გაეროს თანამომხსენებელმა ქალებზე ძალადობის საკითხში დუბრავკა შიმონოვიჩმა
საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტი დაასრულა, - იუწყება გაეროს რადიოსადგური.
იგი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ საკანონმდებლო ზომებს, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და საყოფაცხოვრებო ძალადობასთან ბრძოლას უზრუნველყოფს.
ამასთან, დუბრავკა შიმონოვიჩმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ქალებზე ძალადობის ფაქტები აღმოფხვრელად. ეს ეხება აგრეთვე ადრეულ ქორწინებებსაც. ექსპერტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ასეთი ფაქტების მიმართ შექმნილი დუმილის „მოჯადოებული წრე“ გაარღვიოს და ზომები მიიღოს, რათა გენდერული ძალადობა ოჯახის კერძო საქმედ არ დარჩეს.
როგორც დუბრავკა შიმონოვიჩმა აღნიშნა, იმ ქალებისათვის, რომლებმაც უხეშად მოპყრობა განიცადეს, ჯერ კიდევ რთულია თავიანთი უფლებების დაცვა და სამართლის მიღწევა. უფრო მეტიც, ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, განსაკუთრებით საქართველოს სოფლებში, როცა ოჯახებში ქმრის უხეშად მოპყრობის შემდეგ ცოლს მაინც ქმართან დარჩენას აიძულებენ. გაეროს ექსპერტმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა უფრო მეტი ქალთა სახელმწიფო თავშესაფარი შექმნას, მეტი ყურადღება დაუთმოს ქალთა დასაქმებას და მათი სამსახურით უზრუნველყოფას.
http://www.unmultimedia.org/radio/russian/archives/211443/#.Vs5pnstf3s1