logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): არის თუ არა აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესში, იქნება თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ინტეგრირებული საქართველოში? / ფრანგი ფილოსოფოსის ბერნარდ ანრი ლევისა და ამერიკელი პოლიტოლოგის გრემ ალისონის კამათი „ატლანტიკურ საბჭოში“
«Radio Voice of America» (აშშ): არის თუ არა აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესში, იქნება თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ინტეგრირებული საქართველოში? / ფრანგი ფილოსოფოსის ბერნარდ ანრი ლევისა და ამერიკელი პოლიტოლოგის გრემ ალისონის კამათი „ატლანტიკურ საბჭოში“
11:42 26.02.2019
„ომი გარდაუვალი გახდა: ათენის ძალა იზრდებოდა, რამაც სპარტაში შიში წარმოშვა“, - ამ სიტყვებით ხსნის ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი თუკიდიდე ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებს, სპარტასა და ათენს შორის შორის დაპირისპირების გამწვავებას.

თუკიდიდემ „პელოპონესის ომი“ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 საუკუნით ადრე დაწერა და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. დებატები, თუ როგორ მოქმედებენ წამყვანი ძალები სტრატეგიული გამოწვევების წინაშე და რა განაპირობებს მათ ქცევას საერთაშორისო არენაზე, არ ჩამცხრალა. რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების აღზევება ძველი საფრთხეების აჩრდილს აცოცხლებს.

ფრანგი ფილოსოფოსი ბერნარდ ანრი ლევი და ამერიკელი პოლიტოლოგი გრემ ალისონი ამ საკითხის გარშემო „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ შეხვედრაზე დაობდნენ.
------
ბერნარდ ანრი ლევი „მტრული“ ქვეყნების შეკავების საშუალებად საერთაშორისო არენაზე ამერიკის უფრო მეტ ჩართულობას, მის მიერ „კარგი პოლიციელის“ როლის აღებას მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ ამერიკის მიერ საერთაშორისო წესრიგის განსაზღვრამ,მსოფლიოს, მის ისტორიაში არნახული 70-წლიანი მშვიდობა მისცა. გრემ ალისონი კი ფიქრობს, რომ დომინანტი ძალის შიში „ამომავალი“ ძალის წინაშე სახელმწიფოებს შორის ომების მთავარი განმაპირობებელია და ისტორიულად, სწორედ ეს წარმოშობდა სახელმწიფოთა შორის კონფლიქტს. მას მიაჩნია, რომ შემდეგი გამოწვევა არა რუსეთი, არამედ ჩინეთი იქნება, რომელიც შეეცდება შეერთებული შტატების ადგილი დაიკავოს. გრემ ალისონი თვლის, რომ ქვეყნებმა „თუკიდიდეს ხაფანგს“ თავი უნდა დააღწიონ და საერთაშორისო პოლიტიკაში ძალაუფლებისთვის მიზნით აქტიურ შეჯიბრში არ უნდა ჩაერთონ. „ეს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაა ათასწლეულების განმავლობაში“, - ამბობს გრემ ალისონი, ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორი.

ბერნარდ ანრი ლევი ფიქრობს, რომ გრემ ალისონი ცდება. მას მაგალითად მეოცე საუკუნის 30-იანი წლები მოჰყავს და ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა ადოლფ ჰიტლერის ტერიტორიული ამბიციები მიუნხენის კონფერენციაზე დააკმაყოფილა (ავსტრიის ანშლუსის შემდეგ), გერმანიის მიმართ განხორციელებულმა „დაშოშმინების პოლიტიკამ“ თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია. დასავლეთმა გერმანიას ჩეხოსლოვაკია დაუთმო, ამას კი ჰიტლერი არ შეუჩერებია - იგი იმის იმედით, რომ დასავლეთის ქვეყნები წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, პოლონეთში შეიჭრა და II მსოფლიო ომი დაიწყო. „რა თქმა უნდა, მე პროამერიკელი ვარ უბრალო მიზეზით - ეგზისტენციალური მიზეზის გამო: ამერიკის გარეშე მე არ დავიბადებოდი, არ ვიარსებებდი. ჩემი ოჯახი, როგორც ყველა ებრაელი ევროპაში განადგურებული იქნებოდა ჩემს დაბადებამდე. მე პროამერიკელი ვარ, რადგან მიუხედავად საშინელი შეცდომებისა (დემოკრატიებიც უშვებენ შეცდომებს), მე მაინც უნდა ვაღიარო, რომ ამერიკა [ისტორიის] სწორ მხარეს დგას ბოლო 70 წლის განმავლობაში“, - თქვა ბერნარდ ლევიმ. იგი გვაფრთხილებს, რომ საერთაშორისო არენაზე ამერიკის მტკიცე პოზიციის გარეშე გაჩენილ ვაკუუმს ისეთი ქვეყნები ჩაანაცვლებენ, როგორიცაა რუსეთი. „ის, რომ ნაციზმი დამარცხებულია, ეს ამერიკის მიღწევაა. ის, რომ კომუნიზმი, რომელიც იყო და არის ფაშიზმის ფორმა, დამარცხებულ იქნა - ეს ამერიკის გამოა და არა ევროპის გამო. ევროპა მიეჩვია იდეას, რომ ის ორადაა გაყოფილი“, - ამბობს ის. „მე მირჩევნია თავდაუჯერებელი ამერიკული იმპერიალიზმი, დემოკრატიული ღირებულებებით სავსე, ვიდრე ვლადიმირ პუტინის სურვილი იმპერიის და ძალაუფლების, რომელიც გამოხატულია მის ევრაზიის პროექტში“, - განმარტავს ბერნარდ ლევი.

