logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„golosarmenii“(სომხეთი): აზერბაიჯანი საქართველოზე კონტროლს კარგავს
„golosarmenii“(სომხეთი): აზერბაიჯანი საქართველოზე კონტროლს კარგავს
17:41 13.02.2019
"აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა რთულ პერიოდშია: დაძაბულობის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დროს გაჩნდა, როცა მან სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასთან შეხვედრისას ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა თურქებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მასობრივად მინიჭების თაობაზე, რითაც ქვემოქართლელი აზერბაიჯანელების უკმაყოფილება გამოიწვია“-ამის შესახებ სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ბოგდან ათანესიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

„შემდეგ ამას მოჰყვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არცახის განთავისუფლების მონაწილის, სომეხი მებრძოლის მიხეილ ავაგიანის ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებული ნეგატიური რეაქცია, რომელიც აზერბაიჯანმა გამოხატა, დიპლომატიურ დონეზეც კი. ბაქოს პრესა ხომ პირდაპირ ისტერიკაში ჩავარდა...“-განაგრძობს ავტორი:

საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული განმარტება გააკეთა, მაგრამ თბილისის არგუმენტებმა ბაქოზე გავლენა ვერ მოახდინა, პირიქით, აზერბაიჯანული პრესა უფრო გააბოროტა და ისტერიკა გააძლიერა: როგორ მოხდა, რომ ჩვენმა თითქმის ვასალმა საქართველომ გაბედა და თავისი მეტროპოლიის - აზერბაიჯანის წინააღმდეგ ასეთი დამოკიდებულება გამოხატაო. თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ ინტერნეტ-ფორუმებში საქართველოს ლანძღვა დაიწყო - „გამცემი, გამყიდველი და უპრინციპო ქართველები“. აშკარად ჩანდა, რომ ამ გაბერილი, ჭუჭყიანი კამპანიის უკან კიდევ სხვა რაღაც იმალებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა - ამ დღეებში აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ ქართულ კომპანიებს მოხმარებული გაზის ტარიფი გაუძვირა.

ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ცხადი გახდა, რომ ბაქომ გაზის გაძვირებაზე გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღო, მაგრამ თვითონ რომ გამოსულიყო „განქორწინების“ ინიციატორად, აზერბაიჯანი შესაფერის მომენტს ელოდებოდა. საქმე იმაშია, რომ ბაქოს იმედი ჰქონდა, ამ ნაბიჯით რამდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერდა:

ჯერ ერთი, რომ გათავისუფლდებოდა საქართველოსთვის გაზის იაფად მიწოდების ტვირთისაგან, რომელსაც აზერბაიჯანი, სხვათა შორის, რუსეთისგან ყიდულობს; მეორე - მტკივნეული დარტყმა მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკისათვის, რომელიც ბოლო დროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერობის „დაფნის გვირგვინის“ მორგებას ცდილობს და თავისკენ იზიდავს აზერბაიჯანის კერძო კაპიტალს; მესამე - ბაქოს კომპენსაციის მიღებისათვის ემზადება იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალი სატრანზიტო გზების გახსნით მიადგება და მეოთხე - უბრალოდ, შური იძიოს თბილისზე იმის გამო, რომ საქართველო არცახის კონფლიქტის სუბიექტების - სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკას ატარებს.

და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების გადაფორმატირება ხდება: საქართველო სარგებლობს სიტუაციით, როცა თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კრიზიშია ღრმად ჩაფლული და ამ ეტაპზე ანკარას სამხრეთ კავკასიისადმი ინტერესი შეუსუსტდა (უფრო სწორად, მას რესურსი აღარ ჰყოფნის). თბილისი ცდილობს რუსეთთან ლოჯისტიკური და ეკონომიკური კავშირების განახლებით თავი დააღწიოს თურქეთ-აზერბაიჯანზე დამოკიდებულებას და გადახრა გაასწოროს. გარდა ამისა, ანკარისა და ბაქოს მიერ გარეკლამებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას დღემდე წამგებიანია და როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ასეთად დარჩება. თავის მხრივ, აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი ტრანზიტი საქართველოსთვის აუცილებელია, რომ ეკონომიკის ზრდა მომავალშიც გაგრძელდეს იმდენად, რამდენადაც უზარმაზარი რუსული ბაზარი ყველანაირი ქართული პროდუქციის გასაღების გარანტიას იძლევა. ასევე არსებობს რუსეთიდან ტურისტთა ნაკადის კიდევ უფრო მეტად მატების პერსპექტივაც... და ამ დროს თბილისი აშკარა დისკომფორტს განიცდის ბაქოს მცდელობებისაგან, რომლის მიზანს ქართულ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობის გაფართოება წარმოადგენს, გამოგონილი სამცხე-ჯავახური სეპარატიზმის იდეის ჩათვლით. ამ ფონზე ნათლად მოჩანს თურქეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიანი გეგმა სამხრეთ საქართველოში დემოგრაფიული რუკის ცვლილება თურქულად მოლაპარაკე ადგილობრივი და გარედან მომსვლელი მუსლიმანების სასარგებლოდ.

ერთი სიტყვით, საქართველო ცდილობს დაკარგული წონასწორობის აღდგენას რეგიონში თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირების გზით. რუსეთთან ეკონომიკური კომპრომისები და სომხეთთან უფრო გახსნილი თანამშრომლობა თბილისს დაეხმარება დამოუკიდებლობის იმ სეგმენტის აღდგენაში, რომელიც მან დიდი ხნის თურქული ექსპანსიის შედეგად დაკარგა. სჯწორედ ამით და კიდევ ზოგიერთი სხვა ფაქტორით აიხსნება რუსეთთან მოლაპარაკების დროს მიღწეული შედეგები სარკინიგზო და საავტომობილო გზების განბლოკვის თაობაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხელი რომ არ შეშლოდა შეთანხმების ეკონომიკური პირობების რეალიზებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოგვიანებით მოხდება.

აზერბაიჯანს კი ისღა დარჩენია, რომ კბილები აკრაჭუნოს და საქართველოზე ზეწოლის მიზნით ბერკეტები გამოიყენოს, რომელთაგან ყველაზე „ეფექტური“ გაზზე ფასის ზრდაა.

მაგრამ შეუძლია თუ არა ამ ბერკეტს თბილისის პერსპექტიული გეგმების დამსხვრევა? ვფიქრობთ, რომ უკან დარჩა ის დრო, როცა აზერბაიჯანთან, ლოიალობის სანაცვლოდ, იაფი კრედიტებისა და ენერგოშემცველების მისარებად ხვეწნა იყო საჭირო. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის ამ დრომ უკვე ჩაიარა, აზერბაიჯანისთვის კი შეჩერდა. როგორც ჩანს, ბაქომ ნელ-ნელა რეალობის გაცნობიერება დაიწყო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა