logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსის მრაჩეკი: რადგან საქართველოს რეგიონები დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად
ალექსის მრაჩეკი: რადგან საქართველოს რეგიონები დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად
11:14 03.02.2020
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს“ – ნათქვამია - “Heritage Foundation”-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველო არის ნატოს დაფასებული პარტნიორი. აშშ-მ უნდა წაახალისოს საქართველო ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

ავტორის თქმით, რადგან საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაიდო პირობა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მოგვიანებით იმავე წელს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. რუსეთი დღესაც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპაციას. საქართველო დღესაც არ არის ნატოს წევრი, რის გამოც იგი კიდევ უფრო დაუცველია რუსული აგრესიის და ოკუპაციის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. 2008 წლის სექტემბერში დაარსებული ნატო-საქართველოს კომისია არის „პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმი, რომელიც ზედამხედველობს ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას“.

გარდა ამისა, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო ნატოს წევრებს წარუდგენს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას რეფორმების სხვადასხვა ამოცანასთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად. გარდა ამისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დახმარება სამომავლო გაწევრებისთვის მომზადებაში.

რადგან საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად. ამისთვის კი ნატომ ცვლილებები უნდა შეიტანოს 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში, რომელიც განმარტავს მე-5 მუხლის ძალით დაცული სპეციალური ტერიტორიების რაობას.

ამით მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა ნატოში. სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, ნატოს უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭება მხოლოდ საქათველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს“ - ნათქვამია სტატიაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა