logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სერგეი მარკედონოვი: ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა „სუპერმინისტრად“ იქცა, რომლის უფლებები შეკვეცილია, მაგრამ აქვს ფართო საერთაშორისო კავშირები
სერგეი მარკედონოვი: ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა „სუპერმინისტრად“ იქცა, რომლის უფლებები შეკვეცილია, მაგრამ აქვს ფართო საერთაშორისო კავშირები
12:32 15.03.2019
სომხურმა საინფორმაციო სააგენტო «Новости – Армения»-მ გამოაქვეყნა ცნობილი რუსი პოლიტოლოგის სერგეი მარკედონოვის კომენტარი სალომე ზურაბიშვილის ერევანში ვიზიტის თაობაზე, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

„სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა „სუპერმინისტრად“ იქცა. ცხადია, მისი სახელისუფლებო უფლებამოსილებები შეკვეცილია, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ფართო საერთაშორისო კავშირები, რომლებსაც თავისი ქვეყნის სასარგებლოდ იყენებს. ამავე დროს ერევანში ვიზიტის კონტექსტში ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი არსებობს: როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში ყოფნისას განაცხადა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს არა მხოლოდ გეოგრაფია აერთიანებთ, არამედ ერთი ბედი სახელმწიფოს მშენებლობაშიც და ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა აქვს დარღვეული. თითქოს რიტორიკული საკითხია, მაგრამ გასაგებია, თუ ვის ადანაშაულებენ თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები. ერევანში ყოფნისას სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა მემორიალი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მიმართ ჩადენილ გენოციდს ასახავს და რომელსაც თანამედროვე აზერბაიჯანში უარყოფენ. პირიქით, ბაქო აცხადებს, რომ გასულ საუკუნეში სომხების მიერ გენოციდი სწორედ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელდაო.

ისტორიკოსმა სერგეი სოლოვიოვმა გეოგრაფიას მეტაფორულად უწოდა „რუსეთის დედინაცვალი“, რაც სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოსაც ესადაგება, განსაკუთრებით საქართველოს, რომელსაც საერთო საზღვრები აქვს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან. თბილისი იძულებულია მათ შორის აკურატული ლავირება მოახდინოს. სასწორის ერთ მხარეს არის ეკონომიკური კავშირები, ბაქოს მიერ ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პროექტები, მეორე მხარეს კი - კეთილმეზობლობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრია, ანუ რეგიონში რუსეთის უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს“, - ამბობს სერგეი მარკედონოვი.

რუსმა პოლიტოლოგმა აღნიშნა ეთნიკური ფაქტორიც - საქართველოში ხომ ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს: „ასეთ სიტუაციაში ყოველ მოუქნელ მოძრაობას ქვეყნის შიგნით არასტაბილურობის პროვოცირება შეუძლია... ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებს შორის ერთგვარი ბალანსი უნდა დაიცვას“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა