logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსის მრაჩეკი: ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს
ალექსის მრაჩეკი: ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს
11:24 03.02.2020
„ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცეა ევრაზიის რეგიონში“ - ნათქვამია “Heritage Foundation”-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.

სტატიის ავტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

„2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დროს ერაყში განთავსებულ მებრძოლთა რაოდენობით საქართველო მხოლოდ ამერიკას ჩამოუვარდებოდა. უფრო მეტიც, როცა 2012 წელს ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას გაჰყავდა ჯარები ავღანეთიდან, საქართველომ, პირიქით, მეტი მებრძოლი გააგზავნა. გარდა ამისა, სულ მოსახლეზე პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ ავღანეთში ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა. 2019 წლის დეკემბერში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის დროს დაშავდა 5 ქართველი მებრძოლი. დღეს კი ავღანეთში მსახურობს 870 ქართველი მებრძოლი, რაც წარმოადგენს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილ წვლილს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ - ამბობს სტატიის ავტორი.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ აშშ აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორს. 2008 წლის შემდეგ ამერიკამ 750 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო საქართველოს სამხედრო დახმარების სახით.

„მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. 2017 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა "ჯაველინ" -ის ტიპის 400-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მიყიდვა საქართველოსთვის, ხოლო 2018 წელს - "სტინგერ"-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექტების მიყიდვა. გარდა ამისა, 2017 ამერიკამ წამოიწყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ხოლო 2018 წელს ამერიკელმა სამხედრო მრჩევლებმა დაიწყეს კონსულტაციების მიწოდება საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალისთვის. საქართველოსთან და მის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის კუთხით, აშშ სწორ გზაზე დგას. ახლა აუცილებელია თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება“ - ამბობს სტატიის ავტორი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა