logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ng.ru“(რუსეთი): „ციანიდის საქმე“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განხეთქილებით ემუქრება
„ng.ru“(რუსეთი): „ციანიდის საქმე“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განხეთქილებით ემუქრება
14:07 14.02.2019
სტატიაში გადმოცემულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უთანხმოება ფართოდ გახმაურებული „ციანიდის საქმის“ ფიგურანტის, დეკანოზ გიორგი მამამალაძის საქმესთან დაკავშირებით: „ქართული ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ბევრი ეჭვი არსებობს და ის, რომ თითქოსდა ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქმის კურსში არ არის, ეს ილუზიაა“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაში, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

საქართველოს საპატრიარქოს შენობა თბილისის ტურისტულ კვარტალში ყველაზე ხალხმრავალ უბანში მდებარეობს. სწორედ აქ, საპატრიარქოს შენობასთან გაშლილ კარავზე არის პლაკატი, რომელზეც გიორგი მამალაძის მხარდამჭერი მოთხოვნაა გამოხატული. თავის დროზე, როცა გიორგი მამალაძე დააკავეს, საქართველოს მთავრობისა და ეკლესიის მაღალჩინოსნებმა გამოაცხადეს, რომ მას ავტორიტეტული რელიგიური მოღვაწის მოწამვლა ჰქონდა განზრახულიო (იგულისხმებოდა ილია II), მაგრამ მოგვიანებით ჯერ გამოძიებამ, შემდეგ კი თვითონ სამღვდელოებამ ლაპარაკი დაიწყეს, რომ დამნაშავეები ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის - ძალზე გავლენიანი პიროვნების - თავიდან მოშორებას გეგმავდნენ. სასამართლომ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, უფლებადამცველებმა „ციანიდის საქმეში“ საკმაოდ ბევრი შეუსაბამობა და უზუსტობა აღმოაჩინეს. ისინი, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად აცხადებენ, რომ მსჯავრდებული საპყრობილეში უსამართლოდ ზის, მისი დანაშაული არ დასტურდება და ამ საქმის მასალების გაგზავნას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებენ.

„ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გიორგი მამალაძის ბედის გადასაწყვეტად შედარებით უფრო მოკლე გზა აირჩიეს - მათ მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდეს, ისარგებლოს თავისი უფლებით და დეკანოზი შეიწყალოს. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის წინამორბედმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობოთა იგივე თხოვნას თავის დროზე დუმილით უპასუხა. ადამიანურად მისი მოქმედება გასაგებია: გიორგი მამალაძის შეწყალება ხომ საქართველოს ეკლესიის მძლავრი კონსერვატორული ფრთის გამოწვევას ნიშნავს. და არა მარტო ეკლესიის გამოწვევას: როგორც მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, დეკანოზი პატრიარქისა და ქვეყნის საერო ხელისუფლების სამივე შტოს ერთმანეთთან გარიგების მსხვერპლი გახდაო. მსგავსი პოზიცია აქვს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს გრიგოლსაც (ბერბიჭაშვილს). ის, რომ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ორი ცნობილი რელიგიის მსახური საეკლესიო უმრავლესობას დაუპირისპირდა, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ უთანხმოებას ადასტურებს“, - წერს ავტორი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა