logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იანუშ ბუგაისკი: გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად
იანუშ ბუგაისკი: გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად
11:52 31.01.2020
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით,- ამერიკული გამოცემა ,,THE HILL” სტატიას ,, ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები“ აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, წარმოადგენს მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს რეგიონში და მოსკოვის ავტორიტარიზმის ალტერნატივას, რომელშიც სახეზეა საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო.

,,განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო წარმოადგენენ სანიმუშო მაგალითს ამ მხრივ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით. საქართველომ ვაშინგტონისგან შეისყიდა ჯაველინის ტიპის ტანკის საწინააღმდეგო რაკეტები თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მაღალი რანგის ვიზიტების დროს ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დიდად აფასებს საქართველოს პროამერიკულ საგარეო პოლიტიკას და მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში, და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ უნდა იყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და განახლებული ბიძგის მიცემა ნატოში საქართველოს წევრობისთვის. 2008 წლის სამიტზე ნატომ დადო პირობა, რომ საქართველო მისი წევრი გახდებოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვას. ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა გახდეს ალიანსის სრულფასოვანი წევრი. [მაგალითად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ალიანსის ურთიერთობა ნებისმიერ სხვა პარტნიორთან, მათ შორის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში წვლილის შემტან პარტნიორებთან. ნატოში შესვლა ხანგრძლივი პროცესია. ამ გზაზე საქართველო აშშ-ის მიერ აღიარებული იქნება, როგორც ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირე სტატუსი, რომლითაც დღესდღეობით 16 ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა. კონგრესის 2014 წლის კანონპროექტიდან ამოღებული იყო დებულება საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან ობამას ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ამბიციები. ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, წარმოადგენს მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს რეგიონში და მოსკოვის ავტორიტარიზმის ალტერნატივას, რომელშიც სახეზეა საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო. უსაფრთხოების სფეროში უფრო კონკრეტული დახმარების პირობებში საქართველო უკეთ დაიცავს თავს რუსეთის თავდასხმებისგან, განამტკიცებს დემოკრატიას და გააღრმავებს ამერიკის კავშირებს რეგიონში”,- ნათქვამია სტატიაში.



https://thehill.com/opinion/international/480761-america-needs-reliable-allies-like-georgia
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა