logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
nationalinterest.org: რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველომ უზარმაზარი წინსვლა იქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში
nationalinterest.org: რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველომ უზარმაზარი წინსვლა იქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში
11:33 11.10.2019
თბილისმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების გამოხატვასა და მეტად ძლიერ ალიანსს იმსახურებს.

თერთმეტი წლის წინათ რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა ბრუტალური, ხუთდღიანი ომის ინიცირების გზით. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და ქვეყნის მიწების მიტაცების პროცესს „მცოცავი ანექსიის“ გზით აგრძელებს.

თუმცა, რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველომ უშველებელი წინსვლა იქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მთავრობა აგრძელებს სვლას დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ და საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაწილში მიღწეული პროგრესი უდავოდ აღსანიშნავია.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პრეტენდენტია საქართველო 2008 წლიდან და განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან 2014 წლიდან ჩამოუყალიბდა, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. სხვა მრავალ დათქმასთან ერთად, მასში განსაზღვრულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. ეს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ე.წ. ოთხგანზომილებიან თავისუფლებას ანიჭებს: საქონლისა და მომსახურების, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

საქართველომ ძლიერი პარტნიორობა შეინარჩუნა შეერთებულ შტატებთან. ის წლებია, განაგრძობს აშშ მისიაში მონაწილეობას ავღანეთში და დღემდე 870 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული ადგილზე, თან უკანა ხაზზე მდგომი პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია. საქართველომ ყველაზე დიდი დანაკარგი იწვნია ავღანეთში განლაგებული კოალიციის ყველა პარტნიორთან შედარებით.

უშუალოდ ქვეყანაში, შესანიშნავი შედეგები აქვს საბჭოთა წარსულის მარწუხებიდან გათავისუფლებისა და ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით. საერთაშორისო ორგანიზაცია The Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს 1996 წლიდან მოყოლებული. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ „ეკონომიკურად შეჭირვებული“ ქვეყნების კატეგორიას დააღწია თავი და „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში დაწინაურდა ნახტომისებური ეფექტით. ინდექსში მისი აღმასვლა 124-ე პოზიციიდან მე-16 ადგილამდე ყველაზე დიდი მიღწევაა ამ საერთაშორისო რეიტინგის ისტორიაში.

ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია, განიხილავს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთან. ახლა უკვე დადგა ამის დრო.

ეს ნამდვილად იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ხელშესახები შედეგი, რაც განსაკუთრებით სასურველია მომავალ წელს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრორუსული პროპაგანდა იმაზე მოახდენს აპელირებას, რომ აზრი არ გააჩნია პროდასავლური პარტიისთვის ხმის მიცემას, რადგან დასავლეთი (სავარაუდოდ) არასოდეს დაუფასებს საქართველოს ძალისხმევას. არადა, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით ეს არგუმენტი უსაფუძვლო გახდება.

თუმცა, ეს არ მოხდება რუსეთის ჯიბრზე. ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. „სუფრა გაშლილია“ - ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად.
მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი წარმოებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. პროცესი 2012 წლის იანვარში დაიწყო. საქართველოს საელჩოს საიტზე დიალოგი აღწერილია როგორც „ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პლატფორმა, რომელსაც გააჩნია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის პოტენციალი“.

შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს, ასევე, ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას.

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება მხოლოდ გააძლიერებს ისედაც მყარ აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს.

თუმცა, თუ შეერთებული შტატები მოისურვებს, მყისიერი ეფექტი იქონიოს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დაწინაურებაზე და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე, მაშინ კონგრესმა სწრაფად უნდა დაამტკიცოს კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად. თბილისს აშშ ელჩი უკვე წელიწად-ნახევარია არ ჰყავს და ამის ეფექტი ქართველებში შეიგრძნობა.

საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულების გამოხატვას და უფრო ძლიერ ალიანსს. მან, ასევე, დაამტკიცა, რომ შეუძლია და იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებთან. დრო ნამდვილად არ არის დასაკარგი.


წყარო: nationalinterest.org

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა