logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
The Telegraph: პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა სიაში ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მსხვილი დონორია
The Telegraph: პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა სიაში ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მსხვილი დონორია
13:29 29.04.2020
„ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია“, - წერს გამოცემა The Telegraph სტატიაში სათაურით „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

„მიუხედავად მსოფლიოს ზოგიერთი ფილანტროპის მიერ ექვს და შვიდნიშნა შეწირულობისა, სულ მოსახლეზე შეფარდებით კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ. 64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს“, - წერს სტატიის ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი.

ავტორის თქმით, ხსენებულ სიაში, CIA World Factbook-ის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც 25,5 მილიონი დოლარი გაიღო, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.

„Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა, რომელთა შენატანი 255 მილიონ დოლარს შეადგენს, სიაში მე-9 ადგილზე არიან. მას მოჰყვება Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და ტექნოლოგიური კომპანიის Dell Inc მფლობელი მაიკლ დელი (100-100 მილიონი დოლარი). დონორების სიაში მხოლოდ 2 ბრიტანელია: Bet365-ის დამფუძნებელი დენის კოუტსი (12,6 მილიონი დოლარი) და ვესტმინსტერის ჰერცოგი (15 მილიონი გირვანქა სტერლინგი). ქალები სიაში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ლინ შუსტერმანითა და მისი ქალიშვილი - სტეისით, რომლებიც როტშილდის დინასტიის შთამომავლები არიან და ამჟამად ხელმძღვანელობენ ნავთობისა და გაზის კომპანიას Samson Energy-ს“ - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ისინი არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა