logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«The National Interest» (აშშ): ნატო არ კვდება - ის ზომბია, რომლის რეანიმირება პერიოდულად ხდება, თუმცა საბოლოოდ ზომბებიც კვდებიან და ეს საქართველომ უნდა იცოდეს
«The National Interest» (აშშ): ნატო არ კვდება - ის ზომბია, რომლის რეანიმირება პერიოდულად ხდება, თუმცა საბოლოოდ ზომბებიც კვდებიან და ეს საქართველომ უნდა იცოდეს
14:00 03.04.2019
„პროფესორმა უოლტერ რასელმა The Wall Street Journal-ში ამას წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს „პულსი შეუმოწმა“ და მივიდა დასკვნამდე, რომ ნატო მალე მოკვდებაო, მაგრამ იგი სცდება. დავაზუსტოთ: ნატო, უბრალოდ, ზომბია, რომლის რეანიმაცია პერიოდულად ხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, რეანიმაციასაც თავისი საზღვრები აქვს. საბოლოოდ ზომბებიც კვდებიან“, - წერს სამხედრო ექსპერტი, აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი: „ეს სასარგებლოა იცოდეს საქართველომ, პატარა სახელმწიფომ, რომელიც კავკასიის მთებში რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის მდებარეობს და რომელსაც აქტიურად ლობირებენ ნატოში გაწევრიანებისათვის“.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სასიცოცხლო ძალა პირველად მაშინ გამოეცალა, როცა საბჭოთა მუქარა გაქრა. დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ნატოს, როცა მისი მოწინააღმდეგე აღარ არსებობდა... მაგრამ მომაკვდავ ნატოს, ვუდუს მაგიის მსგავსად, ახალი სიცოცხლე ბალკანეთის კონფლიქტმა ჩაჰბერა. შემდეგ მოიფიქრეს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავს საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულად თვლიდნენ, რიგი დაიკავეს, რომ ნატოს პარტნიორები გამხდარიყვნენ.

და რატომაც არა? რომელი ყოფილი სოციალისტური სახელმწიფო იტყოდა უარს ვაშინგტონის სამხედრო-ფინანსურ დახმარებაზე? ისინი ხომ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ „რუსული მუქარა და საფრთხე“ აუცილებლად დაბრუნდებოდა... მოკლედ, საბოლოო ჯამში ნატომ კვლავ დაიწყო გაფართოება, ამჯერად აღმოსავლეთისაკენ. დასავლეთმა სრული იგნორირება მოახდინა იმ დაპირებისა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს ჯორჯ ბუშმა, მარგარეტ თეტჩერმა, ფრანსუა მიტერანმა და ჰელმუტ კოლმა აღუთქვეს, რომ ნატო აღმოსავლეთისაკენ არ გაფართოვდებოდა და თავის რიგებში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილ წევრებს არ მიიღებდა.

რა თქმა უნდა, 1990-იან წლებში არანაირი რუსული საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ ამერიკის სამხედრო მრეწველობა დაინტერესებული იყო ნატოს გაფართოებით და მონახა მიზეზი მიზნის მისაღწევად: საჭირო იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში მიწვევა, რაც ამერიკულ სამხედრო ბიზნესს საარაკო მოგებას მოუტანდა. რასაკვირველია, იმ დროს სხვა უამრავი საფრთხეები და გამოწვევებიც იყო, რომლებმაც ხელის შეუწყეს აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების სამხედრო ბიუჯეტის ზრდას: აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების ჯარები თითქმის ყველგან იყვნენ - აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში...

თანდათანობით რუსეთიც აზრზე მოვიდა: იმ დროს, როცა ბარაკ ობამა პრეზიდენტობის პირველ ვადას ამთავრებდა, მოსკოვი მივიდა დასკვნამდე, რომ ნატოს გაფართოება და მისი შეღწევა ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში კოორდინირებული გეგმა იყო იმისთვის, რომ რუსეთის სტრატეგია განეიტრალებულიყო.
როგორ ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ქენანი აღნიშნავდა ათწლეულების წინათ, რუსეთს დაუცველობის გრძნობა ღრმად აქვს გამჯდარი. რუსული ეროვნული ტემპერამენტი მუდმივი მტრის არსებობას გულისხმობს და ცდილობს მისგან კედლებით შემოიფარგლოს. ამ მსოფლმხედველობას დღეს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განასახიერებს.

აშკარაა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსი ხალხის მობილიზება მოახდინა და მის მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკა რუსეთს, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული დასავლური სანქციების დამანგრეველი შედეგების განეიტრალებაში დაეხმარა. სხვათა შორის, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში და მის კონტროლქვეშ უფრო მეტ ხანს იყო, ვიდრე ტეხასის შტატი აშშ-ის შემადგენლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა სამხრეთ კორეის ეკონომიკას ბევრად ჩამოუვარდება, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მაინც მოახერხა ქვეყნის ეროვნული იმიჯისა და სამხედრო ძლიერების მეტ-ნაკლებად აღდგენა. მისმა ერთგვარმა პარანოიკულმა გადახრებმა ზოგიერთი დამკვირვებელი იმ ვარაუდამდე მიიყვანა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთს დასავლეთთან „სამხედრო გარჩევებისთვის“ ამზადებსო. მართალია, ასეთი პოზიცია გადაჭარბებულია, მაგრამ შეცდომა იქნებოდა ეჭვი შეგვეპაროს რუსეთი პრეზიდენტის ნებაში, რომელიც მზადაა რუსეთის ინტერესები დაიცვას თავის [აღმოსავლეთ] ნახევარსფეროში.

დღეს საქართველო ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის. საქართველო - ისევე როგორც ჩერნოგორია და ალიანსის სხვა ახალ წევრთა უმეტესობა - რიგში დგას და მზადაა აშშ-ის სამხედრო პროტექტორატად გადაიქცეს. თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურს, რომ მოსკოვი ასეთ დასკვნამდე მივიდეს - [ნატოში გაწევრიანებით] საქართველო რუსეთზე, ირანზე ან სხვა რეგიონულ სახელმწიფოზე თავდასხმის პლატფორმა გახდებაო - მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა უბრალოდ უნდა თქვას - „არა“.

მოვიდა დრო, რომ ზომბი ნატო გაქრეს. მართალი იყო შარლ დე გოლი, როცა ამბობდა - „ინგლისი კუნძულია, აშშ კი ევროპა არ არისო“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა