logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ამერიკელი ექსპერტის აზრით, ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება
«Radio Voice of America» (აშშ): ამერიკელი ექსპერტის აზრით, ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება
14:12 14.02.2019
თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები სოჭში, სამმხრივი მოლაპარაკებების მიზნით იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა აშშ-ის მიერ სირიიდან ჯარების გამოყვანის შემდგომი რეალობაა. კრემლსა და ანკარას ჯერ არ აქვთ საბოლოო თანხმობა იმაზე, როგორ უნდა გადაწყდეს იდლიბის მომავალი. ეს სირიელი მეამბოხების მიერ კონტროლირებული ბოლო ანკლავია. რუსეთი „გადამწყვეტ ქმედებებს“ ითხოვს, ანკარა კი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის მომხრეა, რომელიც თავის მხრივ თურქეთის საზღვართან დაცული ზონის არსებობას უზრუნველყოფს. რუსეთი და ირანი მხარს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს უჭერენ, თურქეთი კი სირიელ მეამბოხეებს. თუმცა მხარეები 7-წლიანი სამოქალაქო ომის მშვიდობიანი დასრულებისთვის მზაობას გამოთქვამენ.

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა, სწორედ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. (...) ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთ მოკავშირეს გაურკვევლობის შეგრძნება გაუჩინა. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აშშ-ის მოკავშირე სირიელი ქურთები დაუცველნი აღმოჩნდებოდნენ თურქეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ. თურქეთი მათ ტერორისტებად მიიჩნევს. ბევრი შიშობდა, რომ სირიელი ქურთების საკითხი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩენილიყო ნატოს წვერი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
(...)
„ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ თუკი პროცესები მეტი ურთიერთგაგებით და თანამშრომლობით წარიმართება, სირიიდან ამერიკის ჯარების გამოყვანამ შეიძლება არა „ძალთა ვაკუუმის“, ტერორისტების გაძლიერების ან ახალი კონფლიქტის, არამედ პირიქით, ახალი პარტნიორობის და შესაძლებლობების სივრცე შექმნას. მისი თქმით, სირიული დასახლებების ბედი შესაძლოა ორი ქვეყნისთვის „შესაძლებლობების ფანჯარაც“ კი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ამერიკის მიერ ტერიტორიის დატოვების შემდგომ რეალობაზე შეთანხმება მოხდეს.

„ამერიკის მოკავშირეებისთვის კავკასიაში უკეთესი იქნება, თუკი ამერიკასა და თურქეთს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა ექნებათ“, - ამბობს ლუკ კოფი კავკასიის ქვეყნებზე ამ მოვლენების შესაძლო შედეგების თაობაზე.

„პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდი - SETA-ს ერთ-ერთ შეხვედრაზე თურქი ანალიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ სირიიდან ჯარების გაყვანა პრეზიდენტ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის გაგრძელებაა და ამის „ფუფუნება“ რეგიონს ახლა არ აქვს, ლუკ კოფი ამბობს, რომ ეს კავკასიის ქვეყნებისთვის დამატებითი შფოთვის საგანი არ არის. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში კი, ამ პოლიტიკამ ის უფრო აჩვენა, რომ ამერიკა საკუთარ და საკუთარი მოკავშირე-პარტნიორების ინტერესებს აყენებს ყველაზე წინ:
„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ რას ნიშნავს ეს პოლიტიკა საქართველოსთვის: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა საქართველოსთვის „ჯაველინები“ მიეყიდა მაშინ, როდესაც მაგალითად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს არ გააკეთა. რაც შეეხება თურქეთს, ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ამ საკითხის ძლიერი ადვოკატია. თუკი ამერიკა და თურქეთი შეძლებენ, რომ ამ საკითხზე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი რამ იქნება“, - ამბობს მკვლევარი.

რეგიონის ქვეყნებისა და დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილს ბოლო დროს რუსეთისა და თურქეთის დაახლოებაც აშფოთებს. საუბარია მაგალითად იმაზეც, რომ ანკარა რუსული სარაკეტო სისტემის C-400-ების შესყიდვას აპირებს. ეს სისტემა კი ნატოს თავდაცვის სისტემასთან შეუთავსებელია. თუ C-400-ების ნატოს სისტემაში ინტეგრაცია მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატომ რუსეთს სამხედრო საიდუმლოებები უნდა გაუმხილოს იმისთვის, რომ ამ იარაღის თურქეთის თავდაცვის სისტემაში გაერთიანება მოხდეს.

თუმცა ლუკ კოფი ფიქრობს, რომ ამ პროცესებს საქართველოზე ძლიერი უარყოფითი გავლენა ვერ ექნება და რუსეთ-თურქეთის ისტორიული წარსული და რეალობა მათ კონკურენტების პოზიციაში უფრო აყენებს, ვიდრე - მეგობრების.

გარდა ამისა, თურქეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და კრემლის მიერ ყირიმის ოკუპაციაზეც საუბრობს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დასავლეთთან კი პირიქით, დაძაბულობის გაზრდის მიუხედავად, ანკარა რუსეთი-უკრაინის კონფლიქტში მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს: ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ქერჩის სრუტეში უკრაინელ მეზღვაურებზე რუსული მხარის თავდასხმის და დაპატიმრების შემდეგ კი, თურქეთმა და უკრაინამ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გაააქტიურეს საუბარი. იანვარში თურქეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა თურქეთისგან 6 უპილოტო საფრენ აპარატ “ბაირაქტარ TB2-ს” იყიდის. ორ ქვეყანას შორის კონტრაქტის ღირებულება 69 მილიონი დოლარია.

„რუსეთი-თურქეთის დაახლოების შესახებ საქართველოს კონტექსტში სავსებით მშვიდად ვიქნებოდი“, - განმარტავს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, „თურქეთსა და რუსეთს ყოველთვის ჰქონდათ კონკურენცია, ზოგჯერ კონფლიქტიც კი სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის ირგვლივ. ამ ორი ქვეყნის ბუნებრივი მდგომარეობა ისაა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ძალიან ახლოს. ვფიქრობ, ეს ხანმოკლე ჩართულობაა და მომავალში ვნახავთ, რომ თურქეთი თავის ძველ, ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მისი კონკურენტია. არ მგონია ამ სიახლოვეს დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოს მომავალზე“, - ამბობს ლუკ კოფი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა