logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Politico» (აშშ): სალომე ზურაბიშვილს განზრახული აქვს თავისი ქვეყანა ევროკავშირს და ნატოს დაუახლოვოს და ამ მიზნით საკუთარი გამოცდილება გამოიყენოს
«Politico» (აშშ): სალომე ზურაბიშვილს განზრახული აქვს თავისი ქვეყანა ევროკავშირს და ნატოს დაუახლოვოს და ამ მიზნით საკუთარი გამოცდილება გამოიყენოს
12:56 25.02.2019
ამერიკული გამოცემა «Politico», საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რიმ მომტაზის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:

კეთილი ნება თქვენამდე მხოლოდ ნაწილობრივ აღწევს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ წარმოადგენდით იმ ქვეყანას, რომელსაც დახმარებას სთხოვთ. ეს ის რეალობაა, რომელთან ბრძოლაც უწევდა ამ კვირაში საქართველოს ახალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ყოფილი ფრანგი დიპლომატი ეწვია პარიზს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში, მისი პირველი ორმხრივი ვიზიტის დროს პრეზიდენტის რანგში. ვიზიტი ერთგვარ სახლში დაბრუნებასაც წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ის არჩეული იქნა პრეზიდენტად მისი წინაპრების მიწაზე დეკემბერში, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და სამი ათწლეული მის საგარეო სამსახურში გაატარა.

ემანუელ მაკრონმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, თუმცა იგი ტრადიციული ფრანგული საუბრების ერთგულიც დარჩა, რომლის მიზანი რუსეთთან უსიამოვნებების თავიდან აცილებაა. მან დაადასტურა საფრანგეთის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენულობის მიმართ, მაგრამ გარკვევით არ უთქვამს, რომ მოსკოვს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.

თავისი დაძაბული სამდღიანი ვიზიტის დასასრულს პარიზის სასტუმროში „პოლიტიკო“-სთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილს ემანუელ მაკრონის სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ამის ნაცვლად მან აღნიშნა და უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველო-რუსეთის საზღვართან.

„არსებობს ბევრი რამ, რასაც ამჟამად საფრანგეთი აკეთებს და რაც შეუძლებელი იქნებოდა წინა წლებში“, - თქვა მან, - „(ემანუელ მაკრონმა) ნათლად გამოხატა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მისთვის შესაძლებელი ნებისმიერი გზით“.

მნიშვნელოვანი ფრაზა ამ წინადადების ბოლოშია. არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც საფრანგეთს შეუძლია და ზოგიერთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ან არ გააკეთებს.

საფრანგეთისთვის საქართველოს შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობის უფრო დიდი გათვლის ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, პარიზი არ აპირებს გარისკონ მოსკოვთან კონფრონტაცია იმ ქვეყნის გამო, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პრეზიდენტი მათი თანამშრომელი იყო.

„საფრანგეთის მიდგომა რუსეთის მიმართ წარმოადგენს მკაცრ პრაგმატიზმს“, - განაცხადა ნიკუ პოპესკუმ, ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელმა. მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონი მოსკოვს კონსტრუქციულ პარტნიორად აღარ მიიჩნევს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი უსიამოვნებებს ეძებს. „საფრანგეთს უფრო მეტად სურს მკაცრად საუბარი“, - აღნიშნა მან, „მაგრამ როგორც ჩანს, მას სურს ბრძოლა რუსეთთან სირიისა და ლიბიის გამო და არა საქართველოსთან დაკავშირებით“.

სალომე ზურაბიშვილის სურვილია საკუთარი ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვოს ნატოს და ევროკავშირს და იმედი აქვს, რომ ერთ დღეს მისი ქვეყანა ორივე ორგანიზაციის წევრი გახდება. თუმცა რუსეთი სამხედრო მოქმედებებით იმუქრება, თუ საქართველო ნატოს შეუერთდება. ასე რომ, 66 წლის პრეზიდენტს ბეწვის ხიდზე გავლა უწევს.

როცა პირადული პოლიტიკურსაც ნიშნავს

მისი ქვეყნის მსგავსად, სალომე ზურაბიშვილის საკუთარი ოჯახის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. მისი პაპა და ბებია, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ცნობილი აქტივისტები, გაექცნენ საბჭოთა ინტერვენციას 1921 წელს. მისი ბებიის ერთადერთი ძმა, რომელიც საქართველოში დარჩა, დახვრიტეს.

თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც მისი წინაპრები განდევნილი იქნენ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟს და ქალიშვილს სიკვდილით დაემუქრნენ მაშინ, როდესაც ის გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულ კანდიდატს დაუპირისპირდა.

თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე, სალომე ზურაბიშვილს უკვე მიღწეული ჰქონდა მოსკოვზე გამარჯვება. 2004 წელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მან მოილაპარაკა საბჭოთა სამხედრო ბაზების დახურვა. იიგი დაუპირისპირდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელიც, როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების დროს ხისტია. „მე ჯერ კიდევ ვერ ვხსნი სრულად, რატომ იმუშავა ამან“, - თქვა მან, - „მე ვიცოდი, რა მიზანიც მქონდა - არ წავიდოდი კომპრომისზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რატომ დამთავრდა ეს წარმატებით...“

სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი შესაძლოა ყალბი თავმდაბლობა იყოს მისი მხრიდან. დასავლელი დიპლომატის ინფორმაციით, რომელიც იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს, განსაკუთრებით დაძაბულ მომენტში მან ლავროვს უთხრა: „ნუ მეთამაშებით თქვენი საბჭოთა ხრიკებით“. ეს იყო გაბედული მოქმედება, რითაც ზურაბიშვილი ცნობილი იყო საფრანგეთის საგარეო სამსახურში. „ჩვენი მამაკაცი კოლეგები იტყოდნენ, რომ სალომე არის კაცი, როგორებიც იქნებოდნენ თვითონ, ფოლადის ხელი აბრეშუმის ხელთათმანში“, - განაცხადა მურიელ დომენაკმა, ფრანგმა დიპლომატმა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა.

სალომე ზურაბიშვილი როგორც „წყნარი დიპლომატი“

შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტი ხისტი ოპერატორია, მაგრამ იგი აფასებს დიპლომატიის მნიშვნელობას. მან მიანიშნა, რომ კმაყოფილი იყო საფრანგეთით, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებებს კულისებს მიღმა. „ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა (საქართველოსთან დაკავშირებით), როცა საქმე რუსეთთან დისკუსიას ეხება... თუმცა აუცილებელი არ არის, ეს საჯარო ფორუმზე მოხდეს“, - აღნიშნა მან. პრეზიდენტის თქმით, ის და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას საქართველოს ფრთხილად ხსენება „იყო წინსვლის გზა“, თუმცა წარმატების გარანტიის გარეშე. „დღეს არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღევანდელ პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება“, - თქვა მან.

მოსკოვთან წყნარი, მაგრამ მტკიცე დიალოგი არის ის მაქსიმუმი, რისი იმედიც სალომე ზურაბიშვილს ამ მომენტში შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთისგან და დასავლეთის სხვა ქვეყნების მთავრობებისგან.

„პარიზს ზოგადად სურს მოსკოვთან ურთიერთობის უფრო მკაცრ ხაზზე გადასვლა, - ამბობს ნიკოლას ტენზერი, პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორი, - „მაგრამ არა თვითონ. არსებობს რუსეთთან უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენის სურვილი, მაგრამ არა კონფრონტაციისთვის, რადგან საფრანგეთი ისევ ეძებს მოკავშირეებს. ეს არ არის დონალდ ტრამპის ამერიკა და ევროპელები გახლეჩილები არიან“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ საფრანგეთი მისი მთავარი პარტნიორი იქნება არა მხოლოდ მისი ამ ქვეყანასთან ხანგრძლივი კავშირების გამო. „ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებით სურს, რომ გააგრძელოს გზა ევროპული პროექტით, არის საფრანგეთი. ასე რომ, ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ საფრანგეთს“, - აღნიშნა მან. საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობა ხელმისაწვდომი არ არის, სულ მცირე დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა მას აქვს სტრატეგია ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით „კვაზი-წევრობის“ მცდელობის მეშვეობით - ემანუელ მაკრონის ხედვა მრავალსიჩქარიან ევროპაზე, რომელიც სხვადასხვა „წრეებისგან“ შედგება.

„სადაც შეგვიძლია ვიყოთ, ნება მოგვეცით, რომ ვიყოთ“, - განაცხადა მან სალომე ზურაბიშვილმა თავის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დროს, ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირების თხოვნით, - „ეს არის კულტურა, განათლება... უსაფრთხოება და თავდაცვა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ეკონომიკური თანამშრომლობა გარკვეულ სფეროებში“.

ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილის ხედვას და განაცხადა „ახალი ფურცლის“ შესახებ ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, რაც გააღრმავებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, ვაჭრობის, თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.

სალომე ზურაბიშვილს სურს მისი ორი სამშობლო-ქვეყნების ქალაქთა დამეგობრება, საქართველოს ჩართვა საფრანგეთის წიგნის დიდ ბაზრობაში და ბევრი სხვა კავშირის დამყარება. პარიზის მაღალი საზოგადოების ცოდნის გამოყენებით, მან გამართა შეხვედრა ბევრ გავლენიან ფრანგ ქალთან. Cercle de l'Union Interalliée-ის ცნობილ კერძო სასადილო კლუბში, ელისეის სასახლის ახლოს, შეიკრიბნენ ბიზნესის აღმასრულებლები, რეჟისორები, გამომცემლები და მთავრობის მინისტრი.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც მიმართა, მაგრამ მას უფრო მეტად მშობლიური საფრანგეთის იმედი აქვს, სადაც კარი მისთვის ფართოდ გაიხსნება, სულ ცოტა, იმ დროის განმავლობაში, სანამ ემანუელ მაკრონი პრეზიდენტი იქნება. საფრანგეთი „აგრძელებს თქვენთან შეხვედრას, როგორც ერთ-ერთ ჩვენიანთან“, - ასე უთხრა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა