ რუსეთი და საქართველო „დერეფნების“ ამოქმედების საკითხში შეთანხმდებიან, სომხეთი ამით მოგებული დარჩება. და თუ რკინიგზაზეც მოძრაობა აღდგება, ეს მთლად უკეთესი იქნება“.

http://lragir.am/index/rus/0/comments/view/53669

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა