logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Raseef» (ლიბანი): ნარიყალადან თბილისის მთელ სილამაზეს ნახავთ-ქალაქი თითქოს ღმერთს შეუქმნია
«Raseef» (ლიბანი): ნარიყალადან თბილისის მთელ სილამაზეს ნახავთ-ქალაქი თითქოს ღმერთს შეუქმნია
13:13 25.02.2019
„თბილისში საოცარი მზეა. აისისა და დაისის დროს მზის სხივები მრავალრიცხოვანი ეკლესიების სახურავებზე ირეკლება. ქალაქს ირგვლივ მთები აკრავს. ჰაერი გამჭვირვალეა, სუფთა, კვიპაროსებისა და ფიჭვის არომატით გაჟღენთილი, რომელიც დილის ნიავს მოაქვს. ჩემი სასტუმრო ავლაბარშია. აივნის კარს ვაღებ და ქალაქ გავყურებ“, - ასე იწყება სტატია, რომელშიც ლიბანელი ტურისტი ქალის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ლინა აბდურაჰმანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას:.

პუბლიკაციაში აღწერილია ძველი ქალაქის უბნები და ღირსსესანიშნავი ადგილები: მეიდანი, დარეჯან დედოფლის სასახლე, აბანოთუბანი, ნარიყალა, მშვიდობის ხიდი და ა.შ. „მშვიდობის ხიდთან რიყეს პარკია გაფენილი, მტკვრის პირას. აქ ყველაფერია ბავშვებისა და უფროსებისათვის“, - წერს ლინა აბდურაჰმანი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პოლიციის თანამშრომლებზე და აღნიშნავს, რომ ისინი ტურისტების უსაფრთხოებას იცავენ.

„საბაგირო გზით ნარიყალაზე ავედი, „ქართვლის დედასთან“. ზემოდან თბილისის მთელ სილამაზეს ნახავთ. ქალაქი თითქოს ღმერთს შეუქმნია: უყურებ და თავს მსუბუქად გრძნობ. ვრწმუნდები, რომ დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც ჭუჭყს, კვამლს და სმოგს ჯერ არ მიუღწევია“, - აღნიშნავს ავტორი.

„საქართველოში მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ინგლისურ ენაზე ლაპარაკი შეუძლიათ. ეს ყოველთვის ადვილი არ არის: უფროსი თაობის ადამიანები, რომელთა ასაკი 50 წელზე მეტია, რუსულად საუბრობენ, ახალგაზრდების უმრავლესობას კი ძირითადად მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი შეუძლიათ. პრინციპში, ინგლისური ენის არცოდნა აქ ცოტას თუ ვინმეს აღელვებს, რადგან საქართველო მაინცდამაინც არ არის ამერიკის დიდი ფანატი და მიმბაძველი. ამ კავკასიურ ქვეყანაში მიღებული არაა, რომ ყველაფერი გადმოიღონ ამერიკული ან დასავლური ცხოვრების წესიდან. მაგალითად, საქართველოში იშვიათად შეხვდებით „მაკდონალდსს“ და სწრაფი კვების სხვა ობიექტებს. აქ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს პატარა რესტორნები ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძებით.

ქართველებზე, ცხადია, გავლენა მოახდინა ხანგრძლივმა კომუნისტურმა ეპოქამ, რაც ბევრ დეტალშია შესაჩნევი, ვთქვათ, იმ უბრალოებისკენ მიდრეკილებაში, რაც მათ გარეგნულ მხარესა და ქცევაში გამოიხატება. გარდა ამისა, ამას სამუშაო კვირის ხანგრძლივობაც მოწმობს: ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კვირაში ექვს დღეს მუშაობენ და სამუშაო ცხრა საათს გრძელდება. ასევე იგრძნობა დიდი მაღაზიების ნაკლებობა, რომელიც ძირითადად მხოლოდ „თბილისი-მოლით“ და „ისთ პოინტით“ ამოიწურება.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მეტრო მეშვეობით მოვხვდი. ალბათ, აუცილებელია ვთქვა, რომ თბილისი მეტროპოლიტენი საკმაოდ ძველია. მიწისქვეშა გვირაბებში ხშირად ნახავთ მაღაზიებს, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციით ვაჭრობენ, ასევე მეორადი იაფფასიანი ფეხსაცმლით და ტანსაცმლით. ქუჩა, რომელზეც მეტროდან ამოვედი, ერთი შეხედვით, ევროპულ ქალაქთა ძველ ქუჩას მოგვაგონებს, XVIII-XIX საუკუნებისას. შენობათა ფასადები ძალიან ჰგავს პარიზულ ბალკონებს, მათში შეიძლება ფაქიზი მოტივებიც შევამჩნიოთ, რომლებიც იტალიური არქიტექტურითაა გამოხატული. გარდა ამისა, იქვე ახლოს დიდი პარკიც მდებარეობს, სადაც, ქართველების გარდა, ბევრ უცხოელსაც ნახავთ.

მარჯანიშვილის ქუჩაზე თქვენ თვალის ერთი გადახედვით შეამჩნევთ, რომ აქ არაბები ხშირი სტუმრები არიან. ისინი საქართველოში ბოლო დროს ხშირად ჩამოდიან. აქ მდებარე რესტორნებში შეგიძლიათ ნახოთ არაბული წარწერები. აქ გახსნილია აგრეთვე თურქული და ერაყულ-ლევანტიური რესტორნები, სადაც არაბულ ტრადიციულ კერძებს შემოგთავაზებენ. (...) რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, აქაური ეროვნული საჭმელების ინგრედიენტები ცოტათი თუ განსხვავდება არაბულისა და თურქულისაგან. ქართული სამზარეულოს ბევრი კერძი ხორცისგან, ბოსტნეულისგან, კვერცხისა და რძის ნაწარმისგან მზადდება. გარდა ამისა, ქართველებს უყვართ ნატურალური ხორცი (მოხარშული ან შემწვარი სახით), თაფლი და ღვინო. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქართულ სამზარეულოზე გავლენა მოახდინა მეზობელმა ქვეყნებმა - რუსეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა. ეს ფაქტორი განაპირობებს ეროვნული კერძების მრავალფეროვნებას და უნიკალურობას.

დილით და საერთოდ, დღე-ღამის ყველა მომენტში თქვენ შეგიძლიათ ხაჭაპური მიირთვათ, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია. ქართველები ხაჭაპურს ყველიანი ღვეზელის სახით ამზადებენ, ზემოდან კვერცხით, ღუმელში გამომცხვარი სახით. ასევე უნდა ავღნიშნოთ ხინკალი, ჩახოხბილი, ბადრიჯანი ნიგვზით...

ჩემს თავს ვეკითხები: რა დამამახსოვრდება საქართველოდან წასვლის შემდეგ? ვფიქრობ, რომ არ დამავიწყდება ქვეყნის იშვიათი სილამაზე: დიდებული მწვანე ხეობები, უძველესი ეკლესიები, მაღალი კოშკები, ძველი ციხე-სიმაგრეები, ღვინის ფარდულები პატარა და ვიწრო ქუჩებში, ფართო ევროპული სტილის ავტობანები, აღმაფრთოვანებელი ბუნება და სუფთა ჰაერი... არ დამავიწყდება ახალგაზრდა ქალები და დაღლილი მოხუცები, რომლებიც ბევრს მუშაობენ... მამაკაცები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი მდგომარეობით და ქვეყნის მთავრობით, და ეს ყველაფერი შეხამებულია უძველეს, მდიდარ ისტორიასთან...

ქართველები ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ ტრადიციებს და შეამჩნევთ, რომ ზოგჯერ ისინი ეჭვის თვალით უყურებენ თანამედროვე ტენდენციებს და საერთაშორისო ტურისტებს. და მაინც ის მეგობრული კეთილგანწყობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელი სტუმრების მიმართ ამჟღავნებს, იმას ნიშნავს, რომ ქართველებს გულწრფელად სურთ სტუმრებზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვონ, რომ საქართველო მათ კიდევ ერთხელ მოინახულონ“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა