logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიულ მოქმედებებსა და სკანდალებს - უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე Atlantic Council-ის სტატიაში
თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიულ მოქმედებებსა და სკანდალებს - უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე Atlantic Council-ის სტატიაში
11:32 30.04.2020
„სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს უკრაინის ქართველ პარტნიორებს შორის და ეს ორმხრივ ურთიერთობებს სერიოზულ გარღვევას უქადის" - უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ივანა კლიმპუშ-ცინცაძის ამ მოსაზრებას Atlantic Council აქვეყნებს სტატიაში სათაურით „ ნუთუ უკრაინისთვის სწორი არჩევანია სააკაშვილი?

მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიულ მოქმედებებსა და სკანდალებს, რაც თან სდევდა ხოლმე უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე მის წინამორბედ გამოჩენებს.

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული დანიშვნით პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს გამოაცოცხლოს მისი ადმინისტრაციის პოლიტიკური საპნის ოპერა.

„მას ალბათ სჭირდება ეს, რათა ყურადღება ხალხს გადაატანინოს მისი არაეფექტურობისა და პროფესიონალიზმის უკმარისობისგან. თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიულ მოქმედებებსა და სკანდალებს, რაც თან სდევდა ხოლმე უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე მის წინამორბედ გამოჩენებს. სააკაშვილმა ვერ შესძლო რაიმე პრაქტიკული შედეგის მიღწევა ოდესის რეგიონის გუბერნატორობისას. ხსენებულის ნაცვლად, მან ქაოსი და უკრაინის კანონმდებლობის მრავლობითი დარღვევები შემოიტანა. მის კანდიდატურას დამატებითი წუხილი უკავშირდება საერთაშორისო დონეზეც. რამდენიმე სასამართლო განჩინება შევიდა ძალაში სააკაშვილის წინააღმდეგ 2018 წელს საქართველოში. მისი შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს უკრაინის ქართველ პარტნიორებს შორის და ეს ორმხრივ ურთიერთობებს სერიოზულ გარღვევას უქადის” - აცხადებს უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

სტატიაში ასევე სხვა მოსაზრებებსაც ვკითხულობთ.

გლობალურ საქმეთა ანალიტიკოს მიქაელ ბიწიურკოვს აინტერესებს, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ ზელენსკის კადრის გარედან მოყვანა.

„ქრისტიანული სამყაროს მიერ იესოს მკდვრეთით აღდგომის დღესასწაულიდან მალევე უკრაინამ საკუთარი პოლიტიკური აღდგომის სასწაული იხილა ქვეყნის ტურბულენტულ პოლიტიკურ სცენაზე მიხეილ სააკაშვილის დაუბრუნების სახით. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ალბათ კატებზე მეტი ინკარნაცია უწერია. სააკაშვილის დანიშნვა არ იქნება სრულად უპრეცედენტო. ადრე ვხუმრობდი კიდეც, რომ უკრაინის მთავრობაში იმდენი ქართველი მუშაობს, რამდენი ქართული რესტორანიცაა კიევში. ალბათ ისინი უკეთ უღებენ ალღოს უკრაინული პოლიტიკის გაუგებრობებს და ბიუროკრატიას, ვიდრე ზოგიერთი ადგილობრივი. მზად ვარ სააკაშვილს ეჭვებში დავუთმო, განსაკუთრებით ქუჩის-ამყოლი ნამდვილი რეფორმატორობის გამო. თუმცა, არ გაგიკვირდეთ თუ მისი ცნობილი ეგო და თეატრალური წარმოდგენებისადმი მიდრეკილება ზელენსკის - და უფრო მნიშვნელოვნად - უკრაინელ ხალხს გააღიზიანებს. ნუთუ სახლის სახურავზე მომწყვდეული კატასავით დასჭირდება ყოფილ ქართველ პრეზიდენტს დახსნა იმ პოლიტიკური სიმაღლეებიდან, რომლებზე აცოცება არც უნდა გაიფიქროს?“ - ამბობს ანალიტიკოსი.

ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ვოლოდიმირ დუბოვიკის ტქმით, სააკაშვილისთვის ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზების გადაწყვეტილება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების სასოწარკვეთაზე უფრო მეტყველებს.

„ის მყისიერად ვერ და არ დაიწყებს რეფორმებს. ის არ იქნება გუნდური მოთამაშე და ამის ნაცვლად მთავრობის სხვა წევრებთან კონფლიქტში შევა. ამით არის მისი შესაძლო დანიშვნა ზელენსკის მთავრობის დაზიანებული რეფორმული განზრახვების დროებითი გადაფარვის მცდელობა” - მიიჩნევს დუბოვიკი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა