logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): სამშობლოდან სამშობლოში-საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი
«Radio Voice of America» (აშშ): სამშობლოდან სამშობლოში-საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი
12:23 26.02.2019
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავიდა ქვეყანაში, სადაც დაიბადა, გაიზარდა, დიპლომატად ჩამოყალიბდა, სახელმწიფო სამსახურში 30 წელი იმსახურა და საიდანაც ყოველთვიურად პენსიას - 3320 ევროს - დღემდე იღებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ფობურ-სენტ-ონორეს ქუჩაზე მდებარე, ელისეს სასახლეში ქართველ კოლეგას ემანუელ მაკრონმა გულთბილად უმასპინძლა. ორივე პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას, საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის, პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის სახელობის "ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.

ეს დიალოგი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას ისახავს მიზნად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კერძოდ ბრძანა:

„ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში, ხელი ეწერება დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის შექმნას. ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება საფრანგეთს შეეწირა, თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დიალოგი საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ მრავალი კონკრეტული პროექტი.

საფრანგეთი აუცილებლად და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრების ფარგლებში, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოში ე.წ. სადემარკაციო ხაზზე.

მსგავსი პრაქტიკა რუსეთის მხრიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და ჩვენ არ გავჩუმდებით. ყოველთვის დავგმობთ ამას. საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და დაუშვას დამკვირვებლები სეპარატისტულ რეგიონებში. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ - ხაზი გაუსვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა პირველ ლედის ბრიჟიტ მარი-კლოდ მარკონს, პარლამენტის ზედა პალატის - სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს და UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულს.

"საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“ - ამ სახელმწოდების საჯარო ლექციით საქართველოს პრეზიდენტი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (SciencesPo) აუდიტორიის წინაშე წარსგა, სადაც 1969-72 წლებში თავად სწავლობდა, 2006-15 წლებში კი ასოცირებული პროფესორი იყო. სალომე ზურაბიშვილს ასევე საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტმა (IFRI) და ორგანიზაცია "ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის“ უმასპინძლეს.

პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, რომელიც მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციისა და მფარველობის ქვეშ არის და 1929 წლიდან ქართველების სამლოცველოა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს და ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

ყველაზე ემოციური ლევილის შატოს და სასაფლაოს მონახულება იყო, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის მშობლები და ოჯახის სხვა წევრები განისვენებენ.
პრეზიდენტი ლევილში შვილებთან და ქართველ ძიუდოისტებთან ერთად მივიდა. მან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები ყვავილებით შეამკო. ლევილში ყოფნისას სალომე ზურაბიშვილმა კერძოდ აღნიშნა: "ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და აქ ჩემი ძმა დამხვდებოდა, როგორც ქართული დიასპორის ხელმძღვანელი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება."

“ეს უცნაურია, უცნაური შეგრძნებაა. მე ნამდვილად ვგრძობ თავს როგორც სახლში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ორივე ქვეყანას წარმოვადგენ. ამჟამად მე ვარ ჩემი ქვეყნის სამსახურში, საიდანაც ჩემი მშობლები და ბაბუები წამოვიდნენ, იმ დროს, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა“. - “ - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა რადიო RTL-ს, როცა მას საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის რანგში დაბრუნების თაობაზე ჰკითხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას სამი დღის შემდეგ უმასპინძლა, მას შემდეგ რაც, მისივე ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ელისეს სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა და პუტინმა სირიასა და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა