გერმანული საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია «ARD»-ის ახალი ამბების პროგრამა „ტაგესშაუს“ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისა და ცნობილი პოლიტიკოსების რეაქცია აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის თაობაზე, მათ შორის უკრაინელი პოლიტიკოსებისაც, კერძოდ, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაგირება (ავტორი - სილვია შტოიბერი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„[დონალდ ტრამპის] მეგობარი უკრაინაში
მართალია, არჩევნების წინ დონალდ ტრამპი სიმპათიებს ამჟღავნებდა ვლადიმირ პუტინის მიმართ, თავის მხრივ კი რუსეთის ლიდერმა კმაყოფილი ტონით მოახდინა რეაგირება დონალდ ტრამპის არჩევაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის უთანხმოება არ იქნება. ჩვენ ამ უთანხმოებას აუცილებლად დავინახავთ და თანაც ძალიან მნიშვნელოვანს.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, კერძოდ კი უკრაინას:
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და რამდენიმე დღის წინათ გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან, რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის პირადი მტერია. მიხეილ სააკაშვილი დღეს მოკავშირეებს ეძებს. მას ადრეც უთქვამს, რომ დონალდ ტრამპს 20 წელია იცნობს, მასთან მეგობრობს და აქედან გამომდინარე, ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ბევრ ევროპელ ლიდერებზე მეტი უპირატესობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპს გამარჯვება სწრაფად და საჯაროდ მიულოცა. თავის მხრივ, ამერიკის ახალ პრეზიდენტს შეუძლია გაიხსენოს საქართველოში ყოფნა, სადაც 2012 წლის გაზაფხულზე, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სტარტი მისცა „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტს.
სხვათა შორის, დონალდ ტრამპი მაშინ ქართველ ლიდერს ძალიან შთამბეჭდავად აქებდა. არადა, იმ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილში აშკარად შეიმჩნეოდა ავტორიტარიზმის ნიშნები, რისთვისაც მას უკვე აკრიტიკებდნენ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, დონალდ ტრაპისათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტს უკვე ეკისრებოდა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
https://www.tagesschau.de/ausland/trump-putin-103.html

















