logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): იმის შესახებ, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოში გაიქცა, მისმა ცოლმა განაცხადა
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): იმის შესახებ, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოში გაიქცა, მისმა ცოლმა განაცხადა
13:50 12.04.2019
„პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო საქართველო ძალზე მიმზიდველი ქვეყანაა ბევრი მიზეზის გამო: ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია, გულუხვები, საუკეთესო ღვინო აქვთ, ისინი ამაყობენ კავკასიის ბუმბერაზი მთებით, შავი ზღვის სუბტროპუკული პლაჟებით... საქართველოში სტუმარი ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება, თანაც იაფად და კარგი პირობებით. სხვათა შორის, საქართველო იდეუალური ქვეყანაა იმათთვისაც, ვისაც მიმალვა უნდა“-ასე იწყება გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Guardian» -ის მიერ ლიუკ ჰარდინგის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:


2018 წლის მარტში ჯეკ შეპარდმა ლონდონში თვითმფრინავის ბილეთი შეიძინა და Turkish Airlines-ის რეისით სტამბოლში ჩავიდა, იქ კი მიმართულება შეცვალა და დილით შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდა. საიმიგრაციო პოლიციამ მისი პასპორტი ნახა და ჯეკ შეპარდი საქართველოში შეუშვეს.

ბრიტანელი მოქალაქე ჩვეულებრივი ტურისტივით გამოიყურებოდა, სინამდვილეში კი იგი ბრიტანულ პოლიციას ემალებოდა: 2015 წლის დეკემბერში, მდინარე ტემზაზე კატერით ღამეული გასეირნების დროს, 24 წლის სარლოტა ბრაუნთან ერთად, ავარია მოხდა. ჯეკი გადარჩა, შარლოტა კი ყინულივით ცივ წყალში დაიხრჩო. მოგვიანებით ჯეკ შეპარდს ბრალი წაუყენეს არაგანზრახულ, გაუფრთხილებელ მკვლელობაში. 2018 წლის იანვარში იგი სასამართლო სხდომას დაესწრო და თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. იმავე წლის მარტის დასაწყისში იგი დევონში ნახეს, შემდეგ კი გაქრა - თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ლონდონის „ოლდ-ბეილის“ სასამართლომ იგი დაუსწრებლად გაასამართლა.

ათი თვის განმავლობაში ემალებოდა ჯეკ შეპარტიდი ბრინაულ მართლმსაჯულებას. ქართული წყაროების თანახმად, მან საკმაოდ იოლად დაიწყო ახალი ცხოვრება თბილისში, თუმცა ანონიმურად - ჯეკ გრანტის სახელით. ადგილობრივებს წარმოადგენა არ ჰქონდათ, რომ იგი გამოქცეული იყო. ჯეკ შეპარდმა თბილისში რამდენიმე დაქირავებული ბინა გამოიცვალა: იგი ბაგებში და საბურთალოზე ცხოვრობდა - ტიპიურ „ხრუშჩოვკებში“, 1960-იან წლებში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ბეტონის კედლებზე გასაშრობად გამოკიდებული გარეცხილი თეთრეული ფრიალებს. ბინის ქირას თვეში დაახლოებით 250 გირვანქა სტერლინგს იხდიდა. დროდადრო იგი მისამართს იცვლიდა ხოლმე.

ინგლისში ჯეკ შეპარდი ვებ-დიზაინერად მუშაობდა და თავისი სპეციალობით სამსახური თბილისშიც განაგრძო, ქართველი კოლეგების ჯგუფთან ერთად. „ეს ძალზე იოლი იყო - მას თავისი ოფისი არ ჭირდებოდა, ყველაფერი ონლაინ-რეჟიმში კეთდებოდა“, - ამბობს ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. მისი თქმით, ჯეკ შეპარდთან არ მეგობრობდა და მასთან მხოლოდ სამსახურებრივ-პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა. როგორც ნინო ვარძელაშვილი აცხადებს, ჯეკ შეპარდს საქართველოში ყოფნა მოსწონდა. ბრიტანელმა ნინოს ერთ-ერთი კოლეგაც გაიცნო, ტელეარხის დილის შოუდან. ჯეკ შეპარდი ხშირად დადიოდა ბარ-რესტორნებში, დაესწრო რამდენიმე ღონისძიებას, „საგანმანათლებლო“ ლექცია-სემინარებს, თუმცა მას ოფიციალურად უნივერსიტეტში ან კოლეჯში სწავლა არ დაუწყია.

შეპარდი ბევრს მოგზაურობდა საქართველოში. მას განსაკუთრებით კავკასიის მთები იზიდავდა - იყო ყაზბეგში, გუდაურში - საქართველოს მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, თბილისთან ახლოს. „ამ ათი თვის განმავლობაში ჯეკმა საქართველოში დრო კარგად გაატარა“, - ამბობს ნინო ვარძელაშვილი. „მაგრამ როგორ ახერხებდა ინკოგნიტოდ დარჩენას?“, - ვეკითხები. - „იმიტომ, რომ არავინ იცოდა, თუ ვინ იყო იგი სინამდვილეში, პოლიციაც კი არ იყო საქმის კურსში“.

იდილია იანვარში დასრულდა, როცა ტელევიზიიდან და გაზეთებიდან ცნობილი გახდა მისი ვინაობა და ბრიტანეთიდან გამოქცევა, საქართველოში მიმალვის მიზნით. იმ დროისათვის მას ბრიტანულმა სასამართლომ უკვე 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კატერის ავარიის დროს დაღუპული შარლოტა ბრაუნის ოჯახის წევრები დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სადიჯ ჯავითს შეხვდნენ და მამამ - გრემ ბრაუნმა ჯეკ შეპარდის დაკავება მოითხოვა.

სხვათა შორის, ჯეკ შეპარდს დიდ ბრიტანეთში ცოლ-შვილი ჰყავს და სწორედ მისმა ცოლმა განაცხადა გასულ წელს, რომ ქმარი საქართველოში გაიქცა და იქ ცხოვრობსო. საკვირველია, რომ ინგლისელმა დეტექტივებმა ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქციეს და დაუყონებლივ არ იმოქმედეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჯეკ შეპარდი ტაილანდში და ინდონეზიაში წასვლასაც გეგმავდა.

თუმცა საბოლოოდ იგი იძულებული გახდა პოლიციას ჩაბარებოდა. მან მეგობრის დახმარებით ინტერვიუ მისცა „რუსთავი-2“-ს, რომლის დროსაც წვერი ჰქონდა მოშვებული.. ჯეკ შეპარდმა სინანული გამოხატა და განაცხადა, რომ როგორმე შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას.

ბოლო ცხრა კვირის განმავლობაში ჯეკ შეპარდი ქართულ საპყრობილეში იჯდა და ექსტრადიციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მას ციხეში კარგი პირობები ჰქონდა: ორ თანასაკნელთან ერთად ჯეკი კითხულობდა წიგნებს, უყურებდა ტელევიზორს და ა.შ.

ორიოდე დღის წინ კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდი ლონდონში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს, საღამოს იგი „ოლს-ბეილის“ სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარსდგა. უეჭველია, რომ მისმა გაქცევამ შარლოტა ბრაუნის ოჯახს მწუხარება გაუორმაგა. როგორც ჩანს, დღესაც კი შესაძლებელია ადამიანი იოლად მიიმალოს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა