საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ვლადიმერ ზელენსკის გარემოცვას კარგად ესმის ის მომენტი, რომ თუ მათ გვერდით მიხეილ სააკაშვილი დადგება, იგი ჯერ მათი მეგობარი, პარტნიორი და მრჩეველი იქნება, ხვალ კი ის აუცილებლად სახიფათო მოწინააღმდეგედ და მტრად გადაექცევათ. ამიტომაც ზელენსკელებმა არ უნდა დაუშვან გვერდით საქართველოს ექს-პრეზიდენტის ყოფნა ან მის მიმართ რაიმე პრეფერენციები, ვთქვათ, რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, თორემ მათ ასეთი ნაბიჯი უკან შეუბრუნდებათ. ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს არავის არ ჭირდება: არც ვლადიმერ ზელენსკის, არც იულია ტიმოშენკოს, მით უმეტეს - არც პეტრო პოროშენკოს და ვიკარჩუკის მსგავს ახალ მოთამაშეებს. როგორც კი დაბრუნდება, მიხეილ სააკაშვილი სწრაფად მიხვდება, რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა, ქვეყანაში მისი ადგილი აღარ არის. უკრაინის საზოგადოება იცვლება და შესაბამისად, პოლიტიკურ ლანდშაფტში იგი ვეღარ ჩაეწერება. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება მიხეილ სააკაშვილისათვის“, - ამბობს EtСetera-სთან საუბარში ვლადიმერ ფესენკო.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge

















