logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
რუსული პრესა: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მორიგი ეტაპი იწყება
რუსული პრესა: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მორიგი ეტაპი იწყება
11:06 24.11.2016
„თბილისმაც, ვაშინგტონის კვალდაკვალ გააპროტესტა და „პროვოკაციული ნაბიჯი“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ და, შესაბამისად, უკვე იურიდიულ ძალაში შესულ შეთანხმებას აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე. თავის მხრივ, ახალი ალიანსის სუბიექტებმა - სოხუმმა და მოსკოვმა თავიანთი მოქმედება სუვერენული სახელმწიფოების საქმედ მიიჩნიეს... თუ ამას დავამატებთ ამას წინათ მომხდარ პოლემიკას საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინს შორის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მორიგი ეტაპი იწყება“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტაში“ პოლიტიკური მიმომხილველი იური როქსი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

სტატიაში გადმოცემულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი (გაერთიანებული აფხაზურ-რუსული სამხედრო დაჯგუფების შექმნის მიზეზები და მიზნები: „სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება ან მასზე ადექვატური რეაგირება“; მისი სტრუქტურა, მართვა და სარდლობა). პრინციპში, ეს ყველაფერი თბილისმა და ვაშინგტონმაც დიდი ხანია იცოდნენ - შეთანხმება ხომ 2015 წლის ნოემბერში გაფორმდა, მასზე ორივე მხარის პარლამენტმა იმსჯელა, რატიფიცირებაც მოხდა და საბოლოოდ ხელი რუსეთის პრეზიდენტმაც მოაწერა. ჰოდა, სწორედ ამ ხელმოწერამ გამოიწვია საქართველოსა და აშშ-ის უკმაყოფილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 23 ნოემბრის განცხადება საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რაზედაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანს ჯონ კირბის 22 ნოემბერს აქვს ნათქვამი - რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება უკანონო, არალეგიტიმურია და მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგო. ვაშინგტონმა მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა (ანუ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დ.მედვედევის 2008 წლის სექტემბრის ბრძანებულებების გაუქმება) მოსთხოვა. რასაკვირველია, სოხუმმაც „თავისი სიტყვა თქვა“ და განაცხადა, რომ „ამერიკამ და საქართველომ პატივი უნდა სცენ აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, თავი უნდა დაანებონ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტით მოქმედებას და გაგებით მოეკიდნონ ორი სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას“.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, თბილისი ფრთხილად, ერთგვარი შიშით უყურებს მომავალს და არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონის დღევანდელი აქტიური მხარდაჭერა საქართველოს პრობლემების მოგვარებისადმი ვაითუ შედარებით პასიური ურთიერთობებით შეიცვალოსო. ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაშინგტონი სხვა ქვეყნების სახელმწიფოებრივ საქმეებში ისე აქტიურად აღარ უნდა ჩაერიოს, როგორც დღეს აკეთებსო.

ამგვარი განცხადებების ფონზე საკმაოდ საინტერესოს მოჩანს ამერიკელი სენატორების - ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა გაიმართოს, ანუ 20 იანვრამდე. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, სენატორები საქართველოს გარდა, ესტონეთსა და უკრაინასაც ეწვევიან, „რათა ეს ქვეყნები დაარწმუნონ - აშშ კვლავ გააგრძელებს რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევას“.

ვაშინგტონის მხარდაჭერა კარგია, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, რომ „ჩვენ პრობლემებს ჩვენ თვითონვე მოვუაროთო, - ასე გადაწყვიტეს თბილისში: „ჩვენი შეიარაღებული ძალების ძლიერება აგრესიის საუკეთესო პრევენციაა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერის თაობაზე. მისი თქმით, ქართული მხარე მზად უნდა იყოს ყოველგავრი საფრთხისა და გამოწვევებისათვის და აქედან გამომდინარე, „გაგრძელდება მუშაობა არმიის სამხედრო მომზადების დონისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით“.

სხვათა შორის, ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-ბელარუს“-ისადმი ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მოსკოვი მაინც არ იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე: „ეს არარეალურია“. „საქართველო მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თბილისს მოვუწოდებთ ახალი რეალობა გაითვალისწინოს“, - ხაზი გაუსვა გრიგორი კარასინმა.

რუსი კოლეგის განცხადების პასუხად საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ „საქართველო არასოდეს შეურიგდება „რეგიონში შექმნილ ახალ რეალობებს“. „განა რამდენჯერ შეიძლება რუსულმა მხარემ ისაუბროს ამ ე.წ. ახალ რეალობებზე? ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეთანხმება“, - თქვა მან. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება სწორედ მოსკოვის პოზიციაზეა დამოკიდებული. ეს ეხება სავიზო რეჟიმის საკითხსაც, რომელიც ქართულ მხარეს დიდი ხანია გაუქმებული აქვს, რუსეთი კი აყოვნებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა