logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
The National Interest: სააკაშვილს საშინელი ურთიერთობა აქვს კაბინეტის ყველაზე ძლიერ მინისტრთან - არსენ ავაკოვთან; ერთ შეხვედრაზე ავაკოვს ქურდი უწოდა, ხოლო ავაკოვმა მიშას სახეში ჭიქით წყალი შეასხა და ნაბიჭვარი უწოდა
The National Interest: სააკაშვილს საშინელი ურთიერთობა აქვს კაბინეტის ყველაზე ძლიერ მინისტრთან - არსენ ავაკოვთან; ერთ შეხვედრაზე ავაკოვს ქურდი უწოდა, ხოლო ავაკოვმა მიშას სახეში ჭიქით წყალი შეასხა და ნაბიჭვარი უწოდა
12:45 28.04.2020
სააკაშვილს საშინელი ურთიერთობა აქვს კაბინეტის ყველაზე ძლიერ მინისტრთან არსენ ავაკოვთან. ერთ დასამახსოვრებელ შეხვედრაზე ავაკოვს ქურდი უწოდა, ხოლო ავაკოვმა მიშას სახეში ჭიკით წყალი შეასხა და ნაბიჭვარი უწოდა პასუხად,- ამის შესახებ საუბარია ,,The National Interest“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ,, სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება“.

სტატიის თანახმად, სააკაშვილის დანიშვნა ვერ გაამართლებს და 4 მარტს დანიშნული ისედაც სუსტი მთავრობის დესტაბილიზაცია მოხდება ,,მისი დანიშნვა მმართველ გუნდში მყისიერად იწვევს შიდა დაძაბულობას. სააკაშვილს საშინელი ურთიერთობა აქვს კაბინეტის ყველაზე ძლიერ მინისტრთან - არსენ ავაკოვთან, შსს.

ერთ დასამახსოვრებელ შეხვედრაზე ავაკოვს ქურდი უწოდა, ხოლო ავაკოვმა მიშას სახეში ჭიკით წყალი შეასხა და ნაბიჭვარი უწოდა პასუხად. მოკლე-ვადიან პერიოდში, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრები მოსაწყენი აღარ იქნება. თან, სააკაშვილის ხისტი მიდგომა რუსეთის მიმართ სავარაუდოდ კონფლიქტს გააჩენს აპარატის უფროს ანდრეი იერმაკთან, ხოლო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნისადმი მიდრეკილება ნამდვილად გააღიზიანებს ზელენსკის, რომელსაც საჯარო სივრცე თავისთვის უნდა. სააკაშვილის დანიშვნა სამაგიეროს გადახდა გამოვა. ზელენსკის მოწინააღმდეგე პეტრო პოროშენკოს ის სძულს. ზელენსკიმ პოროშენკოს არა მხოლოდ მოუგო საპრეზიდენტო მარათონი ერთი წლის წინ 3/1-ზე სხვაობით, არამედ ახლა სასჯელს უნიშნავს ხელისუფლებაში.

პოროშენკომ უშიშროების სამსახურს სააკაშვილი თავისი ბინის კორპუსის სახურავზე გამოამწყვდევინა და შემდეგ ქართული რესტორნიდან იარაღების ლულის ქვეშ გამოათრევინა კიევში. მისი დეპორტაცია კერძო თვითმფრინავით განხორციელდა პოლონეთში, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსი არ დარჩენოდა. მაშინ მიშა ლეგიტიმურად წარმოადგენდა საფრთხეს პოროშენკოს ადმინისტრაციისთვის, რომელსაც საარჩევნო უბნებში აშკარად უჭირდა. ნეტავ რას ნიშნავს ეს უახლესი შემოტრიალება უკრაინის ბიზანტიურ პოლიტიკაში? რასაც ჩვეულებრივ ნიშნავს ხოლმე. სამომავლოდ მოსალოდნელია ძლიერი ტურბულენტობა და უსიამოვნო ეკონომიკური დაღმასვლა. კორონავირუსის შედეგად, მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკის 7.7 პროცენტიან შეკვეცას ელის. საბოლოო ჯამში, სააკაშვილის დანიშვნა ვერ გაამართლებს და 4 მარტს დანიშნული ისედაც სუსტი მთავრობის დესტაბილიზაცია მოხდება. თუ ზელენსკის პარტია ხმებს შეაგროვებს სააკაშვილი დაბრუნდება, თუმცა ვინ უწყის რა ხნით“,- ნათქვამია ,,The National Interest“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა