„რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის შენობაში სტუმრობამ საზოგადოების პროტესტი
გამოიწვია. ხუთშაბათს საღამოს თბილისში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა“, - ამის შესახებ ევროპული გამოცემა, „Euronews” საკუთარ ვებ-გვერდზე წერს.
„თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრის პარლამენტში სტუმრობამ და სიტყვით გამოსვლამ პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საქართველოში რუსული გავლენა პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად რჩება. აშშ-ს მოკავშირე პატარა ქვეყანა 2008 წელს მოსკოვთან ომში დამარცხდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არც 2008 წლამდე ყოფილა დიპლომატიური.
რუსეთმა ორი საზღვრისპირა რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ არეალებში ამჟამად რუსული ჯარი დგას. საქართველო, რომელიც ენერგომილსადენებითაა დაქსელილი, იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდება. ეს ამბიცია კი მოსკოვისათვის, ქვეყნის ყოფილი საბჭოთა მეთაურისათვის, ბრაზის საგანია“, - ნათქვამია „Euronews”-ის სტატიაში.

