„მელოსის დიალოგი“ საერთაშორისო პოლიტიკაში ძლიერის და სუსტის, ალიანსების, დაპირისპირების და საგარეო პოლიტიკის ცნებების და რეალიზმის საწყისია. პროფესორი გრემ ალისონი სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა, ის ეგრეთწოდებული „ჯეფერსონული“ საგარეო პოლიტიკის მიმდევარია და ფიქრობს, რომ ამერიკამ საკუთარი დემოკრატიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და „ჩაურთველობის პოლიტიკა“ აწარმოოს. „რუსეთი სასტიკი ქვეყანაა, პუტინი დემონია, რაც მათ ჩეჩნეთში გააკეთეს საშინელებაა, რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? რა და ბირთვული ომი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის“, - ამბობს გრემ ალისონი. მას მიაჩნია, რომ ამერიკის ინტერესში არ არის იმ ქვეყნების დაცვა, რომლებიც დასავლეთში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, რადგან მისი აზრით, ეს მას რუსეთთან დაპირისპირებამდე მიიყვანს. „არის თუ არა ევროპა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ამერიკის ინტერესში? დიახ, არის! მაგრამ ეს არაა აშშ-ის საციცოცხლო ინტერესი. არის თუ არა შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესში, იქნება თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ინტეგრირებული საქართველოში? არა! აქვს ამერიკას საციცოცხლო ინტერესი იმაში, გააკონტროლებს თუ არა ყირიმს უკრაინა? არა!“, - ამბობს ის.

რუსეთის ექსპანსია მის სამეზობლოში, ჩეჩნეთის ომი და გროზნოს განადგურება, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, უკრაინაში შეჭრა და მცდელობა შეინარჩუნოს გავლენა იმ რეგიონზე, რასაც ის თავის „უკანა ეზოს“ უწოდებს, ანრი ლევისთვის წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას საკუთარი იდეების მიხედვით შეცვალოს სამყარო. მოსკოვი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც დასავლეთის ანტიპოდს, როგორც მის მეტოქეს და სწორედ ამიტომ საჭიროებს მტკიცე პასუხს დასავლეთისგან. „[რუსეთის] მსოფლიოს ხედვა ჩვენსას ეწინააღმდეგება. თვითონ ისინი ამას ასე აღიქვამენ... ჩვენ ვართ ვალდებული, თუ გვაქვს რაიმე ღირსება, თუ გვაღელვებს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომ გავამაგროთ ხაზი და გავამაგროთ მტკიცედ“, - ამბობს ბერნარდ ლევი. იგი არ იზიარებს ოპონენტის პოზიციას, რომ შეერთებული შტატების აქტიური ჩართულობა, დასავლეთს უფრო დიდი ფასი დაუჯდება. „30-იან წლებში ჩვენ გვყავდა პროფესორები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიხილეთ ანშლუსი, ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა, ებრაელები, რომლებიც მატარებლით გადაყავდათ, მაგრამ შესაძლოა უარესი ვიხილოთ. ვიხილოთ ჰიტლერიზმი, რომელიც მის ბნელ ფრთებს მთელს მსოფლიოს გადააფარებს. საბოლოოდ, ჩვენ ორივე მივიღეთ, მივიღეთ მეორე მსოფლიო ომი“, - ამბობს ის. ფრანგი ფილოსოფოსი სირიის კონფლიქტს განიხილავს, როგორც იმის მაგალითს, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ არ ჩართულიყო ამ კონფლიქტში, განაპირობა სირიაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილი და მილიონობით სირიელის მიერ სახლის დატოვება. „ეს იმიტომ მოხდა, რომ დავუთმეთ მოედანი ბაშარ ალ ასადს. დღეს, კი ჩვენ გადავწყვიტეთ ის მცირე სამხედრო კონტიგენტი, რაც იქ გვყავდა, გამოვიყვანოთ, რომ ვუთხრათ ირანს, ბაშარ ალ ასადს და პუტინს, რომ ეს მოედანი თქვენია, წაიღეთ“, - თქვა მან.

ორივე მოაზროვნე თანხმდება, რომ მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. მთავარია ინდივიდის სწრაფვა სიცოცხლისკენ, თავისუფლებისა და ბედნიერების ძიებისკენ. თუმცა მათ ამ ღირებულების დაცვის განსხვავებული ხედვა აქვთ. და ისევე, როგორც თავისუფლების ამ დებატების ისტორიაც, საუკუნოვანია. „ჩინეთში, რუსეთში, სტამბოლსა და ანკარაში, რიადში, არიან ადამიანები, ვისაც აქვთ იმედი, სჯერა [დემოკრატიის და ადამიანის უფლებების] და ყოველ დილა-საღამოს ლოცულობენ ამერიკის მიერ მისი მხნეობის დაბრუნებაზე“, - ამბობს ბერნარდ ლევი, რომლის ამერიკისადმი ერთგულება ფრანგულ წრეებში, რომლებიც ტრადიციულად უფრო კრიტიკულად უდგებოდნენ ვაშინგტონს, გამონაკლისს წარმოადგენს.

დასავლური მოდელი ომის და მშვიდობის, დიქტატურის და დემოკრატიის ფუნდამენტური დაპირისპირების მიღმა, სხვა გამოწვევის წინაშეცაა. და ეს გამოწვევა საკუთარ თავში რწმენის დაკარგვაა, რასაც ნაწილობრივ, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში პოპულისტური ძალების წარმატება და ტრადიციული მოდელით იმედგაცრუება განაპირობებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა