„იმ დროს, როცა სირიის ომის გამო საქართველოს სამხრეთი მეზობელი თურქეთი ზარალდება, თვით საქართველო
აგრძელებს სწრაფვას, რათა სტაბილური დემოკრატიისა და მზარდი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდეს. 2018 წელი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებით, კონსტიტუციის ცვლილებებით და შესაბამისად, ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევით აღინიშნა, რაც პრემიერ-მინისტრის უფლებების გაფართოებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ნიშნავს. ტრანსფორმაცია ხელს შეუწყობს ქართული დემოკრატიის შემდგომ განვითარებას, ევროკავშირის სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“-ამის შესახებ თურქული გამოცემის, «Daily Sabah»-ის მიერ მარია ბითის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
საქართველოში 15 წლის წინ მომხდარმა „ვარდების რევოლუციამ“ ბევრი მსხვილი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების წინამძღვრები შექმნა. რეფორმები სწრაფი ტემპით 2007 წლამდე გრძელდებოდა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღრმა და შორს მიმავალი გარდაქმნები განახორციელდა. მაგრამ 2007 წლის შემდეგ რეფორმების პროცესი შეყოვნდა და საბოლოოდ, 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა - საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
ის გარდაქმნები, რომლებიც საქართველოში დღეს მიმდინარეობს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყონ, ვერნაირად ვერ აყენებს ჩრდილს ქვეყნის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევას, რომელიც პირველი ქალია სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე საქართველოს ისტორიაში. მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა (მმართველი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით) არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 60% მოაგროვა და ექვსწლიანი ვადით პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ევროპასთან დაახლოება
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ქვეყნის სრულიად ახალი ტიპის ლიდერს წარმოადგენს. იგი პარიზშია დაბადებული, პროფესიონალი კარიერული დიპლომატია, 30-წლიანი სტაჟით საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში. მისი მშობლები საქართველოდან იმიგრანტები იყვნენ და პარიზში 1920-იანი წლების დასაწყისში დასახლდნენ. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი დასავლეთში ცხოვრობდა და მასზე საბჭოურ მემკვიდრეობას გავლენა არ მოუხდენია. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ განსხვავდება იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მმართველი ელიტისაგან. მართალია, დღეს პრეზიდენტი შედარებით სუსტ როლს ასრულებს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საგარო პოლიტიკაში, მისი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების გათვალისწინებით.
საქართველოსმ დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე კურსი აშშ-სკენ - დასავლეთისაკენ აიღო ნატოსა და ევროკავშირში გაწვრიანების მიზნით. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმაც თავისი პირველი უცხოური ვიზიტის ადრესატად ბრიუსელი აირჩია, რომელიც 21-23 იანვარს განახორციელა. ამით სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტს - ევროპასთან დაახლოება-ინტეგრაციას, იმ ევროპასთან, რომელსაც საქართველო მიუკუთვნება თავისი იდენტურობით, კულტურითა და სულით. „საქართველოს ევროპაში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიუსელში ყოფნისას.
როგორც Daily Sabah-ის კორესპონდენტთან საუბარში საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში პრეზიდენტის სტატუსით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტების მნიშვნელობას. ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. ევროკავშირის ყველა მაღალი თანამდებობის მქონე პირმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა“.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა
დღევანდელი საქართველო იმის მაგალითია, თუ როგორ პოზიტიურად ვითარდება მისი რეგიონული ურთიერთობა, როგორ რეალიზდება ერთობლივი ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის ტერიტორიაზე ევროპიდან აზიისაკენ (და პირიქით) სატრანსპორტო დერეფანს, ასევე სატრანზიტო მარშრუტებს კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგონედლეულის ექსპორტისათვის. დღეს საქართველო მტკიცედ იკიდევს ფეხს გლობალური მასშტაბის მქონე პროექტებში, მაგალითად, ისეთში, როგორიც ჩინეთის ინიციატივით „ახალი აბრეშუმის გზა“ წარმოადგენს. ეს ყველაფერი ევროპა-აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის როლის შესრულებას ემსახურება. ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და სამხრეთკავკასიური გაზსადენი, რომლებიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის, სწორედ ამის დადსტურებაა. კიდევ ერთ მიმიმართულებას გლობალურ პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წარმოადგენს, რომელის ექსპლოატაცია 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. ერთი წლის შემდეგგ, 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ამ რკინიგზით უკვე 118 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. სხვათა შორის, ევროპისა და აზიის ტვირთების გარდა, ამ რკინიგზით რუსეთის ტვირთებიც შეიძლება გადაიზიდოს - ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპისაკენ. ანალოგიური თვალსაზრისით, იმავე რეგიონების სახელმწიფოთა პროდუქცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, შეიძლება რუსულ ბაზარზე გაჩნდეს.
დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის ნავსადგურების განვითარებას, მაგალითად, ანაკლიის სატვირთო პორტის მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ ნავსადგურს მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო კონტეინერმზიდების მომსახურების შესაძლებლობა ექნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლისათვის ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტებში 5 მილიარდ დოლარამდე ჩაიდება. გარდა ამისა, ევროკავშიიც 3,4 მილიარდ ევროს გამპოყოფს ამ მიზნებისათვის. სულ 2030 წლამდე დაგეგმილია 98 მსხვილი პროექტის განხორციელება, 13 მილიარდი ევროს ოდენობით. მათ შორის არის თანამედროვე საავტომობილო გზების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა.
საქართველოს ურთიერთობა მეზობლებთან
შავიზღვისპირა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მეზობლობა რუსეთთან და თურქეთთან გავლენას აქხდენს თბილისის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მის დამოკიდებულებაზე ალიანსების მიმართ და ეროვნულ განვითარებაზე.
საქართველო თურქეთისათვის ჩვეულებრივი რიგითი მეზობელი არ არის. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდანვე ორივე ქვეყანა წარმატებით ახორციელებს როგორც პოლიტიკურ-დიპლომატიურ, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობას, ორმხრივი ინიციატივების ფარგლებში, მაგალითად, თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ჩარჩოებში. თურქული საქონლისა და სერვისისათვის ქართული ბაზარი მომგებიანად ითვლება. საქართველოს თურქეთთან ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებს, რაც ტურისტული გაცვლების მზარდ წყაროს წარმოადგენს.
„თურქეთი ჩვენი უპირველესი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორია“, - ამბობს სოფიო ქაცარავა, - თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად მონაწილეობენ მსხვილ სტრატეგიულ პროექტებში, რომელიც ინფრასტრუქტურის, ტრასპორტის სფეროებს მოიცავს. ღრმავდება სამმხრივი საპარლამენტო კავშირებიც“.
რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა, თბილის-მოსკოვის დაძაბული დამოკიდებულება არ შეცვლილა, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. „რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ, - „მაგრამ იმავდროულად ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების გამყარების საქმეშიც. ამასთან, ჩვენ გვაქვს ჩვენი „წითელი ხაზებიც“, როცა საქმე ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ამ მხრივ რუსეთთან კონფლიქტურ მდგომარეობას ჩვენს საერთაშორისო დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველო მტკიცედ იცავს სამშვიდობო პოლიტიკას მათ მიმართ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. მშვიდობას და სტაბილრობას ჩვენს რეგიონში ალტერნატივა არ აქვს“.
მიუხედავად ამისა, არაფერი რომ არ ვთქვათ ისტორიულ და კულტურულ-ეკონომიკურ კავშირებზე, გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო და რუსეთი უშუალო მეზობლებად რჩებიან. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მეზობლობის ფაქტორი ადრე თუ გვიან ორივე ქვეყანას სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის განვითარებისკენაც უბიძგებს.
როცა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობრივი უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგა, მან უყოყმანოდ გამოხატა თავისი სკეპტიციზმი რუსეთთან შერიგების საკითხში და განაცხადა, რომ ამის დრო ჯერ მოსულაო, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ მას სურს იყოს „შემრიგებელი პრეზიდენტიც“. ვიმედოვნებ, რომ მისი ნათქვამი გვირაბის ბოლოს სინათლეს მოასწავებს.

















